უძველესი ისტორია/სარჩევი/შესავალი
რა არის უძველესი ისტორია?
რედაქტირება"უძველესი" ისტორია საკმაოდ ბუნდოვანი და მრავლისმომცველი ტერმინია, მაგრამ საყოველთაოდ მიღებული მნიშვნელობის მიხედვით, თანამედროვე ცივილიზაციის დაბადებისა და წარმოშობის წინმსწრებ ისტორიულ პერიოდს მოიცავს, რამოდენიმე ასწლეულს რომის იმპერიის დაცემამდე და მის შემდგომ პერიოდს.
ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ისტორია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, უძველეს ისტორიას საფუძველი ჩაეყარა პალეოლითის ხანაში, თანამედროვე ეპოქიდან, დაახლოებით 4-5 მილიონი წლის წინათ. აქედან იწყება ჰომინიდების განვითარება თანამედროვე ტიპის ადამიანამდე. სხვა მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ უძველეს ისტორიას საფუძვლად უდევს სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბება, როდესაც ადამიანმა მცენარეული საკვები პროდუქტების "მოშინაურება" და მოყვანა ისწავლა. ეს პროცესი ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით 12 000 წლის წინათ დაიწყო, გამყინვარების ხანის შემდეგ. კიდევ ერთი მეცნიერთა სკოლა ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტ უძველეს ისტორიას საფუძვლად უდევს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 450 წელს, მესოპოტამიასა და ჩინეთში დამწერლობისა და არითმეტიკის გამოგონება.
ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი შეხედულება და მოსაზრება არსებოს, რომელთა განხილვა და შეფასება შესაძლებელია. დასავლური სამყარო, რომის იმპერიის დაცემის თარიღად ჩვ. წელთაღიცხვის 476 წელს მიიჩნევს. თუმცა, მთელი მსოფლიო ისტორია არ მოიცავს მხოლოდ ჩვ. წელთაღრიცხვის 445 და 1500 წლებს შორის პერიოდს, რომელსაც შუა საუკუნეებად მოვიხსენიებთ. ისლამის აღზევება და მეცნიერების ადრეული განვითარება ემთხვევა შუა საუკუნეების პერიოდს, თუმცა, ორივე მოვლენა ათასწლეულების ნაყოფია.
საკითხები
რედაქტირებადღევანდელ დღემდე, ამ საკითხებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე არ გაცემულა ჯეროვანი პასუხი. წიგნში შესული თემები მოდელირებულია თანამედროვე ისტორიის გვერდიდან.
- მოსახლეობა [P] გულისხმობს ადამიანების ისეთ ჯგუფს, როგორიცაა ეთნიკური და სოციალური ჯგუფები.
ძველ მსოფლიოში, მოსახლეობაში იგულისხმება, დიდი რაოდენობის ხალხის დიდ მანძილზე გადაადგილება. ევროპის მრავალ კუთხეში, ნეანდერტალის გამოჩენა ერთ-ერთი ასეთი გადადგილების ნიმუშია. ასევე, ჩვენი წელღაღრიცხვის 5 საუკუნეში, გერმანელთა შეჭრა დასავლეთ ევროპაში.