MAXScript/ცვლადების დანიშვნა
როდესაც შეგვყავს სტრინგები, MAXScript გამოსახავს მათ და ივიწყებს წინაზე გამოსახულ სტრინგებს. იმისათვის რომ MAXScript-მა დაიმახსოვროს სტრინგის მნიშვნელობები, დავნიშნოთ ისინი ცვლადებად.
MAXScript-ში ცვლადების დანიშვნის გენერალური სინტაქსი:
variable_name = variable_value
variable_name იწყება ანბანური სიმბოლოებით, ან ”_” სიმბოლოთი, რომელიც მოყვება ნებისმიერ რიცხვით სიმბოლოს. variable_value შესაძლოა იყოს სტრინგი, რიცხვი, ან სხვა ნებისმიერი რამ.
სტრინგის ცვლადად დანიშვნა
რედაქტირება1.MAXScript-ის ფანჯარაში შევიყვანოთ შემდეგი ოპერატორი :
mystring = "This is my string."
MAXScipt დააბრუნებს სტრინგის ცვლადის მნიშვნელობას.
2.ახლა ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ამ სტრინგის ცვლადს, ცვლადის სახელის მითითებით : შევიყვანოთ mystring.
MAXScript დააბრუნებს ისევ სტრინგის ცვლადის მნიშვნელობას :
ეს კეთდება ახალი სტრინგის შეყვანაზე სწრაფად. MAXScript ინახავს ამ სტრინგს, მანამ სანამ გახსნილი გვაქ სტრინგის ფანჯარა, ან მანამ სანამ არ შევცვით ცხვლადის მნიშვნელობას.
არსებულ ცვლადზე ახალი მნიშვნელობის დანიშვნა
რედაქტირება1.შევიყვანოთ: mystring = "This is not your string."
MAXScript ახლა დააბრუნებს mystring-ის ახალ მნიშვნელობას.
2. ახლა როდესაც ჩვენ მივუთითებთ mystring-ს, MAXScript გამოიყენებს ახალ მნიშვნელობას. შევიყვანოთ mystring:
MAXScript ახლა დააბრუნებს ახალი ცვლადის მნიშვნელობას :
შენიშვნა : MAXScript არ განასხვავებს დიდი და პატარა ასოებით დაწერილ ცვლადების სახელებს.