PHP/MYSQL - ჩასმა
MYSQL - ჩასმა
მონაცემთა ბაზის ცხრილში მონაცემის ჩასმა
INSERT INTO ოპერატორი გამოიყენება მონაცემთა ბაზის ცხრილში ახალი ჩანაწერის ჩასამატებლად.
სინტაქსი
INSERT INTO table_name VALUES (value1, value2,....)
ასევე შესაძლებელია სვეტების სპეციფიკაცია, თუ სად გვსურს მონაცემთა ჩასმა:
INSERT INTO table_name (column1, column2,...) VALUES (value1, value2,....)
შენიშვნა: SQL ოპერატორების დაწერა შესაძლებელია, როგორც პატარა, ასევე დიდი ასოებით.
იმისათვის რომ PHP-მ შეასრულოს ეს ოპერატორი უნდა გამოვიყენოთ mysql_query() ფუნქცია.
მაგალითი
<?php $con = mysql_connect("localhost","peter","abc123"); if (!$con) { die('Could not connect: ' . mysql_error()); } mysql_select_db("my_db", $con); mysql_query("INSERT INTO person (FirstName, LastName, Age) VALUES ('Peter', 'Griffin', '35')"); mysql_query("INSERT INTO person (FirstName, LastName, Age) VALUES ('Glenn', 'Quagmire', '33')"); mysql_close($con); ?>
მონაცემთა ბაზაში მონაცემების ფორმიდან ჩამატება
ახლა ჩვენ შევქმნით HTML ფორმას, რომელსაც გამოვიყენებთ ცხრილში ახალი ჩანაწერის ჩამატებისათვის.
HTML ფორმა:
<html> <body> <form action="insert.php" method="post"> Firstname: <input type="text" name="firstname" /> Lastname: <input type="text" name="lastname" /> Age: <input type="text" name="age" /> <input type="submit" /> </form> </body> </html>
როდესაც მომხმარებელი იმოქმედებს submit ღილაკზე, ფორმაში არსებული მონაცემები გაიგზავნება "insert.php" ფაილში. "insert.php" ფაილი შეუერთდება მონაცემთა ბაზას და იპოვის მნისვნელობებს ფორმიდან, PHP $_POST ცვლადებთან ერთად. შემდეგ, mysql_query() ფუნქცია გაუშვებს INSERT INTO ოპერატორს და მონაცემთა ბაზის ცხრილს დაემატება ახალი ჩანაწერი.
ქვემოთ მოყვანილია "insert.php" გვერდის კოდი:
<?php $con = mysql_connect("localhost","peter","abc123"); if (!$con) { die('Could not connect: ' . mysql_error()); } mysql_select_db("my_db", $con); $sql="INSERT INTO person (FirstName, LastName, Age) VALUES ('$_POST[firstname]','$_POST[lastname]','$_POST[age]')"; if (!mysql_query($sql,$con)) { die('Error: ' . mysql_error()); } echo "1 record added"; mysql_close($con) ?>