დახმარება:შესვლა
შესავალი | მოდულები | რედაქტირება | ახალი წიგნი | შესვლა
სისტემაში შესვლა არაა აუცილებელი გვერდების ნახვისთვის და არც მათი რედაქტირებისთვის. მიუხედავად ამისა სისტემაში შესვლა გაძლევთ დამატებით რედაქტირების ფუნქციებს, ამიტომ ასე მოქცევა რეკომენდირებულია.
შესვლა
რედაქტირებაანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ საკუთარი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლითაც ვიკიწიგნები გიცნობთ. სისტემა უარს გეტყვით დაარეგისტრიროთ სახელი რომელიც უკვე არსებობს. მომხმარებლის ანგარიში მხოლოდ ერთხელ იქმნება. შემდეგ "შედიხართ". შემდეგ შესვლაზე სისტემას უნდა უთხართ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რითაც ამოცნობილი იქნებით.
თქვენს მიერ განხორციალებული რედაქტირებების ჩანაწერი შეინახება. თუ კი არ ხართ შესული, მაშინ რედაქტირების ჩანაწერები მიენიჭება თქვენს IP მისამართსს.
რისთვისაა საჭირო შესვლა?
რედაქტირებაშესვლა არ გჭირდებათ ნებისმიერი ვიკის წასაკითხად. რედაქტირებისთვისაც არაა საჭირო შესვლა, რედაქტირება ყველას შეუძლია თითქმის ყველა გვერდზე.
მიუხედავად ამისა, შესვლის მიზეზები არსებობს:
- სხვა მომხმარებლებს შეეძლებათ თქვენი რედაქტირებების ხილვა. სხვაგვარად დაფიქსირდება მხოლოდ თქვები IP მისამართი.
- თქვენ გექნებათ საკუთარი მომხმარებლის გვერდი სადაც შეზლებთ საკუთარი თავის წარდგენას და მომხმარებლის განხილვის გვერდი რომლის გამოყენებასაც შეძლებთ სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის.
- შეძლებთ ცვლილებების მონიშვნას მცირე შესწორებად.
- შეძლებთ თქვენთვის საინტერესო გვერდების ცვლილებების თვალყურის დევნას კონტროლის სიის მეშვეობით.
- თუ შეიყვანთ ელფოსტის მისამართს, სხვა მომხმარებლები შეძლებენ თქვ მოგწერონ. ეს ფუნქცია იცავს ანონიმურობას, ვინაიდან სხვები თქვენს მისამართს ვერ დაინახავენ და ისე მოგწერენ.
- შეძლებთ გვერდების სახელების შეცვლად.
- შეძლებთ თქვენი პარამეტრების შეცვლას.
როგორ შევიდე
რედაქტირებაშესვლა და პარამეტრების გამართვა ყოველ ვიკიზე ცალცალკე ხდება.
ჯერ დარწმუნდით რომ თქვენს ბრაუზერს აქვს ქუქების მხარდაჭერა. ზოგ ბრაუზერს შეუძლია მიიღონ ან არ მიიღონ ქუქები ხალკეული გვერდებიდან; თქვენ უნდა მიაღებინოთ ბრაუზერს ქუქები ვიკის დომეინებიდან.
შესვლისთვის ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპეთ შესვლას. თქვენ მოგეთხოვებათ შეიყვანოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი. თუ ადრე არ შესულხართ, პაროლის ორჯერ შეყვანა მოგიწევთ.
თუ გსურთ შეგიძლიათ ელფოსტის მისამართი ჩაწეროთ. სხვა მომხმარებლები შეძლებენ მოგწერონ, მაგრამ ფოსტის მისამართს ვერ ნახავენ.
თუ მონიშნავთ პაროლის დამახსოვრებას, მაშინ იგივე კომპიუტერიდან ვიკლიწიგნებზე შესვლისას პაროლის განმეორებით მითითება აღარ დაგჭირდებათ.
თუ პაროლი დამავიწყდა?
რედაქტირებათუ რეგისტრაციისას ან სემდგომ, პარამეტრებში, შეიყვანეთ ელფოსტის მისამართი, მაშინ შესცლის ეკრანზე შეგიძლიათ მოითხოვოთ რომ გამოგეგზავნოთ ელფოსტით დროებითი პაროლი, რომლითაც შეძლებთ შესვლას. თუ კი ელფოსტის მისამართი არ გაქვთ შეყვანილი, მაშინ მოგიწევთ ანგარიშის თავიდან შექმნა.
მომხმარებლის სახელი
რედაქტირებამომხმარებლის სახელად შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც მეტსახელი, ასევე ნამდვილი სახელი. ეს არაა ფორუმი ან ჩეთი, ამიტომ რეკომენდირებულია დარეგისტრირდეთ ნამდვილი სახელით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქართული ან ინგლისური ანბანი.
პარამეტრების გამართვა
რედაქტირებაზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპეთ ჩემს კონფიგურაციას სხვადასხვა პარამეტრების დასაყენებლად, როგორიცაა:
- პაროლის შეცვლა.
- ტყავის შეცვლა, რაც ცვლის გვერდების იერსახეს.
იხილეთ დახმარება:პარამეტრები.
თქვენი მომხმარებლის გვერდი და განხილვის გვერდი
რედაქტირებაშესვლის შემდეგ, შეძლებთ საკუთარი მომხმარებლის გვერდის და განხილვის გვერდი. შესვლის შემდეგ ზედა ზოლში დაინახავთ საკუთარ სახელს. დააწკაპეთ მასზე და გაიხსნება გვერდი, რომლის რედაქტირებასაც შეძლებთ როგორც ჩოულებრივი ვიკი გვერდის რედაქტირებას.
მომხმარებლები როგორც წესი თავის გვერდზე იძლევიან საკუთარ თავზე მოკლე ინფორმაციას და წერენ საკუთარ ინტერესებზე.
თქვენ ასევე გაქვთ მომხმარებლის განხილვის გვერდი. მისი ხილვა შეგიძლიათ ჩემს განხილვაზე დაწკაპებით, ზედა ზოლში. სხვა მომხმარებლებს შეუძლიათ თქვენს განხილვაში შეტყობინებები დაგიტოვონ. იხილეთ დახმარება:განხილვა მეტი ინფორმაციისთვის.
გამოსვლა
რედაქტირებაგამოსვლა ნებისმიერრ დროს შეგიძლიათ, ამისთვის დააწკაპეთ გამოსვლის ბმულს ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში.