NewTek LightWave 3D/სინათლის წყაროს დამატება

მოშორებული სინათლის წყაროს დამატება

რედაქტირება

1.შევქმნათ ისეთივე სცენა, როგორც 299-ე სურათზეა გამოსახული.

 

2.Items ჩანართში ინსტრუმენტების პანელზე შევასრულოთ ბრძანება Lights -> Distant Light (სინათლე -> მოშორებული სინათლის წყაროს დამატება).
3.გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში Light Name ვიმოქმედოთ OK ღილაკზე.
4.ავამუშავოთ ინსტრუმენტი Move. სინათლის წყარო გადავიტანოთ ეკრანის ზედა მარცხენა მხარეს. შევამჩნიოთ რომ სცენის განათება არ შეიცვალა(სურ. 300).

 

5.გავუშვათ ინსტრუმენტი Rotate და შევცვალოთ განათების წყაროს მიმართულება. ახლა სცენის ობიექტები სხვანაირად განათდა(სურ. 301).

 

სცენაზე ყოველთვის არ არის საჭირო დაშორებული სინათლის წყაროს გამოყენება, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია სტანდარტულად შექმნილი სინათლის წყარო შევცვალოთ ნებისმიერი სხვა განათებით. დაშორებული განათება კარგად ანათებს ობიექტების ზედაპირებს და მისი პარამეტრებიც ადვილად დასანიშნია, ამიტომ ის იქმნება გაჩუმების პრინციპით.

წერტილოვანი განათება სინათლეს გამოყოფს ყველა მიმართულებით(სურ. 302). ამიტომ მისი მიმართულების შეცვლა(მობრუნება) არ შეცვლის ობიექტების განათების პრინციპს.

 

წერტილოვანი განათების დამატება

რედაქტირება

1.შევქმნათ სცენა. ისეთივე როგორც წინაზე.
2.შევასრულოთ ბრძანება Lights - > Add PointLights.
3.დიალოგურ ფანჯარაში Light Name ვიმოქმედოთ OK ღილაკზე.
4.გავუშვათ ისნტრუმენტი Move და განათების წყარო გადავაადგილოთ ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში. დავაკვირდეთ ობიექტზე განათების ცვლილებებს.
მიმართული განათების წყაროს მიერ განათებული არე დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის იგი განთავსებული და ორიენტირებული განზომილებაში. ის გამოყოფს სინათლის სხივებს კონუსური ფორმით, რომელიც განისაზღვრება ორი პარამეტრით : Cone Angle(კონუსური კუთხე) და Soft Edge Agle(რბილი საზღვრის კუთხე)(სურ. 303).

 

მიმართული განათების დამატება

რედაქტირება

1.შევქმნათ სცენა. ისეთივე, როგორც წინაზე.
2.სცენაზე დავამატოთ მიმართული განათება ბრძანებით : Lights -> Add Spotlight.
3.დიალოგურ ფანჯარაში Light Name ვიმოქმედოთ OK ღილაკზე.
4.გავუშვათ ისნტრუმენტი Move და განათების წყარო გადავაადგილოთ ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში.
5.გავუშვათ ინსტრუმენტი Rotate. შევცვალოთ განათების წყაროს კუთხური მდებარეობა იმ პრინციპით, რომ განათდეს სცენის განსაზღვრული ნაწილი(სურ. 304).

 

6.გავხსნათ განათების თვისებების ფანჯარა(სურ. 305).

 

7.ველებში Spotlight Cone Angle (კონუსირების კუთხე) და Spotlight Soft Edge Angle (საზღვრის სირბილის კუთხე) მივუთითოთ განათების არის მნიშვნელობები.