MAXScript/MAXScript-ის გახსნა
MAXScript Listener -ის გახსნა შესაძლებელია მთავარია მენიუს ბრძანებით MAXScript > MAXScript Listener. მისი გახსნა ასევე შესაძლებელია კლავიატურაზე არსებული F11 ღილაკის მეშვეობით. ამავე ფანჯრის გახსნა ასევე შესაძლებელია, პროგრამის ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ მინი მაქსსკრიფტის ფანჯარაზე მარჯვენა ღილაკის მოქმედებისას ჩამოშლილ კონტექსტურ მენიუში open the MAXScript Listener window ბრძანების მიცემით.
MAXScript Listener -ის გახსნის სხვა საშუალებები მოყვანილია ქვემოთ :
1.ბრძანებების პანელზე, Utility ჩანართში ვიმოქმედოთ ღილაკზე MAXScript.
ამ ოპერაციის ჩატარების შემდეგ გამოვა MAXScript- ის რგოლი.
2.ვიმოქმედოთ ღილაკზე Open Listener.
The MAXScript Listrener
რედაქტირებაMAXScript Listener-ის ფანჯარა არის MAXScript ენის ანტერაქტიული თარჯიმანი და ის მუშაობს DOS command prompt window(CMD)-ის მსგავსად. ამ ფანჯარაში შესაძლებელია შევიყვანოთ მაქსსკრიფტის ბრძანებები და ციფრულ Enter ღილაკზე მოქმედებით შევასრულებინოთ ეს ბრძანებები.
The MAXScript Mini-Listrener
რედაქტირებაპროგრამის ფანჯრის მარცხენა ქვედა კუთხეში მდებარეობს მასშტაბირებადი(ზომის შემცვლადი) Mini-Listener ფანჯარა.
თუკი Mini-Listener ფანჯარა არ ჩანს, მაშინ ვიმოქმედოთ სტატუსის პანელის მარცხენა ბოლოში არსებულ ჭრილზე და თაგუნას ღილაკზე თითის აუშვებლად გამოვწიოთ იგი მარჯვნივ. Mini-Listener ფანჯრები გაყოფილია ხაზით. თითოეული ფანჯარა შეესაბამება თითოეულ Listener-ის ფანჯარას. Mini-Listener ფანჯრები ყოველთვის აჩვენებენ იმას, თუ რას ვწერთ, ან იმას სადაც იმყოფება კურსორი მიმდინარე დროში. პირუკუ, რასაც ვწერთ მინი ფანჯარაში, იგივე იწერება Listener-ის ფანჯარაში.