ვხსნით ბმულს სხვა ფრეიმში რედაქტირება

ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ სანავიგაციო(მენიუს) ფრეიმში ბმული არა მთავარ, არამედ იგივე ფანჯარაში იხსნება. ამ ნაბიჯში ამ ნაკლს გამოვასწორებთ.

განვიხილოთ მაგალითი, სადაც საჭიროა, რომ რომ მენიუ ხელუხლებელი დარჩეს, ბმულმა კი თავის მოქმედება მთავარ(კონტენტის) ფანჯარაში შეასრულოს.

პრობლემის მოსაგვარებლად ნაცნობი ატრიბუტი name უნდა გამოვიყენოთ. ის <frame> ტეგში თავსდება, რითაც მოცემულ ფრეიმს უნიკალურ სახელს ანიჭებს და ბმულისა და ფრეიმის დაკავშირებაში პირველი საფეხურია:


<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
</head>
<frameset cols="100,*" border="0">
<frameset rows="100,*">
<frame src="logo.html">
<frame src="menu.html">
</frameset>
<frame src="content.html" name="frame1">
</frameset>
</html>


მეორე საფეხური კი თვითონ მენიუში იქმნება. ბმულის ატრიბუტ target-ს ვანიჭებთ იმ ფრეიმის სახელს, რომელშიც მიბმული გვერდის გახსნა გვინდა.


<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
</head>
<body background="cherti3.gif" text="#ffffff" link="#ffffff" alink="#ffffff" vlink="#ffffff">
<a href="content.html" target="frame1">მთავარი გვერდი</a>
<a href="tumki.html" target="frame1">მეორე გვერდი</a>
<a href="bumki.html" target="frame1">მესამე გვერდი</a>
<a href="tururumki.html" target="frame1">მეოთხე გვერდი</a>


</body>
</html>


არის სიტუაციები, როცა მენიუში არსებული ბმულის მთელ გვერდზე გახსნა გვინდა. ასეთ შემთხვევაში კოდში ვწერთ "target=_top" და პრობლემაც მოგვარებულია.



<<< ნაბიჯი 32: უკან | წინ: ნაბიჯი 34 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი