NewTek LightWave 3D/მორფინგის რუკები
აგერ უკვე მრავალი წელია მორფინგი ითვლება კომპიუტერული გრაფიკის განუყოფელ ნაწილად. მორფინგი - ობიექტის ფორმის ტრანსფორმირება ანიმაციის შექმნისას. 90-იანი წლების დასაწყისში ფილმების გადაღებისას ზუსტად ამ მეთოდს იყენებდნენ - მაყურებლები გაოგნებულები იყვნენ, როცა ეკრანზე ადამიანები იქცეოდნენ ცხოველებად, ან ერთი სახე იცვლებოდა მეორეთი. ამის შემდეგ ტერმინი <<მორფინგი>> შევიდა პროფესიონალი კომპიუტერული გრაფიკოსების ლექსიკონში.
მორფინგის გამოყენება შესაძლებელია ანიმაციის შექმნისას, მაგალითად, ლაპარაკისას ტუჩების მოძრაობის შექმნა. რა თქმა უნდა თავიდან მოგვიწევდა შეგვექმნა გამოსახულებების დიდი რაოდენობა, რომლებიც დამოკიდებულნი იქნებოდნენ წარმოთქმულ ბგერებზე. პატარა საუბარიც კი მოითხოვდა ანიმატორის ძალიან დიდ შრომას და შესაძლოა შემდგარიყო ასეულობით მორფინგისაგან. ამას გარდა თითოეული გამოსახულებისთვის უნდა მიგვენიჭებინა სახელი და დაგვესვა საკმაოდ რთული პარამეტრები. ამ დროს ყველა სურათი უნდა ჩაიტვირთოს ერთდროულად და მორფინგის კორექტული მუშაობისათვის მათ უნდა გააჩნდეთ ერთი და იგივე რაოდენობის წერტილები.
საბედნიეროდ ასეთმა დღეებმა კარგა ხანია ჩაიარა. LightWave-ში საკმარისია დავსვათ მხოლოდ საწყისი და სასრული გამოსახულება, ხოლო შემდეგ უნდა მივუთითოთ ერთიდან მეორეში გადასვლის დრო. მორფინგის რუკები წარმოგვიდგენენ მართვის ფართო საშუალებებს, საგრძნობლად შემცირებულ პარამეტრების რაოდენობას, რომელთა დაყენება აუცილებელია ანიმაციის შექმნის დროს, ხოლო თვითონ ანიმაციის პროცესი ხდება ბევრად საინტერესო.
არაა აუცილებელი ტუჩების თითოეული მოძრაობისათვის ჩავტვირთოთ ცალკე გამოსახულება, რადგან ყველა ეს გამოსახულება ინახება ერთ ფაილში - ობიექტის ფაილში. ეს აიხსნება იმით, რომ მორფინგის რუკები არ ინახავენ ყველა გამოსახულებას. ისინი შეიცავენ მხოლოდ მათ შორის განსხვავებულებს.
განვიხილოთ ზემოთ მოყვანილი საუბრის ანიმაციის შექმნა. მთავარ გამოსახულებად ითვლება სახე. ახლა შევცვალოთ იგი ისე რომ ტუჩებმა მიიღონ ისეთი ფორმა, როგორსაც ”ო” ასოს თქმისას ღებულობენ. ეს იქნება პირველი გადასვლა. მეორე გადასვლა - ტუჩებს მივაღებინოთ ფორმა როგორსაც ისინი ღებულობენ ”ი” ასოს წარმოთქმისას, ხოლო მესამე გადასვლა - ”უ” ასო. ამით პრაქტიკულად არაფერი იცვლება, პირის გარშემო წერტილების ადგილმდებარეობის გარდა. სწორედ ეს განსხვავება ინახება მორფინგის რუკებში.
უფრო მეტის, ახლა უკვე სახის ანიმაციის შექმნისას არ არის საჭირო პერსონაჟის რთული პარამეტრების დაყენება. მორფინგის რუკები ისევე როგორც ინახავენ საწყის და სასრულ ობიექტებს შორის განსხვავებას, შესაძლებელია რამოდენიმე ანიმირებული ელემენტის ერთდროულად შექმნა - ტუჩების მოძრაობა, წარბები, თვალები და ა.შ. Layout ინტერფეისში EndoMorph Mixer ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელია მათი შეერთება. ამ დროს თითოეული გამოსახულებისათვის გამოიყენება ანიმაციური მრუდი, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პერსონაჟის რეალური მიმიკა.
მორფინგის რუკის შექმნა
რედაქტირება- შევქმნათ ყუთი.
- ჩანჯრის ქვედა მარჯვენა ნაწილში ვიმოქმედოთ М ღილაკზე და ჩამოსასლელ მენიუში ავირჩიოთ base პუნქტი. ამ პრინციპით ჩვენ განვსაზღვრავთ საწყის გამოსახულებას, რომელსაც მოერგება დანარჩენები.
- შემდეგ ავირჩიოთ მნიშვნელობა New. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Create EndoMorph (ენდომორფის შექმნა)(სურ. 240).
- Name ველში შევიყვანოთ ენდომორფის სახელი - 1.
- მორფინგის რუკის შესაქმნელად ვიმოქმედოთ Create ღილაკზე.
- რამოდენიმე წერტილის გადაადგილებით შევქმნათ ახალი გამოსახულება(სურ. 241).
- გავიმეორეთ 4-5 ნაბიჯები.
- დავამახსოვროთ ობიექტი.
ახლა უკვე შესაძლებელია ობიექტის ანიმირება Layout ინტერფეისში EndoMorph ინსტრუმენტის საშუალებით(სურ. 242).
შესაძლებელია ყოველი შექმნილი ობიექტის მდგომარეობის ნახვა, მორფინგის რუკის შექმნის რეჟიმის ჩამოსაშლელი მენიუს საშუალებით.