PHP/PHP ცვლადები
ცვლადები PHP-ში
რედაქტირებაცვლადები გამოიყენება მნიშვნელობების დაბრუნებისათვის, როგორც ტექსტური სტრინგი, რიცხვები, ან მასივები. როდესაც სკრიპტები დანიშნულია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას უსასრულოდ. PHP-ში ყველა ცვლადი იწყება შემდეგით : $. PHP-ში ცვლადების აღწერა:
$var_name = value;
შევქმნათ ცვლადი ტექსტთან ერთად და ცვლადი რიცხვთან ერთად:
<?php $txt = "Hello World!"; $number = 16; ?>
PHP მიეკუთვნება დინამიური ტიპიზირების ენას
რედაქტირებაPHP არ მოითხოვს აღწერისას მისი ტიპის მითითებას, ისევე როგორც თვითონ ცვლადის აღწერასაც. სკლარული ტიპების გარდაქმნაც მიმდინარეობს თავისთავად, დამატებითი ძალისხმევის გარეშე ( ასევე PHP-ს აქვს ფართო შესაძლებლობები ტიპების პირდაპირი გარდაქმნებისათვის)
სკალარულ ტიპებს მიეკუთვნება:
მთელი მონაცემის ტიპი (integer),
ათწილადი მონაცემის ტიპი (float, double),
ლოგიკური ტიპი (boolean),
სიმბოლური (string)
სპეციალური ტიპი NULL.
არა სკალარული ტიპებია:
«რესურსი» (resource),
მასივი (array)
ობიექტი (object).
PHP-ს მთელი რიცხვების (integer) დიაპაზონი დამოკიდებულია პლათფორმაზე (როგორც წესი ეს არის 32-ბიტიანი ნიშნიანი მთელი რიცხვები, ანუ −2 147 483 648-დან 2 147 483 647-მდე). რიცხვების მოცემა შეიძლება ათობით, რვაობით, და თექვსმეტობით ათვლის სისტემებში.
მძიმიმნი რიცხვების (double) დიაპაზონიც ასევე დამოკიდებულია პლატფორმაზე (32-ბიტიანი არქიტექტურა საშუალებას იძლევა ±1.7×10−308 დან ±1.7×10+308 მდე რიცხვებზე ოპერირებისა).
PHP პროგრამისტს აძლევს ლოგიკურ ტიპს (boolean), რომელიც იღებს მხოლოდ ორ მნიშვნელობას TRUE («ჭეშმარიტი») и FALSE («მცდარი»). ტიპების გარდაქმნების დროს, ციფრი 0, ცარიელი სტრიქონი, ნული სტრიქონში «0», NULL და ცარიელი მასივი ითვლება FALSE. ყველა დანარჩენი მნიშვნელობა გარდაიქმნება TRUE.
სპეციალური ტიპის NULL დანიშნულებაა განუსაზღვრელი ტიპის ცვლადის განსაზღვრა. ასეთი ტიპის ერთადერთ მნიშვნელობას წარმოადგენს კონსტანტა NULL. ტიპ NULL-ს იყღებს არაინიცირებული ცვლადი, ცვლადები რომლებიც ინიცირდებიან კონსტანტა NULL-ით, ასევე ცვლადები, რომლებიც წაიშლებიან unset() კონსტრუქციის გამოყენებით.
ბმულებს გარე რესურსებზე აქვთ ტიპი «რესურსი» (resource). ასეთი ტიპის ცვლადი, როგორც წესი წარმოადგენს დესკრიპტორს, რომელსაც შეუძლია გარე ობიექტების მართვა, ისეთებით, როგორიცაა ფაილი, დინამიური გამოსახულება, მონაცემთა ბაზების რეზულტირებული ცხრილები და ა. შ.
მასივი (array) არის გეტეგეგონური, რომელსაც გააჩნია რიცხვითი და სიმბოლური ინდექსები. მასივებს შეუძლიათ შეიცავდნენ ნებისმიერი ტიპის მნიშვნელობებს, სხვა მასივების ჩათვლით. მათი ელემენტების და ინდექსების რიგი ინახება.
ცვლადების სახელების წესები
რედაქტირება- ცვლადის სახელი უნდა დაიწყოს ასოთი, ან ქვედა ტირეთი : ”_”
- ცვლადის სახელი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ასოებს და რიცხვებს (a-Z, 0-9, და _ )
- ცვლადის სახელი არ შეიცავს სივრცეებს. თუ ცვლადის სახელი შედგება ერთზე მეტი სიტყვისაგან, მაშინ ეს სიტყვები უნდა გამოიყოს ქვედა ტირეთი ($my_string), ან საწყისი ასოებით ($myString)
ცვლადებზე მიმართვა ხდება $ სიმბოლოს მეშვეობით, რომელსაც მოსდევს ცვლადის სახელი. მოცემული კონსტრუქცია შეიძლება გამოყენებული იქნას დინამიური ცვლადების და ფუნქციების შესაქმნელად, მაგალითად:
$a = 'I am a'; // ვწერთ მნიშვნელობას $a ცვლადში (ვანიჭებთ მნიშვნელობას)
echo $a; // გამოგვაქვს $а ცვლადის მნიშვნელობა
$b = 'a';
echo $$b; // გამოგვაქვს $а ცვლადის მნიშვნელობა (დამატებითი $ სიმბოლო $b ცვლადის წინ)
function_name(); // ვიძახებთ ფუნქციას სახელით - function_name
$c = 'function_name';
$c(); // ვიძახებთ ფუნქციას სახელით - function_name,
$d = 'Class_name';
$ob = new Class_name; // კლასი სახელით - Class_name ობიექტის შექმნა
$obj = new $d(); // კლასი სახელით - Class_name ობიექტის შექმნა
$obj->b; // ობიექტის b ველის გამოძახება
$obj->c(); // ობიექტის c() მეთოდის გამოძახება
$obj->$b; // ობიექტის ველთან მიმართვა, როგორც $b = 'a'
$obj->$c(); // მეთოდ function_name()-ს გამოძახება, როგორც $c = 'function_name'
PHP-ში echo და print არ არიან ფუნქციები (თუმცა print აბრუნებს მნიშვნელობას), არამედ წარმოადგენენ სინტაქსურ ერთეულს. მათი გამოყენებისას ფრჩხილები შეიძლება გამოვტოვოთ.