RSS <CHANNEL> ელემენტი

რედაქტირება

შევხედოთ მიმდინარე RSS დოკუმენტს:

<?xml version="1.0" encoding="ISO-8859-1" ?>
<rss version="2.0">
<channel>
  <title>W3Schools Home Page</title>
  <link>http://www.w3schools.com</link>
  <description>Free web building tutorials</description>
  <item>
    <title>RSS Tutorial</title>
    <link>http://www.w3schools.com/rss</link>
    <description>New RSS tutorial on W3Schools</description>
  </item>
</channel>
</rss>

როგორც ვახსენეთ, <channel> ელემენტი აღწერს RSS წყაროს და აქვს სამი აუცილებელი ქვე-ელემენტი:

  1. <title> - განსაზღვრავს არხის სათაურს
  2. <link> - განსაზღვრავს არხზე ჰიპერ ბმულს
  3. <description> - აღწერს არხს
<channel> ელემენტი საერთოდ შეიცავს ერთ, ან მეტ <item> ელემენტს. თითოეულ <item> ელემენტი განსაზღვრავს სტატიას, ან ისტორიას RSS feed-ში.

გარდა ამისა, აქ არის რამოდენიმე <channel> ელემენტის არააუცილებელი ქვე ელემენტები. ჩვენ ავხსნით ყველაზე მნიშვნელოვანს.
________________________________________

<CATEGORY> ელემენტი

რედაქტირება

<category> ქვე ელემენტი გამოიყენება ჩვენი წყაროს კატეგორიის სპეციფიკაციისათვის.
<category> ელემენტი შესაძლებელს ხდის RSS აგრეგატორისათვის კატეგორიაზე ბაზირებული გვერდების დაჯგუფებას.

<category>Web development</category>

________________________________________

<COPYRIGHT> ელემენტი

რედაქტირება

<copyright> ქვე ელემენტი გამოიყენება საავტორო უფლებების დასაცავად.

<copyright>2006 Refsnes Data as. All rights reserved.</copyright>

________________________________________

<IMAGE> ელემენტი

რედაქტირება

<image> ქვე ელემენტი საშუალებას გვაძლევს, როდესაც აგრეგატორი წარმოადგენს წყაროს, გამოვსახოთ სურათი.
<image> ელემენტს გააჩნია სამი აუცილებელი ქვე ელემენტი:

  1. <url> - განსაზღვრავს სურათის URL-ს
  2. <title> - განსაზღვრავს ტექსტს, რომელიც გამოისახება, მაშინ როდესაც სურათი არ გაიხსნება
  3. <link> - განსაზღვრავს ვებ გვერდზე ჰიპერ ბმულს
<image>
  <url>http://www.w3schools.com/images/logo.gif</url>
  <title>W3Schools.com</title>
  <link>http://www.w3schools.com</link>
</image>

________________________________________

<LANGUAGE> ელემენტი

რედაქტირება

<language> ქვე ელემენტი გამოიყენება დოკუმენტში დაწერილი ტექსტის ენის სპეციფიკაციისათვის <language> ელემენტი შესაძლებელს ხდის RSS აგრეგატორისათვის ენაზე ბაზირებული ვებგვერდების დაჯგუფებას.

<language>en-us</language>