ვიკიწიგნები:ადმინისტრატორები

(გადმომისამართდა ვწ:ადმინ-დან)
ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიწიგნების ოფიციალური პოლიტიკის ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები კონსენსუსს არ უნდა არღვევდეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები თავდაპირველად მოათავსეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობა:
ვწ:ადმინ

ზოგადი ინფორმაცია


ვიკიწიგნების ადმინისტრატორის ლოგო
ვიკიწიგნების ადმინისტრატორის ლოგო
ვიკი-პროგრამა სთავაზობს თითოეულ მომხმარებელს გვერდის რედაქტირების, ფაილის ატვირთვის და სხვა შესაძლებლობებს. ადმინისტრატორის სტატუსის მინიჭების უფლება აქვთ ვიკიწიგნების ბიუროკრატებს. ადმინისტრატორები არ არიან სამომხმარებლო პროგრამა ვიკიპედიის შემომთავაზებლის წარმომადგენლები ან თანამშრომლები. მათ არ აქვთ პრივილეგიური მდგომარეობა სხვა მომხმარებლებთან. ადმინისტრატორებს და სხვა მომხმარებლებს გააჩნიათ ხმათა თანაბარი რაოდენობა.
ადმინისტრატორები არიან ვიკიწიგნელები, რომლებსაც აქვთ უფლებები და ვალდებულებები ("sysop rights"), რომელთაც მიეკუთვნება:
  • გვერდის წაშლა
  • წაშლილი გვერდის აღდგენა
  • გვერდების დაცვა მასში ცვლილებების შეტანისაგან. ეს ღონისძიებება გამოიყენება, მაგალითად, სადისკუსიო სტატიებზე, რათა მიეცეს მოდავე მხარეებს მივიდნენ კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე ან რომ შეჩერებულ იქნას ვანდალიზმი
  • სახელთა სივრცის მედია ვიკის (Media Wiki)
  • იმ მომხმარებლის IP ბლოკირება, რომლებიც ეწევიან ვანდალიზმს.
 

ამჟამად ქართული ვიკიწიგნების ადმინისტრატორები არიან:


სახელი არჩევის თარიღი E-mail
Gnome 

(განხილვა წვლილი ბლოკირებები დაცვა წაშლა გადატანები უფლებები)

6 მაისი, 2007 მიწერა

სტატისტიკა

რედაქტირება


რას ნიშნავს ადმინობა?

რედაქტირება

ვიკის პროგრამულ პაკეტს რამდენიმე შეზღუდული ფუნქცია აქვს. მათ შორის ადმინისტრატორს შეუძლია:

დაცული გვერდების რედაქტირება

რედაქტირება

წაშლა და აღდგენა

რედაქტირება
  • გვერდების (სურათების ჩათვლით) და მათი ისტორიის წაშლა (იხ. ვიკიწიგნები:გვერდის წაშლა). გვერდის წაშლის წინადადების შემოსატანად (გვერდის ვიკიწიგნები:გვერდის წაშლა წაკითხვის შემდეგ!) იხილეთ: კენჭისყრა სტატიის წასაშლელად. ზოგჯერ გვერდის წაშლა წმინდა ტექნიკური საკითხია — მაგალითად სტატიისთვის სახელის შესაცვლელად საჭიროა გადამისამართებული გვერდის წაშლა. ასევე შეიძლება იმ გვერდების წაშლა გახდეს საჭირო, რომელთა ისტორია გაწყვეტილია და რომლებიც თავიდან არის მათი ნაწილებისგან ასაწყობი. სხვა შემთხვევაში წაშლის მიზანი სისტემის არასაჭირო ინფორმაციის მატარებელი გვერდებისგან გასუფთავებაა, ანაც ისეთი მასალის განადგურება, რომელიც სხვა გვერდებიდან არიან კოპირებულნი საავტორო უფლების დაცვის გარეშე (იხ. ვიკიწიგნები:საავტორო უფლებები).

უკუქცევა (წინა ვერსიაზე დაბრუნება)

რედაქტირება
  • გვერდების წინა ვერსიაზე სწრაფი დაბრუნება. თუმცა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გვერდების წინა ვერსიის აღდგენა, ადმინისტრატორს აქვს მისი ავტომატური საშუალება, რომ ვანდალიზმის სწრაფად გაუქმება შეეძლოს. მომხმარებლის წვლილის გვერდზე ადმინისტრატორი ნახავს ბმულს "[გაუქმება]" ბოლო რედაქტირებასთან. ამ ბმულზე დაჭერით უქმდება მომხმარებლის ბოლო რედაქტირებები (მრავლობითში!). რედაქტირების რეზიუმეში ჩაიწერება: "...-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს ...-ის მიერ რედაქტირებული ვერსია". ეს კეთდება როგორც მცირე შესწორება. ადმინისტრატორმა ამ საშუალებას მიმართოს მარტო ვანდალიზმის დროს.

საარბიტრაჟო კომიტეტის გადაწყვეტილების გატარება

რედაქტირება

ადმინისტრატორებს უფლება აქვთ საარბიტრაჟო კომიტეტის გადაწყვეტილება აღასრულონ.

იხ.: ვიკიწიგნები:არბიტრაჟის მოთხოვნა

ბოლო ცვლილებებიდან ვანდალიზმის დამალვა

რედაქტირება
  • ადმინისტრატორს შეუძლია მასიური ვანდალიზმის ისტორია დამალოს ბოლო ცვლილებებში, მომხმარებლის წვლილის გვერდზე URL-ის ბოლოს "&bot=1"-ის დამატებით (მაგალითად, http://ka.wikibooks.org/w/wiki.phtml?title=Special:Contributions&target=...&bot=1). შემდეგ "გაუქმების" ბმულზე დაჭერით მომხმარებლის მიერ განადგურებული გვერდების წინა ვერსიები აღდგება. ვანდალიზმისა და უკუქცევის ისტორია ბოლო ცვლილებებში არ გამოჩნდება, სანამ "რობოტების ჩვენებას" არ დააჭერთ. ეს პროცესი დაფიქსირდება მომხმარებლის წვლილებში, გვერდის ისტორიაში და კონტროლის სიაში. ეს ფუნქცია მიზნად ისახავს მასიური ვანდალიზმის ადვილად და სწრაფად მოსპობას. ეს არ უნდა გამოიყენებოდეს ისეთი ცვლილებების გასაუქმებლად, რომელიც უბრალოდ არ მოგწონთ. ადმინისტრატორს შეუძლია ამ საშუალებას მიმართოს მარტო ვანდალიზმის (კერძოდ, მასიური ვანდალიზმის) დროს.

დაბლოკვა და ბლოკის მოხსნა

რედაქტირება

ინტერფეისის დიზაინისა და ტექსტის დამუშავება

რედაქტირება
  • ინტერფეისის ტექსტის შეცვლა მედიავიკის სახელთა სივრცის გვერდების რედაქტირებით.
  • ინტერფეისის სტილის შეცვლა მედიავიკი:Monobook.css-ის monobook stylesheet-ში CSS-ის რედაქტირებით.
  • პროგრამული პაკეტის JavaScript-ში ცვლილების შეტანა, რომელიც skin-ს ეხება და მთელ საიტს ვრცელდება (მედიავიკი:Monobook.js-ში და მისთ).

ადმინისტრატორად გახდომა

რედაქტირება

თუ გსურთ ადმინისტრატორობა, თქვენი სახელი წამოაყენეთ გვერდზე ვიკიწიგნები:ადმინისტრატორების არჩევნები იქ მოყვანილი წესების დაცვით. სხვა რედაქტორების კენჭისყრა გადაწყვეტს, გახდებით თუ არა ადმინისტრატორი.

სასურველია ვიკიპედიაში სამი თვე მაინც იმუშაოთ, სანამ ადმინისტრატორად წამოაყენებთ თავს, ვინაიდან სხვა მომხმარებლებს თქვენზე გარკვეული აზრი უნდა შეექმნათ, რათა თქვენთვის ხმის მოცემა შეეძლოთ.

ფრთხილად უნდა იყოთ! თუ ადმინისტრატორი გახდით, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ახლად მონიჭებული ფუნქციების შესრულებისას, განსაკუთრებით გვერდების ან სურათების წაშლისას და ასევე IP მისამართების დაბლოკვისას. თქვენთვის მინიჭებული ძალაუფლების გასაცნობად სასურველია გადახედოთ სახელმძღვანელოს ვიკიწიგნები:ადმინისტრატორების სახელმძღვანელო.

სხვა ტიპის უფლებები

რედაქტირება

ადმინისტრატორების გარდა კიდევ მომხმარებლების შემდეგი სახეობებია:

დაურეგისტრირებელი მომხამარებლები

რედაქტირება

დაურეგისტრირებელ მომხმარებლებსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის ყველაზე მთავარია სტატიების რედაქტირება. მათი რედაქტირებები IP მისამართით ფიქსირდება.

რეგისტრირებული მომხმარებლები

რედაქტირება

რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ყველაფერი, რაც შეუძლიათ დაურეგისტრირებელ მომხამარებლებს. მათ დამატებით შეუძლიათ ფაილის ატვირთვა და ახალი სტატიის შექმნა. როცა "ავტომატურად" არის შემოსული ("autoconfirm"), შეუძლიათ სხვა სათაურზე გვერდის გადატანა და ნახევრად დაცული გვერდებში ცვლილების შეტანა.

ბოტის სტატუსის მქონე მომხმარებლების რედაქტირება ბოლო ცვლილებებში არ ჩნდება. ეს ეხება ჩვეულებრივ მხოლოდ რობოტების ავტომატურ რედაქტირებებს.

ბიუროკრატები

რედაქტირება

ბიუროკრატებს შეუძლიათ სხვა მომხმარებლებისთვის ადმინისტრატორის სტატუსის მინიჭება (მაგრამ არ შეუძლიათ მისი ჩამორთმევა), მომხმარებლების სახელის შეცვლა, ბოტის სტატუსის გაცემა/გაუქმება. ბიუროკრატებს შეუძლიათ ადმინისტრატორებს მიანიჭონ ბიუროკრატის სტატუსი (მაგრამ არ შეუძლიათ მისი ჩამორთმევა). როცა პროექტს ჯერ არ ჰყავს არც ერთი ბიუროკრატი, ბიუროკრატის სტატუსის მინიჭებას სტიუარდები (Steward) აკეთებენ.

ოვერსაიტები

რედაქტირება

მომხმარებლებს "ივერსაიტის" ნერბართვით შეუძლიათ გვერდების რედაქტირების ისტორიის დამალვა ყველა მომხმარებლისგან. ამ ცვლილებების დანახვა დროებით შეუძლიათ ოვერსაიტის ნებართვის მქონე სხვა მომხმარებლებს. ოვერსაიტის მოქმედებების ჩანაწერების ჟურნალის დათვალიერება შეუძლია ყველა ოვერსაიტს.

  • ქართულ ვიკიპედიაში არა გვყავს.

ჩეკიუზერები

რედაქტირება

მომხმარებლებს "ჩეკიუზერის" პრივილეგიით შეუძლიათ ნებისმიერ მომხმარებლის IP მისამართის მოძიება, ასევე მომხმარებლების მოძიება, რომლებიც განსაზღვრულ IP მისამართებს იყენებენ. ჩეკიუზერის მოქმედებათა ჩანაწერის ჟურნალის ხილვა შეუძლია ყველა ჩეკიუზერს.

  • ქართულ ვიკიპედიაში არა გვყავს.

სტიუარდები

რედაქტირება

მომხმარებლებს "სტიუარდის" სტატუსით შეუძლიათ ნებისმიერი მომხმარებლის დაშვება ვიკიმედიის ნებისმიერ პროექტში. ეს მოიცავს ასევე სისოპ (ადმინისტრატორი) პრივილეგიების გაცემას და ბოტების სტატუსის მინიჭებას. მათი მოქმედებების აღრიცხვა ხდება გვერდზე Special:Log/rights on meta. მათი დახმარების მოთხოვნა შეიძლება გვერდზე m:Requests for permissions. ჩვეულებრივ, ისინი არ ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, რომელთა შესრულება ადგილობრივ მომხმარებლებს შეუძლიათ.

დეველოპერები

რედაქტირება

ტექნიკური პრივილეგიების უმაღლესი ხარისხი აქვს "დეველოპერს". მათ შეუძლიათ პირდაპირი ცვლილებები შეიტანონ მედიავიკის პროგრამაში, ასევე ვიკიმედიის ვიკიბაზებში. ეს ხალხი ადმინისტრაციულ ფუნქციებს არ ასრულებენ.

მათთან დაკავშირება შეიძლება wikitech-l მეილ-სიის მეშვეობით. იხ. m:Developers დეველოპერთა არასრული სიისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის.

სტატუსის ჩამორთმევა

რედაქტირება

ძალაუფლების გადაჭარბება

რედაქტირება
შენიშვნა: ამჟამად საარბიტრაჟო კომიტეტი არ ფუნქციონირებს.

ადმინისტრატორები შეიძლება გადაყენებულ იქნენ თუ ისინი საკუთარ ძალაუფლებას არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ. ადმინისტრატორის მოხსნა შეუძლია საარბიტრაჟო კომიტეტს. არსებობს ასევე შედარებით მცირე დასჯის ფორმები პრობლემატური ადმინისტრატორებისთვის, რომელიც მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას მოიცავს.

პასიურობა

რედაქტირება

თუ ადმინისტრატორის წვლილი ექვსი თვის განმავლობაში არ დაფიქსირდა, ადმინისტრატორის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ დაინიშნება კენჭისყრა. გადაყენებულ ადმინისტრატორს შეუძლია კვლავ გახდეს ადმინისტრატორი ჩვეულებრივი ახალი არჩევნებით.

კონფლიქტები

რედაქტირება

თუ თვლით, რომ ადმინისტრატორი უსამართლოდ მოგექცათ თქვენ ან ნებისმიერ სხვა რედაქტორს, თავდაპირველად თქვენი მოსაზრება ჯერ პირადად ამ ადმინისტრატორთან უნდა გამოთქვათ და ეცადოთ პრობლემა თავაზიანად გადაჭრათ. თუ საკითხის გადაჭრა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებით ვერ ხერხდება, უნდა მიმართოთ ვიკიწიგნების საარბიტრაჟო კომისიას.