NewTek LightWave 3D/ფაილებთან მუშაობა

LightWave-ში ჩვენ შევქმნით ობიექტების და სცენების ფაილებს, რომლებიც მოითხოვენ დამახსოვრებას და ჩატვირთვას. ამიტომ აუცილებელია შევისწავლოთ, თუ რა პრინციპით ხდება ეს.

ფაილების ჩატვირთვა LAYOUT ინტერფეისში

რედაქტირება

კომპონენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Load -> Load Scene (ფაილი -> ჩატვირთვა -> სცენის ჩატვირთვა)(სურ. 24). გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Load Scene (სცენის ჩატვირთვა).

 

გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ავირჩიოთ საჭირო სცენის ფაილი და ვიმოქმედოთ კლავიატრაზე არსებულ Enter ღილაკზე, ან დიალოგურ ფანჯარაში არსებულ OK ღილაკზე (სურ. 25).

 

ფაილების დამახსოვრება LAYOUT ინტერფეისში

რედაქტირება

კომპონენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Save -> Save Scene (ფაილი -> დამახსოვრება -> სცენის დამახსოვრება)(სურ. 26). გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Save Scene (სცენის დამახსოვრება).

 

გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მივუთითოთ ფაილის სახელი და ვიმოქმედოთ Save ღილაკზე (სურ. 27).

 

ობიექტის ჩატვირთვა LAYOUT ინტერფეისში

რედაქტირება

ინსტრუმენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Load -> Load Object (ფაილი -> ჩატვირთვა -> ობიექტის ჩატვირთვა).

ობიექტის ფაილის ჩატვირთვა MODELER ინტერფეისში

რედაქტირება

ინსტრუმენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File(ფაილი) -> Load Object (ობიექტის ჩატვირთვა), ან Shift+Ctrl ღილაკებზე თითის აუშვებლად ვიმოქმედოთ თაგუნას მარცხენა ღილაკზე და ჩამოშლილ კონტექსტურ მენიუში ვიმოქმედოთ ღილაკზე L.

ფაილის დამახსოვრება LAYOUT ინტერფეისში

რედაქტირება

ინსტრუმენტების პანელზე შევასრულოთ მენიუს ბრძანება File -> Save -> Save Current Object (ფაილი -> დამახსოვრება -> მიმდინარე ობიექტის დამახსოვრება).