ვიკიწიგნები:ვიკიწიგნების ისტორია

ვიკიწიგნების ქართული განყოფილება 2004 წლის 14 სექტემბერს შეიქმნა.

2006 წლის 28 ივნისს მომხმარებელმა Alsandroმ პირველი მთავარი გვერდი გააკეთა. ამავე პერიოდში Trulala-მ გადმოიტანა რამდენიმე ტექნიკური სტატია.

ამავე წლის 19 დეკემბერს Trulala-მ დაიწყო პროექტის ამუშავებისთვის მზადება და დადო პირველი სტატიები. ახალდარეგისტრირებული პირველი რედაქტორი კი გახდა მომხმარებელი:Peppi, რომელიც ჩაერთო კულინარული წიგნის შექმნაში.

ამავე დროს ვიკიპედიის ყავახანაში დაიწყო დებატები პროექტის ქართულ სახელთან დაკავშირებით.

2007 წლის 10 იანვარს ვიკიწიგნების პირველ ადმინისტრატორად არჩეულ იქნა მომხმარებელი Trulala

13 იანვრისთვის მოხდა ინტერფეისის დიდი ნაწილის გაქართულება, პროექტის სახელის თარგმნა და სახელთა სივრცე თაროს შექმნა. დღეს ქართულ ვიკიწიგნებში დამუშავების პროცესშია 82 გვერდი და იგი 38 ადგილზეა.

16 იანვარს დასრულდა პირველი ვიკიწიგნის შექმნაც!

18 იანვარს გვაქვს 3 წიგნი, აქედან 2ს აქვს ამოსაბეჭდი ვერსია და ერთს PDF ვერსია!