რა უნდა იცოდეთ

რედაქტირება

სანამ SVG-ს სწავლას შეუდგებოდეთ უნდა იცოდეთ შემდეგი :

  • HTML
  • ბაზური XML

რა არის SVG?

რედაქტირება
  • SVG ითარგმნება, როგორც მასშტაბირებადი ვექტორული გრაფიკები (Scalable Vector Graphics).
  • SVG განსაზღვრავს ვექტორებს - ვებ გვერდებისთვის შექმნილ გრაფიკებს.
  • SVG გრაფიკებს განსაზღვრავს XML ფორმატში.
  • SVG გრაფიკების ხარისხი არ ეცემა მათი გადიდება/დაპატარავების შემთხვევაში.
  • SVG ფაილებში ყოველ ელემენტსა და ატრიბუტს შეუძლია ანიმირება.
  • SVG რეკომენდირებულია მსოფლიო ვებ ქსელის კონსორციუმის (W3C) მიერ .
  • SVG ჩაშენებულია W3C სტანდარტებში, ისევე როგორც DOM და XLS.

SVG-ს ისტორია და უპირატესობები

რედაქტირება

Sun Microsystems, Adobe, Apple, IBM და Kodak არიან ზოგიერთი ის კომპანიები, რომლებიც ჩაერთვნენ SVG-ს განსაზღვრაში. SVG-ს უპირატესობები სხვა გაფართოების სურათებთან მიმართებაში :

  • SVG ფაილების წაკითხვა და მოდიფიკაცია შესაძლებელია ძალიან ბევრ პროგრამაში(მათ შორისაა Notepad).
  • SVG ფაილები ბევრად პატარა და შეკუმშვადი ფაილებია, ვიდრე JPG და GIF ფაილები.
  • SVG სურათები მასშტაბირებადი სურათებია.
  • SVG სურათების ამობეჩვდა შესაძლებელია დიდ რეზოლუციებზე მაღალი ხარისხით.
  • SVG სურათების ზომის შეცვლა შესაძლებელია. შესაძლებელია შეიცვალოს სურათის ნებისმიერი ნაწილი დამახინჯების გარეშე.
  • SVG-ში ტექსტი მონიშვნადია, დაშესაძლებელია ტექსტის მოძებნა (საუკეთესოა რუკების მარკირებისთვის).
  • SVG მუშაობს JAVA ტექნოლოგიებთან.
  • SVG ფაილები არიან წმინდა XML ფაილები.

SVG-ს მთავარი კონკურენტია Flash.
SVG-ს უდიდესი უპირატესობაა სხვა სტანდარტებთან შეთანხმება(მათ შორის არიან XSL და DOM), რაც ფლეშს არ გააჩნია. Flash შეთანხმებულია კერძო ტექნოლოგიებთან, რომლებიც არ არიან ღია წყაროები.
SVG-ს ნაკლი არის ის, რომ მას ყველა ბრაუზერი არ უზრუნველყოფს. Mozilla-ს ბრაუზერები, Firefox და Opera უზრუნველყოფენ SVG-ს. ასევე Microsoft-ის გეგმა არის SVG-ს უზრუნველყოფა.
SVG-ს მომხმარებელთა რიცხვი იზრდება და ამასთანავე Adobe GoLive უზრუნველყოფს მას.

SVG ფაილების დათვარიელება

რედაქტირება

თუ თქვენი ბრაუზერი არ უზრუნველყოფს SVG ფაილებს, მასინ თქვენ გჭირდებათ SVG viewer.
შენიშვნა : Firefox-ს და Opera-ს გააჩნიათ საკუთარი SVG Viewr-ები. ასე რომ, თუ თქვენ იყენებთ ამ ბრაუზერებს, მოგიწევთ ცალკ ცალკე Viewer-ების დაყენება.
გადმოწერე SVG viewer უფასოდ Adobe-ის ოფიციალური ვებ გვერდიდან