ნაბიჯი 32
ვსწავლობთ ფრეიმების შექმნას - ნაწილი 3
რედაქტირებაამ ნაბიჯში ფრეიმების ასე განლაგებას ვისწავლით:
მაგრამ აქ ერთ პრობლემას ვაწყდებით - ტეგ <frameset>-ში ერთდროულად "rows" და "cols"-ის გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ რა გვიშლის ხელს, რომ ორი <frameset> გამოვიყენოთ? ჩვენც ვიყენებთ:
<html>
<head>
<title>ფრეიმები</title>
</head>
<frameset rows="100,*">
<frame src="logo.html">
<frameset cols="150,*">
<frame src="menu.html">
<frame src="content.html">
</frameset>
</frameset>
</html>
ჯერ შევქმენით ერთი ჰორიზონტალური ფრეიმი, დანარჩენი ადგილი კი მომდევნოსთვის დავტოვეთ:
<frameset rows="100,*"> <frame src="logo.html">
მომდევნო ვერტიკალური ფრეიმის მაგივრად კი ახალი <frameset>-ის გამოყენებით ორი ჰორიზონტალური ფრეიმი ჩავსვით, რომლებმაც მითითებისამებრ გაიყვეს ადგილი და სასურველი შედეგიც მიღებულია.
მეორე ვარიანტის კოდი დიდად არ განსხვავდება პირველისგან:
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
</head>
<frameset cols="100,*">
<frameset rows="90,*">
<frame src="logo.html">
<frame src="menu.html">
</frameset> <frame src="content.html">
</frameset>
</html>
და შედეგიც შესაბამისია.
<<< ნაბიჯი 31: უკან | წინ: ნაბიჯი 33 >>>
მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი