NewTek LightWave 3D/ფერადი რუკები
შესაძლებელია პოლიგონის ზედაპირზე ფერის დაყენება Surface Editor (ზედაპირის რედაქტორი) ინსტრუმენტის გამოყენებით, ან გამოსახულების რუკით. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ეს მეთოდები საკმაოდ გამოსადეგია, ფერად რუკებს მაინც გააჩნიათ უპირატესობები. ფერადი რუკების გამოყენებით, შესაძლებელია არ შევღებოთ პოლიგონით შემოსაზღვრული სიბრტყის მთლიანი განყოფილება, არამედ შესაძლებელია თითოეულ წერტილზე განვსაზღვროთ, წითელი(Red), მწვანე(Green), ლურჯი(Blue) და ალფა(Alfa) ფერები(RGBA). ყველაზე სავსე ფერი ემთხვევა იმ წერტილს, რომელზეც ის უშუალოდ არის დანიშნული. სხვადასხვა ფერის წერტილებს შორის შეიქმნება გლუვი გადასვლა - ე.წ. დაჩრდილული წერტილები (vertex shading). წერტილების დაჩრდილვით შესაძლებელია პოლიგონის შეღებვა სხვადასხვა ფერით(სურ. 243). მიმდინარე მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ, რომელიმე წერტილზე ფერის დასმის შემდეგ გავლენა ხდება პოლიგონის მთლიანი ზედაპირის გამოსხულებაზე. ამ პრინციპით, თუ პოლიგონს გააჩნია ფერადი რუკა, მაშინ ტექსტურების დასმის შემდეგ წერტილების დაჩრდილვა შენარჩუნდება.
ფერადი რუკის შექმნა
რედაქტირება- შევქმნათ ობიექტი, ან გავხსნათ ის ობიექტი, რომელსაც სჭირდება შეღებვა.
- Perspective პროექტირების ფანჯარაში, გამოსახულების რეჯიმების ჩამოსაშლელ მენიუში ავირჩიოთ ბრძანება Smooth Shade, ან Texture.
- გადავიდეთ Map ჩანართზე და ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ New Color Map (ახალი ფერადი რუკა) ღილაკზე. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Create Vertex Map (ზუსტი რუკის შექმნა).
- იმისათვის რომ გაჩუმების პრინციპით შევქმნათ რუკა, ვიმოქმედოთ Create ღილაზე. თუ ობიექტის არცერთი წერტილი მონიშნული არ არის, მაშინ ზუსტი რუკა შეიქმნება მისი ყველა წერტილისათვის. ამ პრინციპით, მოდელი მზადაა შეღებვისათვის.
- ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ Airbrush (პულველიზატორი) ღილაკზე.
- გავხსნათ Numeric ფანჯარა(სურ. 244).
- Color (ფერი) ველში მივუთითოთ ფერი, რომლის გამოყენებაც გვსურს. Modeler ინტერფეისში მუშაობისას შესაძლებელია ეს ფანჯარა დავტოვოთ გახსნილი.
- კლავიატურაზე არსებულ Ctrl ღილაკზე თითის აუშვებლად, ვიმოქმედოთ თაგუნას მარცხენა ღილაკით ობიექტის იმ წერტილებზე, რომელთა ფერის შეცვლაც გვსურს.
- რამდენჯერმე შევასრულოთ მეშვიდე და მერვე პუნქტები.
წერტილების დაჩრდილვის გამოყენებისას უნდა ჩაიტვირთოს რაც შეიძლება დაბალი ხარისხის გამოსახულება, თუმცა სასურველი რეზულტატისათვის შესაძლოა დაგვჭირდეს უფრო რთული ტექსტურები.