THE $_GET ცვლადი

რედაქტირება

$_GET ცვლადი არის სახელების მასივი და HTTP GET მეთოდით გაგზავნილი მნიშვნელობები.
$_GET ცვლადი გამოიყენება ფორმა method="get"-დან მნიშვნელობების შესაკრებად. ინფორმაცია, გაგზავნილი ფორმიდან GET მეთოდით ჩანს ყველასათვის (ის გამოისახება ბრაუზერის მიმსამართების პანელზე) და მას აქვს ინფორმაციის გაგზავნის ლიმიტი (მაქს. 100 სიმბოლო).
მაგალითად

<form action="welcome.php" method="get">
Name: <input type="text" name="name" />
Age: <input type="text" name="age" />
<input type="submit" />
</form>

როდესაც მომხმარებელი იმოქმედებს ღილაკზე, გაგზავნილი URL გამოიყურება ამის მსგავსად:

http://geocg.myweb.ge/welcome.php?name=Peter&age=37

"welcome.php" ფაილს ახლა უკვე შეუძლია გამოიყენოს $_GET ცვლადი მონაცემების მისაღებად:

Welcome <?php echo $_GET["name"]; ?>.<br />
You are <?php echo $_GET["age"]; ?> years old!

$_REQUEST ცვლადი

რედაქტირება

PHP $_REQUEST ცვლადი შეიცავს ყველა ცვლადს : $_GET, $_POST, და $_COOKIE.
PHP $_REQUEST ცვლადი შესაძლებელია გამოვიყენით ფორმიდან მონაცემების შედეგების მისაღებად, რომლებიც გაიგზავნა ორივე GET და POST მეთოდებით.
მაგალითად:

Welcome <?php echo $_REQUEST["name"]; ?>.<br />
You are <?php echo $_REQUEST["age"]; ?> years old!
მოძიებულია „https://ka.wikibooks.org/w/index.php?title=PHP/PHP_$_GET&oldid=8398“-დან