NewTek LightWave 3D/გეომეტრიის რედაქტირება

მოდელების რედაქტორში არის გეომეტრიული ობიექტების რედაქტირებისათვის საჭირო ბევრი საინტერესო ინსტრუმენტი. ზოგიერთი მათგანი გამოსადეგია ბოლო შტრიხების შესატანად, ზოგიერთი კი გლობალური შეცვლისათვის. შემდეგში განვიხილავთ რედაქტირების რამოდენიმე ინსტრუმენტს : გადაადგილება, ტრიალი, პოლიგონებისა და წერტილების რედაქტირების ინსტრუმენტები(სურ. 157).

Numeric ფანჯრის გამოყენებით ჩვენ შევძლებთ რედაქტირებად ობიექტზე ინსტრუმენტების თვისებების შეცვლას.

ობიექტების გადაადგილება რედაქტირება

ობიექტების გადაადგილება შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებებით. ზოგი ინსტრუმენტი დანიშნულია მხოლოდ რედაქტირებისათვის, ზოგი კი დიდი რაოდენობის ელემენტების გადაადგილებისთვის. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი არის ინსტრუმენტი Move (გადაადგილება). გადაადგილების ახალი ინსტრუმენტები Light-Wave 3D-ში :

  • Translate Plus(გაუმჯობესებული ტრანსფორმირება) - ობიექტს გადააადგილებს მხოლოდ მითითებული ღერძის მიმართულებით, დეფორმაციის სხვადასხვა ტიპების გამოყენებით.
  • Move Plus(გაუმჯობესებული გადაადგილება) - მუშაობს ჩვეულებრივი გადააადგილებისაგან გასხვავებით, თაგუნას არა მხოლოდ მარცხენა, არამედ მარჯვენა ღილაკის გამოყენებით, მასშტაბირებას უკეთებს ობიექტებს მათი მთავარი ნორმალის მიმართულებით.
  • Segment scale (სეგმენტის მასშტაბირება) - აადგილებს წერტილებს მასთან დაკავშირებული საზღვრების მიმართ.
  • Point Normal Move (წერტილების გადაადგილება ნორმალების მიმართ) - წერტილების ჯგუფს აადგილებს ნორმალების მიმართ.

MOVE ინსტრუმენტის გამოყენება რედაქტირება

  • შევქმნათ რაიმე ობიექტი.
  • ავირჩიოთ ელემენტები, რომელთა გადაადგილებაც გვსურს(სურ. 158). თუკი გვსურს რომ მიმდინარე ფენის შემადგენელი ყველა ელემენტი გადავაადგილოთ, მაშინ ნურაფერს მოვნიშნავთ.
  • გადავიდეთ ჩანართზე Modify და ვიმოქმედოთ Move ინსტრუმენტზე, ან კლავიატურაზე არსებულ T ღილაკზე.
  • გადავაადგილოთ ელემენტები საჭირო მიმართულებით(სურ. 159).
  • ინსტრუმენტთან მუშაობის დასრულებისათვის ვიმოქმედოთ T ღილაკზე.

DRAG და SNAP ინსტრუმენტების გამოყენება რედაქტირება

  • მოვნიშნოთ ის წერტილები, რომელთა რედაქტირებსც გვსურს.
  • გადავიდეთ ჩანართზე Modify და ინსტრუმენტების პანელზე ავირჩიოთ ინსტრუმენტი Drag, ან ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ Ctrl+T ღილაკების კომბინაციაზე. გაეშვება ინსტრუმენტი Drag. ან ინსტრუმენტების პანელზე ავირჩიოთ ინსტრუმენტი Snap, ან ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ Shift+G ღილაკების კომბინაციაზე. გაეშვება ინსტრუმენტი Snap.
  • რიგ-რიგობით გადავიტანოთ წერტილები ახალ ადგილზე(სურ. 160).
  • დავხუროთ გამოყენებული ინსტრუმენტი.

 

თუ არ გამოვყობთ არც ერთ წერტილს, მაშინ გადაადგილების ინსტრუმენტის გამოყენებისას შესაძლებელია, გადავაადგილოთ ობიექტის ნებისმიერი წერტილი.
თუკი საჭიროეა წერტილების დიდი რაოდენობის გადაადგილება, მაშინ გამოვიყენოთ ინსტრუმენტები DragNet (Drag Network-დან მოკლედ) და Magnet (მაგნიტი). ისინი საშუალებას გვაძლევენ გადავაადგილოთ ყველა წერტილი, რომლებიც მოხვდებიან მათი ზემოქმედების რადიუსში. DragNet მუშაობს მხოლო 2 განზომილებაში, Magnet - სამში.

DRAGNET და MAGNET ინსტრუმენტების გამოყენება რედაქტირება

  • შევქმნათ ობიექტები.
  • გადავიდეთ ჩანართზე Modify და ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ DragNet ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ ;(წერტილ-მძიმე) ღილაკზე. ან Modify ჩანართში ვიმოქმედოთ Magnet ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ : (ორი წერტილი) ღილაკზე.
  • თაგუნას მარჯვენა ღილაკზე თითის აუშვებლად გადავაადგილოთ მიმთითებელი, რათა განვსაზღვროთ ინსტრუმენტის ზემოქმედების არე(სურ. 161). Magnet ინსტრუმენტის ზემოქმედების არე ასევე აღნიშნულია მარკერებით, რითაც ბევრად ადვილია ზემოქმედების არის განსაზღვრა(სურ. 162).
  • თაგუნას მარჯვენა ღილაკზე თითის აუშვებლად გადავაადგილოთ მიმთითებელი, რათა ინსტრუმენტის ზემოქმედების ცენტრი გადავიტანოთ ახალ ადგილზე(სურ. 163).
  • გადავაადგილოთ გამოყოფის არეში მოხვედრილი წერტილები(სურ. 164).
  • დავხუროთ გამოყენებული ინსტრუმენტი.

Numeric ფანჯარაში შესაძლებელია ამ ინსტრუმენტების Falloff და Offset მნიშვნელობების შეცვლა(სურ. 165)

 

ობიექტების ტრიალი რედაქტირება

წერტილების და პოლიგონების ტრიალი შესაძლებელია Rotate (ტრიალი) ინსტრუმენტის საშუალებით. საერთოდ თავიდან უთითებენ მოტრიალების ღერძს, შემდეგ ცენტრს და სულ ბოლოს კუთხეს.

  • Rotate any axis (ნებისმიერი ღერძის მიმართულებით) - ფონურ ფენაზე ორ წერტილიანი პოლიგონის არსებობისას, აქტიური ფენა ატრიალებს მისი ვექტორის გარშემო.
  • Rotate arbitrary axis (შემთხვევითი ღერძის მიმართულებით) - წინა ინსტრუმენტისგან განსხვავებით, აქტიურ ფენას შემთხვევით ატრიალებს ფონური ობიექტის ვექტორის გარშემო.
  • Rotate above normal (ნორმალების გარშემო) - აქტიურ პოლიგონს ატრიალებს სიბრტყეზე, პერპენდიკულარულ ნორმალებზე.
  • Rotate to ground (მიწის მიმართებაში ტრიალი) - ფონურ ფენაზე ორწერტილიანი პოლიგონის არსებობისას, ატრიალებს ობიექტს მითითებული ღერძის კოორდინატების მიმართულებით პლუს ფონური პოლიგონის ვექტორის მიმართულებით.
  • Rotate to object (ობიექტზე ტრიალი) - რიგ-რიგობით ორი პოლიგონის გამოყოფისას, ინსტრუმენტი მოატრიალებს მეორეს პირველის სიბრტყეზე.

ROTATE ინსტრუმენტის გამოყენება რედაქტირება

  • შევქმნათ რაიმე ობიექტი(სურ. 166).
  • თაგუნას მარჯვენა ღილაკზე თითის აუშვებლად გამოვყოთ კუბი <<ლასოს>> მეთოდით(სურ. 167).
  • გადავიდეთ ჩანართზე Modify, შემდეგ ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ Rotate ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Y ღილაკზე.
  • გადავიტანოთ მიმთითებელი იმ ხედში, რომელიშიც მდებარეობს მოტრიალების სასურველი ღერძი.
  • გადავიტანოთ კურსორი იმ ადგილას სადაც უნდა დავსვათ მოტრიალების ცენტრი(სურ. 168).

 

  • იმისათვის რომ შემოვატრიალოთ გამოყოფილი გეომეტრია, გადავაადგილოთ მიმთითებელი თაგუნას მარცხენა ღილაკზე თითის აუშვებლად(სურ. 169).
  • დავხუროთ გამოყენებული ინსტრუმენტი.

 

იმისათვის რომ გამოყოფილი ობიექტი საათის მიმართულებით 90 გრადუსით უცბად მოვატრიალოთ, ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ ღილაკზე R, ხოლო საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით შემოტრიალებისას კლავიატურაზე არსებულ E ღილაკზე.

ობიექტების მოღუნვა რედაქტირება

შესაძლებელია არა მხოლოდ მოტრიალება, ასევე ობიექტების მოღუნვა Bend (მოღუნვა) ინსტრუმენტის საშუალებით. მიმდინარე საშუალების გამოყენების რეზულტატი დამოკიდებულია, თუ რამდენად ბრტყელია პოლიგონალური ბადე მოღუნვის ზონაში.

BEND ინსტრუმენტის გამოყენება რედაქტირება

  • გადავიდეთ Create ჩანართზე.
  • გავუშვათ ინსტრუმენტი Box.
  • შევქმნათ სურათზე გამოსახული ობიექტის მსგავსი ობიექტი(სურ. 170).

 

  • გადავიდეთ ჩანართზე Modify, შემდეგ ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ Bend ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Shift+' ღილაკების კომბინაციაზე.
  • გადავიტანოთ მიმთითებელი ზედხედის ფანჯარაში(სურ. 171).
  • იმისათვის რომ მოვღუნოთ ობიექტი, ვიმოქმედოთ მის ცენტრზე და გადავაადგილოთ მიმთითებელი(სურ. 172).
  • დავხუროთ გამოყენებული ინსტრუმენტი.

ობიექტების დაგრეხვა რედაქტირება

ჩვენ უკვე ვისწავლეთ ობიექტების ტრიალი და მოღუნვა. ახლა უკვე დროა უფრო საინტერესო ინსტრუმენტზე გადავიდეთ - Twist (დაგრეხვა) ინსტრუმენტის საშუალებით დაგრეხვა. როგორც ჩანს დასახელებული ინსტრუმენტიდან, ის საშუალებას გვაძლევს შემოვატრიალოთ პოლიგონები და წერტილები განსაზღვრული ღერძის მიმართულებით.

TWIST ინსტრუმეტის გამოყენება რედაქტირება

  • შევასრულოთ წინა განყოფილებაში არსებული 1-3 ნაბიჯები.
  • გადავიდეთ Modify ჩანართზე და ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ Twist ღილაკზე.
  • გადავიდეთ ზედხედში(სურ. 173).
  • ობიექტის დაგრეხვისათვის გადავაადგილოთ მიმთითებელი(სურ. 174).
  • დავხუროთ გამოყენებული ინსტრუმენტი.


ობიექტის ზომის შეცვლა რედაქტირება

Modeler ინტერფეისში არის ობიექტის ზომის შესაცვლელი საკმაოდ ბევრი ინსტრუმენტი. შესაძლებელია ელემენტის ზომის შეცვლა სხვადასხვა საშუალებებით.
გაჩუმების პრინციპით ინსტრუმენტი Size (ზომა) ცვლის ობიექტის ზომას სამივე ღერძის მიმართულებით - X, Y და Z. ამით ობიექტის პროპორციები არ ირღვევა.
ინსტრუმენტი Size მდებარეობს Modify ჩანართში. მისი გამოძახება ასევე შესაძლებელია კლავიატურაზე არსებულ Shift+H ღილაკების კომბინაციით. ინსტრუმენტი Stretch (გაჭიმვა) მუშაობს Size ინსტრუმენტის მსგავსად. მიმდინარე ინსტრუმენტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ ჩვენ შეგვიძლია ობიექტის ზომის შეცვლა თითოეულ ღერძზე.
ინსტრუმენტი Stretch მდებარეობს Modify ჩანართში. მისი გამოძახება ასევე შესაძლებელია კლავიატურაზე არსებულ H ღილაკით.

ობიექტების შევიწროვება რედაქტირება

მოდელების რედაქტორში არსებობს ობიექტის ერთი მხარის შევიწროვების ორი ინსტრუმენტი -Taper 1 (შევიწროვება 1) - მუშაობს ინსტრუმენტ Size-ის მსგავსად და Taper 2 (შევიწროვება 2) - მუშაობს ინსტრუმენტ Stretch-ის მსგავსად.
Taper ინსტრუმენტები მდებარეობენ Modify ჩანართში.

ინსტრუმენტი SPLINE GUIDE რედაქტირება

ინსტრუმენტი Spline Guide (ხაზობრივი მიმთითებელი) საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ ობიექტის გეომეტრია დასმული მრუდის პასუხისმგებლობით. მრუდის მახასიათებელი წერტილები განსაზღვრავენ ეფექტის ხედს. Spline Guide მხარს უჭერს შემდეგ რეჟიმებს : Scale, Stretch, Twist, Bend და Weight Map.

SPLINE GUIDE ინსტრუმენტის გამოყენება რედაქტირება

  • შევასრულოთ <<Bend ინტრუმენტის გამოყენება>> განყოფილების 1-3 ნაბიჯები.
  • გადავიდეთ Modify ჩანართში და ინსტრუმენტების პანელზე ავირჩიოთ ღილაკი Spline Guide.
  • ინსტრუმენტის Y ღერძის ინიციალიზებისათვის, თაგუნას მარცხენა ღილაკით ვიმოქმედოთ Back პროექტირების ფანჯარაში. ობიექტზე გამოჩნდება ინსტრუმენტის მარკერები(სურ 175).
  • გავხსნათ Numeric ფანჯარა(სურ. 176).
  • Curve Points (მრუდის წერტილების რაოდენობა) ველში მივუთითოთ მრუდის კუთხური წერტილების რაოდენობა(სურ. 177).
  • Operation (ოპერაცია) ჩამოსაშლელ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი Stretch(სურ. 178).
  • ობიექტის გეომეტრიის შესაცვლელად გადავაადგილოთ მარკერები(სურ. 179).

წერტილებთან სამუშაო ინსტრუმენტები რედაქტირება

არსებობს ბრძანებების და ინსტრუმენტების რიგი, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ წერტილებზე. მაგალითად, ინსტრუმენტი Merge Points (წერტილების გაერთიანება) აერთიანებს წერტილებს. მიმდინარე ბრძანება არის მთავარი საშუალება რაიმე რთული ოპერაციის ან პროცედურის შესრულებისა.

წერტილების შეერთება რედაქტირება

  • გადავიდეთ Construct ჩანართზე.
  • ინსტრუმენტების პანელზე ავირჩიოთ პუნქტი Merge Points, ან ვიმოქმედოთ კლავიატურაზე არსებულ M ღილაკზე. გაიხსნება ფანჯარა Merge Points(სურ. 180).

 

  • ერთმანეთზე არსებული წერტილების გაერთიანებისათვის ვიმოქმედოთ ღილაკზე Automatic (ავტომატური). ან არის განსაზღვრისათვის ვიმოქმედოთ Fixed (ფიქსირებული) ღილაკზე. განსაზღვრულ არეზე ყველა წერტილი გაერთიანდება.

პოლიგონების გაერთიანებისათვის ვიმოქმედოთ Weld ღილაკზე, ხოლო უკუოპერაციისათვის კი Unweld ღილაკზე.

BRIDGE ინსტრუმენტის გამოყენება რედაქტირება

  • შევქმნათ ობიექტი Box.
  • გავავლოთ სეგმენტები(სურ. 181).

 

  • გადავიდეთ პოლიგონების გამოყოფის რეჟიმში.
  • თითოეული ობიექტიდან მოვნიშნოთ თითო პოლიგონი.
  • გადავიდეთ Construct ჩანართში და ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ Bridge ღილაკზე(სურ. 182).

 

პოლიგონებთან სამუშაო ინსტრუმენტები რედაქტირება

ისევე როგორც წერტილებს, პოლიგონებსაც გააჩნიათ მათზე სამუშაო ინსტრუმენტები.

პოლიგონებზე წერტილების დამატება რედაქტირება

  • შევქმნათ ოთხკუთხედი.
  • გადავიდეთ Multiply ჩანართზე და ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ Add Points (წერტილების დამატება) ღილაკზე.
  • თაგუნას მარცხენა ღილაკით ვიმოქმედოთ ოთხკუთხედის იმ მხარეზე სადაც გვსურს წერტილის დამატება(სურ. 183).

 

პოლიგონის გაყოფა რედაქტირება

  • შევქმნათ ოთხკუთხედი.
  • გამოვყოთ ის წერტილები, რომლებსაც არ აქვთ საერთო ხაზი(სურ. 184).

 

  • გადავიდეთ Multiply ჩანართზე და ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ Split ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Ctrl+L ღილაკების კომბინაციაზე(სურ 185).

 

პოლიგონების გაერთიანება რედაქტირება

  • გავყოთ პოლიგონი.
  • გადავიდეთ Detail ჩანართზე და ინსტრუმენტების პანელზე ვიმოქმედოთ Merge Polys ღილაკზე, ან კლავიატურაზე არსებულ Shift+Z ღილაკების კომბინაციაზე(სურ. 186).

 

პოლიგონების დასაჭრელად გამოვიყენოთ ინსტრუმენტი Knife (დანა).