კულინარული წიგნი
მომზადების წესი:გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად ვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ რომ არ დაიწვას. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს, ჩავასხათ ბულიონში. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ. |
შოკოლადი- ეს არომატთა დედოფალი - მრავალი ტკბილეულის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ის მზადდება მოხალული და დაფქვილი ტროპიკული კაკაოს მარცვლებისაგან. მას განვითარების საინტერესო ისტორია და გეოგრაფია გააჩნია. ამიტომ ჩვენც შოკოლადის ისტორიით დავიწყოთ მისი გაცნობა. შოკოლადი - ღმერთების სასმელი და თვით ღმერთი ჯერ კიდევ 2600 წლის წინ პოვებს თავის ადგილს მაიას ტომელთა გულებში. სიტყვა შოკოლადი კი აცკეტების ენა ”ნაჰაულტი”-დან მომდინარეობს და სიტყვა-სიტყვით მწარე წყალს ნიშნავს. |