სტრინგები PHP-ში რედაქტირება

სტრინგ ცვლადები გამოიყენებიან, იმ მნიშვნელობებისათვის რომლებიც შეიცავენ ასოებს. სტრინგის შექმნის შემდეგ ჩვენ შევძლებთ მის მართვას. სტრინგი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ფუნქციაში, ან დაბრუნდეს ცვლადად. ქვემოთ, PHP სკრიფტი ქმნის სტრინგს "Hello World" $txt სტრინგ ცვლადში:

<?php
$txt="Hello World";
echo $txt;
?>

სკრიფტის შედეგი იქნება:

Hello World

ახლა ვცადოთ გამოვიყენოთ განსხვავებული ფუნქციები და ოპერატორები ჩვენი სტრინგის სამართავად.

გაერთიანების ოპერატორი რედაქტირება

გაერთიანების ოპერატორი (.) გამოიყენება ორი სტინგ მნიშვნელობის შესაერთებლად. მაგალითი:

<?php
$txt1="Hello World";
$txt2="1234";
echo $txt1 . " " . $txt2;
?>

სკრიფტის შედეგი იქნება:

Hello World 1234

თუ დავაკვირდებით სკრიფტს, ჩვენ შევამჩნევთ რომ გაერთიანების ოპერატორი გამოვიყენეთ ორჯერ. ეს იმიტომ რომ ჩვენ ჩავსვით მესამე სტრინგი. მესამე სტრინგი კი არის ბრჭყალებს შორის მოქცეული სივრცე.

STRLEN() ფუნქციის გამოყენება რედაქტირება

strlen() ფუნქცია გამოიყენება სტრინგის სიგრძის შესამოწმებლად. შევამოწმოთ "Hello world!" სტრინგის სიგრძე:

<?php
echo strlen("Hello world!");
?>

სკრიფტის შედეგი:

12

STRPOS() ფუნქციის გამოყენება რედაქტირება

strpos() ფუნქცია გამოიყენება სტრინგში, სტრინგის ან ასოს საძებნელად. თუ სტრინგში მოიძებნა დამთხვევა, ეს ფუნქცია დააბრუნებს პირველი დამთხვევის პოზიციას. თუ დამთხვევა არაა ნაპოვნი, მაშინ ის დააბრუნებს : FALSE. მაგალითი:

<?php
echo strpos("Hello world!","world");
?>

სკრიფტის შედეგი:

6

როგორც ვხედავთ ჩვენს სტრინგში დამთხვევა "world" არის მეექვსე ადგილზე. მიზეზი იმისა რომ დამთხვევა არის მეექვსე ადგილზე და არა მეშვიდეზე, არის ის რომ ათვლა იწყება 0-დან და არა 1-დან.