ლათინური ენა/გრამატიკა/წინადადების წყობა
ლათინურ ენაში წინადადებასი სიტყვების წყობა მკაცრად განსაზღვრული არაა, თუმცა არსებობს ზოგადი წესი. 1) სუბიქეტი და მისი განმსაზღვრელი, 2) ირიბი დამატება (მიცემითში), 3) პირდაპირი დამატება (აკუზატივში), 4) ზმნისზედა ან დამატებითი წინადადება, 5) ზმნა.
ქართულისგან განსხვავებით ლათინურში როგორც წესი ზედსართავი სახელი მოსდევს არსებით სახელს, რომელზეც იგი მიუთითებს.
- დიდი კარიბჭე
- porta magna
როგორც ავღნიშნეთ სიტყვათა წყობა ლათინურში როგორც ქართულში არაა მკაცრი. შეგიძლიათ გადაადგილოთ სიტყვები და წინადადების აზრი ამით არ შეიცვლება.