დახმარება:შესავალი


ეს ვიკიწიგნების შესავალია. ბმულები ზემოთ მიუთითებს შესავლის გვერდებზე ვიკიწიგნების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით; თუ ახალი ხართ მაშინ ჯერ ეს გვერდი წაიკითხეთ.

ვიკიწიგნების შესახებ

რედაქტირება

ვიკიწიგნები არის თავისუფალი წიგნების ვიკი.

ვიკიწიგნები არის პლათფორმა თავისუფალი სახელმძღვანელოების ერთობლივი დამუშავებისთვის. ჩვენი წიგნები ექვემდებარება GNU Free Documentation License, ანუ ყველას თავისუფლად შეუძლია ამით სარგებლობა და მათი დახვეწა. იმედი გვაქვს ძვირფასი სახელმძღვანელოების უფასო ალტერნატივა გავხდეთ.

სახელმძღვანელოებს იყენებს ყველა დონის და ასაკის მოსწავლე. ქართულ ენაზე კი მთელ რიგ დარგებში სახელმძღვანელოების დეფიციტია. ჩვენ ვგეგმავთ შევქმნათ სახელმძღვანელოები მრავალ სხვადასხვა თემაზე.

ეს ვებ გვერდი არის ვიკი ანუ გულისხმობს თანამშრომლობას. ნებისმიერს, ვისაც აქვს ვებ ბრაუზერი, ვიკიწიგნებში რეგისტრაციის გარეშეც, შეუძლია დაარედაქტიროს თითქმის ყველა წიგნის "მოდული" გვერდი. ყოველ დღე, ენთუზიასტები ამუშავებენ ვიკიწიგნებს, შეაქვთ ცვლილებები, წერენ, აახლებენ, და ასწორებენ წიგნებს.

ვიკიწიგნი მრავალენოვანია

რედაქტირება

ეს გვერდი, http://ka.wikibooks.org, არის ვიკიწიგნების ქართული ვერსია. ყველა სახელმძღვანელო იწერება ქართულად. სხვა ენები ვიკიწიგნების სხვაენოვანი გამოცემების სიაში იხილეთ.

ვიკიწიგნის წაკითხვა

რედაქტირება

თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ამ გვერდზე საინტერესო ვიკიწიგნი, ან თემების მიხედვით მიმოიხილოთ, წიგნების თაროები, გადახედეთ წიგნების სიას.

გაითვალისწინეთ რომ ზოგი წიგნი უფრო სრულია ვიდრე სხვები. ამის ნახვა წიგნის განვითარების საფეხურის ნიშნით შეგიძლიათ:

ვიკიწიგნის განვითარების საფეხურები
ჩანასახი 0% ტექსტის დამუშავება 25% მომწიფებული ტექსტი 50% განვითარებული ტექსტი 75% დასრულებული ტექსტი 100%

გამოიყენეთ ეს მინიშნებები სრული წიგნების მოსაძებნად.

დაეხმარე ვიკიწიგნებს! ჩაერთე!

რედაქტირება

ვიკიწიგნში ჩართვის უმარტივესი ხერხია, მოძებნოთ არსებული ვიკიწიგნი, რომელიც გაინტერესებთ და დაარედაქტიროთ. შეგიძლიათ დაამატოთ თავები, შეიტანოთ მცირე შესწორებები, ან გააუმჯობესოთ სინტაქსი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიკის სინტაქსი ბმულების, სურათების და ცხრილების ჩასასმელად. ნუ გეშინიათ წვლილის შეტანის – თქვენი შეცდომების გასწორება სხვა მომხმარებლებს შეუძლიათ, ვინც გვერდს დაარედაქტირებს თქვენს მერე. შეგიძლიათ წიგნის დამატება ან დარედაქტირება "მოდულები" როცა გინდათ, იმის და მიუხედავად ხართ თუ არა სისტემისთვის წარდგენილი.

შეიძლება გსურდეთ დარეგისტრირება. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს მეტი პრივილეგიები აქვთ, ასევე რეგისტრაცია კარგია სხვა მომხმარებლებთან საურთიერთობოდ.

ვიკიწიგნს სჭირდება ენთუზიასტი მოხალისეები. ჩვენ ვართ ვიკიწიგნელები; ჩვენი საზოგადოების გვერდი ვიკიწიგნში მონაწილეობის შესახებ მეტ ბმულებს შეიცავს.

ძირითადი წესები

რედაქტირება

საზოგადოებამ (და ნაწილობრივ ვიკიმედია ფონდი) ამ გვერდისთვის განსაზღვრა ბლომად წესები. ახლა წესები განიხილება.

აქ მოცემულია ძირითადი საკვანძო მომენტები:

  1. საავტორო უფლებები: კერძო სუბიექტის წიგნებისთვის, თქვენ უნდა გადაიხადოთ თითოული საყიდელი წიგნის საფასური; სახელმძღვანელოების ახალი გამოცემის მაღალი ფასი განსაკუთრებით აწვება სტუდენტებს და სკოლებს. ვიკიწიგნები იყენებს განსხვავებულ სისტემას. ყველა ვინც წერს ამ საიტზე, თავის ნამუშევარსთვის იყენებს GNU უფასო დოკუმენტაციის ლიცენზიას. ეს ლიცენზია უზრუნველყოფს, რომ ჩვენი სახელმძღვანელოები და მათზე დაფუძვნებული ნაშრომები დარჩება უფასო კოპირების, შეცვლის და გამოყენების უფლებით.
  2. ნეიტრალური თვალსაზრისი: თუმცა ესსე შეიძლება ჩაითვალოს სახელმძღვანელოდ, ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ მომხმარებელმა შეიძლება გამოიყენოს ვიკიწიგნები საკუთარი თვალსაზრისის დასაცავად. ჩვენ გვაქვს განძრახული, რომ ჩვენი წიგნები იყოს იმდენად ობიექტური რომ მისი რედაქტორები არ დავობდენ მის შინაარსზე. (თუმცა არაა აუცილებელი, რომ ვიკიწგნი ყველა თვალსაზრისს თანაბრად მოიცვას; ასე მაგალითად ვიკიწიგნში ევოლუციაზე შეიძლება არ იყოს ნახსენები intelligent design შესახებ).
  3. წაშლის წესები: ყველა სახელმძღვანელო ამ საიტზე არის წაშლის რისკის ქვეშ. მომხმარებელთA ჯგუფი ხშირად მონიშნავს მოდულებს ან წიგნს სრულად წასაშლელად, და ზოგიერთი მალევე იშლება ხოლო ზოგიერთზე მიმდინარეობს კამათი წაშლაზე ხმის მიცემა. წაშლის კანდიდატებს შორის არის უაზრო შინაარსი, შინაარსი, რომელიც არ შეესაბამება ვიკიწიგნებს, და გვერდები, რომლებიც სხვა ვიკიზეა გადატანილი.

თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩვენი პოლიტიკა და მიმართულებები.