NewTek LightWave 3D/განათების პარამეტრების დაყენება

განათების ფერის შეცვლა

რედაქტირება

1.შევქმნათ სცენა, რომელიც შეიცავს რამოდენიმე ობიექტს.
2.ვიმოქმედოთ ღილაკზე Lights, ან კლავიატურაზე არსებულ L ღილაკზე, რათა Lightwave გადავიყვანოთ სინათლის წყაროს გამოყოფის რეჟიმში(სურ. 306).

 

3.გამოვყოთ სინათლის წყარო.
4.გავხსნათ სინათლის წყაროს პარამეტრების ფანჯარა.
5.ვიმოქმედოთ Light Color პალიტრის გასახსნელ ღილაკზე(სურ. 307). გაიხსნება სისტემური პალიტრა.

 

6.ავირჩიოთ სასურველი ფერი და ვიმოქმედოთ OK ღილაკზე(სურ. 308).

 

არსებობს განათების ფერის შეცვლის სხვა საშუალებაც. თაგუნას მარცხენა ღილაკის დახმარებით შევცვალოთ ციფრები ველში Light Color და ჩვენ ხელით შევძლებთ ფერის დაყენებას, წითელი, მწვანე და ლურჯი ფერების გამოყენებით.

სინათლის ინტენსივობის შეცვლა

რედაქტირება

1.შევასრულოთ 1-4 ნაბიჯი.
2.ჩამოსაშლელ მენიუში Current Light ავირჩიოთ წყაროს სახელი, რომლის შეცვლაც გვსურს(სურ. 309).
3.ველში Light Instensity შევიყვანოთ სინათლის ინტენსივობის მნიშვნელობა.

 

AFFECT DIFFUSE და AFFECT SPECULAR პარამეტრების გათიშვა

რედაქტირება

1.შევქმნათ სცენა პრიმიტივებით(სურ. 310).

 

2.გავხვსნათ სინათლის წყაროს პარამეტრების ფანჯარა.
3.გავთიშოთ პარამეტრები Affect Diffuse , ან Affect Specular(სურ. 311). ამის შემდეგ რეზულტატი იქნება ისეთივე, როგორც 312-ე და 313-ე სურათებზეა ნაჩვენები.