MAXScript/ყუთის დახატვა MAXScript-ით

MAXSript-ს ასევე შეუძლია მუშაობა რეგულარულ ობიექტებთან, მათ შორის ყუთებთან და ცილინდრებთან. MAXSript-ში ჩვენ შეგვიძლია დავხატოთ ყუთი ოპერატორ box()-ის შეყვანით:

Box()


ეს შექმნის ყუთს სტანდარტული პარამეტრებით. პრაქტიკულია ობიექტების ცვლადებად დანიშვნა. ასე რომ შესაძლებელია ობიექტი დავნიშნოთ ცვლადად შემდეგი ოპერატორით :

mybox = box()

როდესაც ვქმნის ობიექტს სტანდარტული პარამეტრებით, აუცილებელია დავწეროთ ცარიელი ფრჩხილები - ”()”. ეს ეუბნება მაქსსკრიფტს, რომ მანდ უნდა შექმნას სტანდარტული პარამეტრების მქონე ობიექტი. იმისათვის რომ შევქმნათ ჩვენთვის სასურველი პარამეტრების ობიექტები, არ არის საჭირო ფრჩხილები.
მაგალითისათვის:

mybox = box length:20 width:20 height:20


MAXSript დააბრუნებს ობიექტ ყუთის სახელს და ადგილმდებარეობას:

ეს მაგალითი ქმნის ყუთს, რომელიც შეიცავს სამ პარამეტრს : სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. პარამეტრების სახელებს მოყვება ორი წერტილი და შემდეგ პარამეტრების მნიშვნელობები. ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ პარამეტრები, მათ შორის ყველანაირი პუნქტუაციის გარეშე. MAXScript დააბრუნებს შემდეგ ფორმულირებას :

$Box:Box01@[0.000000,0.000000,0.000000]


ფორმულირების პირველ ნაწილს ჰქვია - ბილიკის სახელი. MAXScript-ში ბილიკის სახელი არის ვინდოუსში ბილიკის სახელის მსგავსი: c:\3dsmax\examples\file.max, რომელიც წარმოგვიდგენს ბილიკს იერარქიულ დირექტორიებს შორის და მიუთითებს სპეციფიურ ფაილს. MAXScript-ში გამოყენებულია


მსგავსიბილიკის ცნება. MAXScript-ში ბილიკის სახელი ყოვეთვის იწყება ”$” სიმბოლოთი.
ფორმულირების მოერე ნაწილი არის ობიექტის სახელი : Box1. ეს არ არის ყუთის ცვლადის სახელი, ყუთის სახელია MyBox. ეს ცვლადი არის უბრალოდ ობიექტ Box1 ობიექტზე მიმთითებელი.
ოთხკუთხა ფრჩხილებში არსებული მნიშვნელობების წარმოგვიდგენენ ყუთის ცენტრიდან გამომავალ x, y და z კოორდინატთა ღერძებს.