ფაილის გახსნა

რედაქტირება

fopen() ფუნქცია გამოიყენება PHP-ში ფაილების გასახსნელად.
ამ ფუნქციის პირველი პარამეტრი შეიცავს ფაილის სახელს, რომელიც უნდა გაიხსნას და მეორე პარამეტრი კი სპეციფიკაციას აკეთებს, თუ რა რეჟიმში გაიხსნას ფაილი:

<html>
<body>
<?php
$file=fopen("welcome.txt","r");
?>
</body>
</html>

ფაილი შესაძლებელია გაიხსნას ქვემოთ მოყვანილიდან ერთ-ერთ რეჟიმში:

რეჟიმები
რეჟიმი აღწერა
r კითხვა. იწყება ფაილის დასაწყისიდან
r+ კითხვა/ჩაწერა. იწყება ფაილის დასაწყისიდან
w მხოლოდ ჩაწერა. ხსნის და ასუფთავებს ფაილის შემცველობას; ან ქმნის ახალ ფაილს თუ ის არ არსებობს
w+ კითხვა/ჩაწერა. ხსნის და ასუფთავებს ფაილის შემცველობას; ან ქმნის ახალ ფაილს თუ ის არ არსებობს
a დამატება. ხსნის და წერს ფაილის ბოლოში, ან ქმნის ახალ ფაილს, თუ ის არ არსებობს
a+ კითხვა/დამატება. აკონსერვებს ფაილის შემცველობას ფაილის ბოლოში ჩაწერით
x მხოლოდ ჩაწერა. ქმნის ახალ ფაილს. აბრუნებს FALSE და შეცდომას, თუ ფაილი უკვე არსებობს
x+ კითხვა/ჩაწერა. ქმნის ახალ ფაილს. აბრუნებს FALSE და შეცდომას, თუ ფაილი უკვე არსებობს

შენიშვნა: თუ fopen() ფუნქციას არ შეუძლია გახსნას სპეციფიკური ფაილი, ის დააბრუნებს 0-ს.
მიმდინარე მაგალითი გამოსახავს შეტყობინებას, თუ fopen() ფუნქციას არ შეუძლია სპეციფიკური ფაილის გახსნა:

<html>
<body>
<?php
$file=fopen("welcome.txt","r") or exit("Unable to open file!");
?>
</body>
</html>

ფაილის დახურვა

რედაქტირება

fclose() ფუნქცია გამოიყენება გახსნილი ფაილის დასახურად:

<?php
$file = fopen("test.txt","r");
//some code to be executed
fclose($file);
?>

END-OF-FILE-ის შემოწმება

რედაქტირება

feof() ფუნქცია ამოწმებს, მიღწეულია თუ არა("end-of-file" (EOF)) ფაილის ბოლოში.

feof() ფუნქცია გამოსადეგია უცნობი სიგრძის მონაცემთა ციკლისათვის.
შენიშვნა: ჩვენ ვერ წავიკითხავს ფაილიდან, რომელიც გახსნილია w, a, და x რეჟიმებში!

if (feof($file)) echo "End of file";

ფაილში თითო-თითო ხაზის წაკითხვა

რედაქტირება

fgets() ფუნქცია გამოიყენება ფაილიდან ერთი ხაზის წაკითხვისათვის.
შენიშვნა: ამ ფუნქციის გამოძახების შემდგომ ფაილის კურსორი გადავა მეორე ხაზზე.
მაგალითი
ქვემოთ მოყვანილი მაგალითი კითხულობს ფაილის თითო-თითო ხაზს, მანამ, სანამ არ გავა ფაილის ბოლოში:

<?php
$file = fopen("welcome.txt", "r") or exit("Unable to open file!");
//Output a line of the file until the end is reached
while(!feof($file))
  {
  echo fgets($file). "<br />";
  }
fclose($file);
?>

ფაილში თითო-თითო სიმბოლოს წაკითხვა

რედაქტირება

Fgetc() ფუნქცია გამოიყენება ფაილში თითო-თითო სიმბოლოს წასაკითხად.
შენიშვნა: ამ ფუნქციის გამოძახების შემდგომ ფაილის კურსორი გადავა შემდეგ სიმბოლოზე.
მაგალითი
ქვემოთ მოყვანილი მაგალითი ფაილში კითხულობს თითო-თითო სიმბოლოს, მანამ, სანამ ის არ მიაღწევს ფაილის დასასრულს:

<?php
$file=fopen("welcome.txt","r") or exit("Unable to open file!");
while (!feof($file)) 
  { 
  echo fgetc($file); 
  }
fclose($file);
?>