NewTek LightWave 3D/ლოგიკური ოპერაციები

გეომეტრიული ობიექტების უბრალო კოპირება და გადატანა ფენიდან ფენაზე - ეს ყოველთვის არ არის საუკეთესო მეთოდი ობიექტების ელემენტების შესაერთებლად. მიმდინარე მეთოდი ყოველთვის მიგვიყვანს იქამდე რომ პოლიგონები ერთამნეთს გადაკვეთავენ გაუგებარი კუთხით, გამოჩნდებიან სიცარიელეები, ხოლო გეომეტრია კი გამოდის საკმაოდ ჩახლართული და ვერ ვიღებთ სასურველ ეფექტს(სურ. 200).

კიდევ უფრო მთავარი, რომ აწყობის ასეთმა მეთოდმა შესაძლოა მიგვიყვანოს ანიმაციისა და ვიზუალიზაციის მიუღებელ შედეგამდე. შესაძლებელია პოლიგონებისა და წერტილების ხელით შეერთება, შევავსოთ ყოველი არასასურველი სიცარიელე, ვეცადოთ ობიექტის შიდა ხედის გაუმჯობესებას. მაგრამ ეს მეთოდი წაიღებს ძალიან დიდ დროს.
LightWave-ში ლოგიკური ოპერაციები მუშაობენ მოცულობით ობიექტებზე. ეს იმას ნიშნავს რომ ობიექტს არ უნდა გააჩნდეს არანაირი ჭრილი, ბზარი და ა.შ.(სურ. 210).ლოგიკურ ოპერაციებს მიეკუთვენბიან Union (გაერთიანება), Intersect (გადაკვეთა), Subtract (გამოლება), Add (დამატება) ოპერაციები. ეს ოპერაციები მუშაობენ ორ ფენაზე, ამიტომ ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს სამუშაო რეჟიმში, ხოლო მეორე კი ფონურ რეჟიმში. საერთოდ ლოგიკური ოპერაციები გამოიყენება გაერთიანებისათვის და ობიექტიდან რაიმე ელემენტის საშუალებით ფიგურის ამოჭრისათვის. განვიხილოთ ისინი:

  • Union (გაერთიანება) - ეს ინსტრუმენტი სამუშაო და ფონური ფენების ელემენტებს აერთიანებს ერთ ელემენტში. სხვა ობიექტში მოხვედრილი ყველა პოლიგონი, ხდება უჩინარნი და ამიტომაც ავტომატურად იშლება(სურ. 201).

  • Intersect (გადაკვეთა) - ამ ოპერაციის შესრულების რეზულტატი არის ობიექტი, გადაკვეთის არეში მოხვედრილი ელემენტებისაგან შექმნილი (სურ. 202).

  • Subtract (გამოკლება) - სამუშაო ფენაზე არსებული ობიექტიდან, ამოიჭრება ობიექტი, რომელიც განთავსებულია ფონურ ფენაზე(სურ. 203).

  • Add (დამატება) - მიმდინარე ოპერაციის შედეგი არის ორივე ფენაზე არსებული ობიექტების გაერთიანება(სურ. 204).

აუცილებელია შეფასდეს ამა, თუ იმ ლოგიკური ოპერაციის შესრულების შედეგი, რადგან, შესაძლოა შედეგები სულაც არ იყოს დამაკმაყოფილებელი, არასწორი პარამეტრებისა და ობიექტების დამსახურებით.

ლოგიკური ოპერაციების გამოყენება

რედაქტირება
  • შევქმნათ ორი ობიექტი, თითო ფენაზე თითო ობიექტი(სურ. 205).

 

  • გადავიდეთ მესამე ფენაზე და პირველი და მეორე ფენები გადავიყვანოთ ფონურ რეჯიმში.
  • Box ინსტრუმენტის საშუალებით მარცხენა ხედში შევქმნათ ოთხკუთხედი, რომელიც გადაკვეთავს, როგორც კუბს, ასევე სფეროს(სურ. 206).

 

  • გადავიდეთ View ჩანართზე და ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ Swap Layers (ფენების გაცვლა) ღილაკზე. ამით პირველი და მეორე ფენები გადავა სამუშაო რეჟიმში, ხოლო მესამე კი ფონურ რეჟიმში(სურ. 207).

 

  • გადავიდეთ Construct ჩანართზე და ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ Boolean (ლოგიკური ოპერაციები) ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Shift+B ღილაკების კომბინაციაზე. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Boolean CSG(სურ. 208).

 

  • ავირჩიოთ ერთ-ერთი ლოგიკური ოპერაცია. მაგლათად, Subtract და ვიმოქმედოთ OK ღილაკზე(სურ. 209).

 

ორ ობიექტთან მუშაობისას გამოვიყენოთ ინსტრუმენტი Drill (ბურღი).