განვიხილოთ ინტერფეისი Modeler(სურ. 3).

Toolbar (ინსტრუმენტების პანელი) :
როგორც Layout-ის ინსტრუმენტების პანელზე, აქაც ანალოგიურად არის განლაგებული მოდელის რედაქტირების ინსტრუმენტები.
Tabs (ჩანართები) :
როგორც Layout-ში, აქაც ერთი ჩანართიდან მეორეზე გადასვლისას იცვლება ინსტრუმენტების პანელზე Presets (კონფიგურაციები) მენიუს პუქნტის ქვეშ განლაგებული ოპერაციების შესასრულებელი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების კრებული.
OpenGL Viewports (პროექტირების ფანჯარა OpenGL) :
Layout-ის ანალოგიურად ობიექტების რედაქტირება და მანიპულაცია სრულდება პროექტირების ფანჯრებში. გაჩუმების პრინციპით Layout მოდულში არის მხოლოდ ერთი პროექტირების ფანჯარა, ხოლო Modeler მოდულში კი ოთხი. შესაძლებელია განვსაზღვროთ გამოსახული ფანჯრების რაოდენობა.
Current object menu (მიმდინარე ობიექტის მენიუ) :
აქ ყოველთვის გამოისახება რედაქტირებადი ობიექტის სახელი. თუკი ობიექტს არ დავამახსოვრებთ რაიმე სახელით, მაშინ ამ მენიუში გამოისახება მისი სახელი, როგორც Unnamed (სახელის გარეშე). თუკი არ დავამახსოვრებთ ობიექტში შეტანილ ცვლილებებს, მაშინ მისი სახელის გვერდით გამოისახება ვარსკვლავი(სურ. 4). იმისათვის რომ მივიღოთ სცენაზე არსებული ყველა ობიექტის სახელი, მაშინ ვიმოქმედოთ მენიუზე არსებულ ისარზე.

Layer bank (შრეების ბანკი) :
ყოველ ამ ღილაკში მდებარეობს მოდელის შრეები. იმისათვის რომ ესა თუ ის შრე გავხადოთ ხელმისაწვდომი რედაქტირებისათვის, თაგუნას მარცხენა ღილაკით ვიმოქმედოთ არსებული ღილაკის ზედა ნაწილზე. ღილაკის ქვედა ნაწილში თაგუნას მარცხენა ღილაკით მოქმედებისას ობიექტი გადადის ფონურ რეჟიმში. შრეების ბანკის მარცხენა მხარეს არსებული ღილაკებით, შესაძლებელია გადავაადგილდეთ ხელმისაწვდომ მიმდინარე ობიექტის შრეებზე. გაჩუმების პრინციპით Layer Bank გამოსახავს შრეებს პირველიდან მეათემდე, თუმცა ობიექტს შესაძლოა ჰქონდეს იმდენი შრე, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს.
Vмар edit modes (რუკების რედაქტირების რეჟიმები) :
ამ ღილაკების საშუალებით შესაძლებელია გადავერთოთ რუკების რედაქტირების სხვადასხვა რეჟიმებში. ტიპებიდან თითოეული რუკის სპეციფიკაცია(weight, texture, morph) განთავსებულია რეჟიმების ღილაკების მარჯვნივ არსებულ ჩამოსაშლელ მენიუში.

Editing commands (რედაქტირების ბრძანებები) :
ეს ღილაკები საშუალებას გვაძლევენ შევასრულოთ რედაქტირების სტანდარტული ოპერაციები, ისეთები, როგორიცაა, კოპირება, ჩასმა, მოქმედების უარყოფა და ა.შ.
Modes menu (რეჟიმების მენიუ) :
ამ მენიუში ისმება ამა თუ იმ რედაქტირების ოპერაციის შესრულების პარამეტრები. მაგალითად, თუ მენიუს პუნქტში Action Center (მოქმედების ცენტრი) მივუთითებთ Mouse (თაგუნა) და შემდეგ ობიექტს მოვატრიალებთ ინსტუმენტით Rotate, მაშინ ტრიალი მოხდება თაგუნას მაჩვენებლის ადგილმდებარეობის მიხედვით.
Selection Modes (გამოყოფის რეჟიმები) :
როგორც Layout-ში, ამ ღილაკების საშუალებით, შესაძლებელია ავირჩიოთ სამი მთავარი რედაქტირების რეჟიმიდან ერთ-ერთი: წერტილი, პოლიგონი, ხაზი. LightWave-ში მოდელირების მთელი არსი ჯდება ფრაზაში ”გამოყავი და დაარედაქტირე”. მოდელის რედაქტორში წერტილების, ან პოლიგონების საჭირო ჯგუფების მოსანიშნად განხილულია რამოდენიმე ვარიანტი. რედაქტირების რეჟიმებს შორის ციკლური გადართვა ხდება კლავიატურაზე არსებული ღილაკის Space-ის საშუალებით.
Progress monitor (პროცესის შესრულების ინდიკატორი) :
აქ ჩვენ შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ მიმდინარე ოპერაციას. სინამდვილეში ჩვენ ვერაფერს შევამჩნევთ მანამ, სანამ არ შევასრულებთ რთულ ოპერაციებს დიდი რაოდენობის წერტილების და პოლიგონების მქონე ობიექტებზე.
Message window (შეტყობინებების ფანჯარა) :
ამ ზოლში რაიმე ინსტრუმენტის არჩევისას გამოისახება მისი გამოყენების რჩევები.
Information display (ინფორმაციული ფანჯარა) :
ეს ფანჯარა Layout-ში არსებული მითითების რიცხვითი ველის ანალოგიურია. მასში აისახება სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა ინსტრუმენტების არჩევისას. თუმცა Modeler-ში ამ ფანჯარას ვერ გამოვიყენებთ რიცხვითი მნიშვნელობების შეყვანისათვის.
თაგუნას საშუალებით გამოძახებული მენიუ :
როგორც Layout-ში, ასევე Modeler-ში, მრავალი ფუნქციის სწრაფად გამოძახებისათვის გამოიყენება თაგუნას ღილაკის მეშვეობით გამოძახებული მენიუ. იმისათვის რომ გამოვიძახოთ მენიუ, კლავიატურაზე ვიმოქმედოთ ღილაკების კომბინაციაზე Ctrl+Shift და ამ ღილაკებზე თითის აუშვებლად ვიმოქმედოთ თაგუნას ღილაკზე. თაგუნას სამივე ღილაკზე მოქმედებით გაიხსნება სამი სხვადასხვანაირი მენიუ.