NewTek LightWave 3D/HUB
Hub (კვანძი) - არის LightWave-ის ფონური კომპონენტი, რომელიც Layout და Modeler ინტერფეისებს საშუალებას აძლევს გაცვალონ ინფორმაციები. სხვა სიტყვებით Hub მუშაობს შემდეგი პრინციპით : Modeler ინტერფეისში შექმნილი და დამახსოვრებული ობიექტი გადაეცემა Hub-ს, რომელიც თავისთავად უთარგმნის Layout ინტერფეისს. ანალოგიურად Layout ინტერფეისში შექმნილი და დამახსოვრებული ობიექტი გადაეცემა Hub-ს, რომელიც თავისთავად უთარგმნის Modeler ინტერფეისს. ყველა ცვლილება - ზედაპირის, გეომეტრიის და ა.შ. ავტომატურად ხორციელდება ორივე ინტერფეისში და გამოისახებიან მათში გადართვისას. თუმცა Modeler თავისით არ გაგზავნის შექმნილ ობიექტს Layout-ში. ეს უნდა გაკეთდეს მომხმარებლის მიერ.
ობიექტის გადაყვანა LAYOUT ინტერფეისში
რედაქტირებაგავხსნათ Modeler ინტერფეისი
ინსტრუმენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File (ფაილი) -> Load(ჩატვირთვა) -> Load Object (ობიექტის ჩატვირთვა)(სურ. 19). გაიხსნება დიალოგური ფანჯარა.
გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ ობიექტი და ვიმოქმედოთ Open ღილაკზე(ან შევქმნათ ახალი ობიექტი). ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ Hub (კვანძი) ჩამოსაშლელ მენიუში(სურ. 20) გამოვყოთ პუნქტი Send Object to Layout (ობიექტის გაგზავნა Layout-ში)(სურ. 21).
ბრძანება Send Object to Layout (ობიექტის გაგზავნა Layout-ში) ხელმისაწვდომია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც შექმნილი ობიექტი დამახსოვრებულია მყარ დისკზე.
HUB-ის კონფიგურაცია
რედაქტირებაWindows-ში Hub მუშაობს, როგორც ფონური პროგრამა(სურ. 22). გაშვებისას ის იხსნება გამოყოფილ ფანჯარაში. Windows-ში Hub იარლიყზე თაგუნას მარჯვენა ღილაკზე მოქმედებით ჩამოშლილ კონტექსტურ მენიუში პუნქტის Properties (თვისებები) არჩევით გამოდის დიალოგური ფანჯარა Properties(სურ. 23).
პუნქტ Options (პარამეტრები)-ში ვიმოქმედოთ ისარზე, რათა დავათვარიელოთ ხელმისაწვდომი პარამეტრები. იმისათვის რომ Hub რაღაც დროის შემდეგ ავტომატურად გაითიშოს გამოვიყენოთ მენიუს პუნქტი Automatic Shutdown (ავტომატური გათიშვა). Layout და Modeler ინტერფეისებში ავტომატური დამახსოვრება ხდება Automatic Save (ავტომატური დამახსოვრება) ბრძანების მეშვეობით.