<ITEM> ელემენტი რედაქტირება

შევხედოთ მიმდინარე RSS დოკუმენტს:

<?xml version="1.0" encoding="ISO-8859-1" ?>
<rss version="2.0">
<channel>
  <title>W3Schools Home Page</title>
  <link>http://www.w3schools.com</link>
  <description>Free web building tutorials</description>
  <item>
    <title>RSS Tutorial</title>
    <link>http://www.w3schools.com/rss</link>
    <description>New RSS tutorial on W3Schools</description>
  </item>
</channel>
</rss>

როგორც უკვე ვახსენეთ, თითოეული <item> ელემენტი განსაზღვრავს სტატიას, ან ისტორიას RSS feed-ში.
<item> ელემენტს აქვს სამი აუცილებელი ქვე ელემენტი:

  1. <title> - განსაზღვრავს პუნქტის სათაურს
  2. <link> - განსაზღვრავს პუნქტის ჰიპერ ბმულს
  3. <description> - აღწერს პუნქტს

ამას გარდა არსებობს რამოდენიმე არააუცილებელი ქვე ელემენტები.
________________________________________

<AUTHOR> ელემენტი რედაქტირება

<author> ქვე ელემენტი გამოიყენება პუნქტის ავტორის ელ-ფოსტის სპეციფიკაციისათვის.
შენიშვნა: სპემ ელ-ფოსტების თავიდან ასაცილებლად, ზოგიერთი პროგრამისტი კოდში არ სვამს <author> ელემენტს.

<author>hege@refsnesdata.no</author>

________________________________________

<COMMENTS> ელემენტი რედაქტირება

<comments> ქვე ელემენტი საშუალებას გვაძლევს მივმართოთ ამა, თუ იმ პუნქტის კომენტარებს.

<comments>http://www.w3schools.com/comments</comments>

________________________________________

<ENCLOSURE> ელემენტი რედაქტირება

<enclosure> ქვე ელემენტი საშუალებას გვაძლევს პუნქტში ჩავსვათ მედია ელემენტი. <enclosure> აქვს სამი აუცილებელი ქვე ელემენტი:

  1. url - განსაზღვრავს მედია ფაილის URL-ს
  2. length - განსაზღვრავს მედია ფაილის ზომას, ბაიტებში
  3. type - განსაზღვრავს მედია ფაილის ტიპს
<enclosure url="http://www.w3schools.com/rss/rss.mp3
length="5000" type="audio/mpeg" />