TCP/IP/შესავალი
TCP/IP არის პროტოკოლ კომუნიკაცია ინტერნეტისთვის
კომპიუტერული კომუნიკაციის პროტოკოლი
რედაქტირებაკომპიუტერული კომუნიკაციის პროტოკოლი არის აღწერა წესებისა, რომლებსაც უნდა მიჰყვნენ კომიუტერები ერთმანეთის კომუნიკაციისთვის.
რა არის TCP/IP?
რედაქტირებაTCP/IP არის კომუნიკაციის პროტოკოლი, ინტერნეტში შეერთებულ კომპიუტერებს შორის კომუნიკაციისთვის.
TCP/IP ითარგმნება, როგორც გადაცემის მართვის პროტოკოლი/ინტერნეტ პროტოკოლი (Transmission Control Protocol / Internet Protocol).
სტანდარტი საზღვრავს, თუ როგორ შეერთდება ელექტრონული სქემა(კომპიუტერის მსგავსი) ინტერნეტთან და რა მონაცემები იქნება გადაგზავნილი მათ შორის.
TCP/IP-ში
რედაქტირებაTCP/IP სტანდარტებში არსებობს პროტოკოლის კომუნიკაციის მონაცემების სამართავი რამოდენიმე საშუალება :
- TCP(Transmission Control Protocol/გადაცემის მართვის პროტოკოლი) პროგრამებს შორის კომუნიკაცია.
- UDP (User Datagram Protocol) უბრალო კომუნიკაცია პროგრამებს შორის, ვიდეო აუდიო ინფორმაციის გადაცემას უზრუნველყოფს ინტერნეტში (Wan - ში).
- IP (Internet Protocol/ინტერნეტ პროტოკოლი) კომპიუტერებს შორის კომუნიკაცია.
- ICMP (Internet Control Message Protocol/ინტერნეტის მართვის შეტყობინების პროტოკოლი) შეცდომებისთვის და სტატისტიკისთვის.
- DHCP (Dynamic Host Configuration Protocol/დინამიკური ჰოსტის კონფიგურაციების პროტოკოლი) დინამიკური მიმართვისათვის.
TCP-ს გამოყენება და ფიქსირებული კავშირი
რედაქტირებაTCP არის პროგრამებს შორის კომუნიკაციისთვის.
როდესაც ერთ პროგრამას სჭირდება მეორე პროგრამასთან კომუნიკაცია TCP-ით, ის აგზავნის კომუნიკაციის მოთხოვნას. მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს ზუსტ მისამართზე. ორ პროგრამას შორის დაკავშირების შემდეგ, TCP დააყენებს სრულ ორმაგ კომუნიკაციას ორ პროგრამას შორის.
როდესაც სრული ორმაგი კომუნიკაცია დაკავდება, ხაზი ორ კომპიუტერს შორის დახურულია ორიდან ერთ-ერთი პროგრამის მიერ.
UDP ძალიან ჰგავს TCP-ს, მაგრამ ეს უფრო მარტივი და ნაკლები შესაძლებლობის მქონეა.
IP
რედაქტირებაIP არის კავშირი კომპიუტერებს შორის.
IP დაბალკავშირიანი კომუნიკაციის პროტოკოლი. ის არ იკავებს ორი დაკავშირებული კომპიუტერის კომუნიკაციის ხაზს. ამ გზით IP ქსელის ხაზზე მოთხოვნას ამცირებს. თითოეული ხაზი შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი კომპიუტერის ერთდროულად კომუნიკაციისთვის.
IP-ის მეშვეობით, შეტყობინებები დაყოფილია პატარა დამოუკიდებელ პაკეტებში და ინტერნეტით გაგზავნილია კომპიუტერებს შორის.
IP პასუხისმგებელია თითოეული პაკეტის მიმართვაზე, მის დანიშნულების ადგილზე.
IP როუტერები
რედაქტირებაროდესაც IP პაკეტი გაგზავნილია კომპიუტერიდან, ის მიიღწევა IP როუტერთან.
IP როუტერი პასუხისმგებელია პაკეტის დანიშნულების ადგილზე მიღწევაზე, პირდაპირ, ან სხვა როუტერით. როუტერი პასუხისმგებელია სწორი მისამართის დაცვაზე ტრაფიკის, ქსელში შეცდომების, ან სხვა პარამეტრების შემთხვევაში.
დაბალკავშირიანის ანალოგი
რედაქტირებაIP კომუნიკაცია არის გრძელი წერილის გაგზავნის მსგავსი, როგორ პატარა ღია ბარათების დიდი რაოდენობა. თითოეული პოულობს საკუთარ გზას მიმღებთან მისასვლელად.
TCP/IP
რედაქტირებაTCP/IP არის TCP-ს და IP-ს ერთად მუშაობა.
TCP ზრუნავს თქვენს პროგრამებს შორის კომუნიკაციაზე და თქვენს ქსელურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
IP ზრუნავს სხვა კომპიუტერებთან კომუნიკაციაზე.
TCP პასუხის მგებელია გადააწოდოს ინფორმაცია IP პაკეტებს მანამ, სანამ ისინი გაიგზავნებიან და პაკეტების დაწყობაზე, როდესაც ისინი მიაღწევენ დანიშნულების ადგილს.
IP პასუხის მგებელია პაკეტის მიმღებთან გაგზავნაზე.