NewTek LightWave 3D/ტექსტურული UV-რუკები
ზედაპირების უმრავლესობას გააჩნია რთული ფორმა, ასეთ ზედაპირზე გამოსახულების დადებისას ზოგიერთ ადგილებში ის შესაძლოა გაიწელოს. მართლაც, თუ გამოვიყენებთ სტანდარტულ პროეციებს, მაშინ საჭირო გახდება შევქმნათ სრულიად ჩახლართული გამოსახულება, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი ზედაპირზე პროეცირებისას.
UV-რუკები საშუალებას გვაძლევენ ზედაპირს დავაკრათ გამოსახულების გამოყოფილი ნაწილი კოორდინატების(U,V) მეშვეობით. ეს კოორდინატები განსაზღვრავენ გამოსახულების ადგილმდებარეობას, მის ორიენტაციას და ზომას. ამის რეზულტატი კი არის ის რომ ნახატი ძალიან კარგად ერგება ზედაპირზე.
ტესტური ოთხკუთხედის შექმნა
რედაქტირება- შევქმნათ ოთხკუთხედი.
- ფანჯრის ქვედა მარჯვენა მხარეში ვიმოქმედოთ Surface ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Q ღილაკზე. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Change Surface(სურ. 210).
- Name ველში შევიყვანოთ UV და ვიმოქმედოთ OK ღილაკზე.
ტესტური ოთხკუთხედი შექმნილია. ახლა უკვე შესაძლებელია დავიწყოთ ტექსტურული UV-რუკის შექმნა, რომელიც შეიცავს ჩვენს მიერვე დასმულ პარამეტრებს. ეს საკმაოდ ჩახლართული პროცესია, ამიტომ დავყოთ იგი ოთხ ნაწილად :
- ტექსტურული UV-რუკის შექმნა.
- ზედაპირის განსაზღვრა, რომლისთვისაც იქმნება UV-რუკა.
- პროექტირების ფანჯრების განსაზღვრა.
- UV-კოორდინატების შეყვანა
ტექსტურული UV-რუკის შექმნა
რედაქტირება- შევქმნათ ტესტური ოთხკუთხედი.
- გადავიდეთ პოლიგონების გამოყოფის რეჯიმში.
- გამოვყოთ პოლიგონის ყველა წერტილი, ან თვითონ პოლიგონი.
- გადავიდეთ Map ჩანართზე. ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ ღილაკზე New UV Map. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Create UV Texture Map (ტექსტურული UV-რუკის შექმნა)(სურ. 211).
- ეკრანის ქვედა მარჯვენა მხარეში ვიმოქმედოთ ღილაკზე Texture Map (ტექსტურული რუკა) და ჩამოსაშლელ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი new(ახალი)(სურ. 212).
- Name ველში შევიყვანოთ რუკის სახელი, ან გამოვიყენოთ გაჩუმების პრინციპით მინიჭებული სახელი.
- ჩამოსაშლელ მენიუში Map Type (რუკის ტიპი) ავირჩიოთ Planar, რომელსაც Modeler ინსტერფეისი გამოიყენებს UV მნიშვნელოების გამოსათვლელად.
- Planar (ბრტყელი), Cylindrical (ცილინდრული) და Spherical (სფერული) - პროექციის ეს ტიპები განსაზღვრავენ ზედაპირებს, რომლებზედაც უნდა მოერგოს გამოსახულება.
- Atlas (ატლასი) - პროექციის მიმდინარე ტიპი ასწორებს ზედაპირს და UV-რუკას ანაწილებს განსაზღვრული საშუალებით.
- იმისათვის რომ შევქმნათ დაწყებითი UV-რუკა, მივუთითოთ პროექციის ღერძები X, Y, ან Z.
- ვიმოქმედოთ Create ღილაკზე და დავხუროთ ფანჯარა.
რუკა შექმნილია და ასოცირებულია ოთხკუთხედის წერტილებთან. ახლა აუცილებელია პროეცირებისას განვსაზღვროთ მოდელის ზედაპირი, რომელზეც მოერგება UV-რუკა და არა რამე სტანდარტული პროეცია.
UV-რუკის ზედაპირის განსაზღვრა
რედაქტირება- ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ ღილაკზე Surface Editor (ზედაპირის რედაქტორი), ან კლავიატურაზე არსებულ F5 ღილაკზე. გაიხსნება ფანჯარა Surfасе Editor (სურ. 213).
- Surface Name რგოლში ავირჩიოთ ზედაპირის სახელი.
- იმისათვის რომ გავხსნათ Texture Editor (ტექსტურის რედაქტორი), ვიმოქმედოთ Color ველის გვერდით მდებარე T ღილაკზე(სურ. 214).
- Projection (პროექცია) ჩამოსაშლელ მენიუში ავირჩიოთ UV პუქნტი(სურ. 215).
- ჩამოსაშლელ მენიუში UV-Map ავირჩიოთ საჭირო UV-რუკა(სურ. 216). აქ მდებარეობს მიმდინარე ობიექტისათვის ყველა ხელმისაწვდომი ტექსტურა.
- ჩამოსაშლელ მენიუში Image (გამოსახულება) ავირჩიოთ საჭირო გამოსახულება ან ჩავტვირთოთ იგი(სურ. 217).
UV-რუკებთან სამუშაო ინტერფეისის კონფიგურაცია
რედაქტირება- ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ D ღილაკზე. გაიხსნება ფანჯარა Display Options (ეკრანის კონფიგურაცია). გადავიდეთ Layout ჩანართზე(სურ. 218).
- Layout ჩამოსაშლელ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი Quad (კვადრატული)(სურ. 219).
- ვიმოქმედოთ OK ღილაკზე.
- Perspective პროექტირების ფანჯრის ჩამოსაშლელ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი Texture (სურ. 220).
- მარჯვენა ხედის პროექტირების ფანჯრების ასარჩევ ჩამოსაშლელ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი UV Texture(სურ. 221)
- UV Texture ფანჯრის ჩამოსაშლელ მენიუში ავირჩიოთ ჩასმული სურათი(სურ 222). ახლა ის გამოიყენება ფონურ ხარისხში(სურ. 223).
იმისათვის რომ ჩასმული სურათი ავტომატურად გადავიდეს ფონურ ხარისხში, ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ Shift+F9 ღილაკების კომბინაციაზე.
UV-კოორდინატების შეცვლა
რედაქტირება- გადავიდეთ წერტილების გამოყოფის რეჟიმში.
- გადავიდეთ Modify ჩანართზე, შემდეგ ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ Drag ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Ctrl+T ღილაკების კომბინაციაზე.
- UV Texture ხედში გადავაადგილოთ UV-წერტილები(სურ. 224). შევამჩნიოთ რომ ამით ასევე შეიცვლება მდგომარეობის ტიპი პერსპექტივ პროექტირების ფანჯარაში(სურ. 225).