MAXScript/მათემატიკური ოპერაციები MAXScript-ში

სტრინგის გარდა MAXScript-ში შესაძლებელია შევიყვანოთ სხვა მონაცემები. ის რიცხვით მნიშვნელობებეს განსაზღვრავს არა მხოლოდ რიცხვებად, არამედ მას შეუძლია ასევე შეასრულოს მათზე მათემატიკური ოპერაციები.

ბაზური მათემატიკური ოპერაციები

რედაქტირება

MAXScript-ს აქვს ბევრი ჩაშენებული ფუნქციები, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ იგი, როგორც კალკულატორი:
მაგალითისათვის შევიყვანოთ 36.5*2, იმისათვის რომ დავანახოთ განსაზღვრული განზომილება, იმისა რომ ჩვენ გვსურს შესრულდეს გამრავლება.

 

MAXScript დააბრუნებს კალკულაციის რეზულტატებს. ეს მოსახერხებელია სწრაფი კალკულაციისთვის.
MAXScript ასევე განსაზღვრავს ზოგიერთ მათემატიკურ კონსტანტებს. შევიყვანოთ Pi.

 

MAXScript-მა იცის Pi-ს მნიშვნელობა და დააბრუნებს მას. შეგვიძლია ეს მნიშვნელობა გამოვიყენოთ კომპლექსურ ოპერაციებში. მაგალითად, თუ გვსურ გავიგოთ 2.5 დიუმი რადიუსის მქონე სფეროს მოცულობა, მაშინ გავამრავლოთ Pi რადიუსის კუბზე და შემდეგ გავამრავლოთ 4/3-ზე. შევიყვანოთ 4/3*pi*2.5^3.

 

ოპერაციები სტრინგებთან

რედაქტირება

ასევე შესაძლებელია ჩავატაროთ მათემატიკური ოპერაციები სტრინგებზე. მაგალითისათვის თუ გვინდა განსვსაზღვროთ a="MAXScript" და b=" is fun!", მაშინ a+b შეყვანითმ დაგვიბრუნდება "MAXScript is fun!".

 

დამატებითი მათემატიკური ოპერაციები

რედაქტირება

MAXScript-ს შეუძლია შეასრულოს ბევრი მათემატიკური ოპერაციები, ტრიგონომეტრიული ფუნქციების(Sin, Cos, Tan) და ტრანსცენდენტული ფუნქციების(Exp, Log, Sqr, Sqrt) ჩათვლით.

შემთხვევითი რიცხვების შექმნა

რედაქტირება

MAXScript-ში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი მატემატიკური ოპერაციაა, შემთხვევითი რიცხვების ფუნქცია. ის დააბრუნებს მითითებულ ორ რიცხვს შორის არსებულ ფსევდო-შემთხვევით რიცხვებს .
მაგალითისათვის:

random 1 100


დააბრუნებს შემთხვევით მთელ რიცხვს 1-დან 100-მდე.
მაგალითისათვის:

random 1.0 100


დააბრუნებს შემთხვევით არამთელ რიცხვს 1-დან 100-მდე.

 

შენიშვნა: Random ბრძანება დააბრუნებს სხვადასხვა შემთხვევით რიცხვებს, იმ შემთხვევაში თუ გადავტვირთავთ პროგრამას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბრუნდება ერთი და იგივე რიცხვები. იმისათვის რომ რიცხვები შეიცვალოს პროგრამის გადატვირთვის გარეშე გამოვიყენოთ seed ბრძანება : seed <number>.
სადაც <number> არის ნებისმიერი მთელი და არამთელი რიცხვი. რამდენჯერაც შევცვლით Seed მნიშვნელობას, იმდენჯერ მაქსსკრიფტი შეცვლის შემთხვევით რიცხვებს.

სხვა გამოსადეგარი მათემატიკური ოპერაცია მაქსსკრიფტში არის ზრდა.

X = x + 1


ეს ოპერატორი მუშაობს შემდეგ მათემატიკურ ოპერაციებზე : +, -, * და /. სინტაქსი არის შემდეგი :

<destination> += <expr> -- add <expr> to destination


<destination> -= <expr> -- subtract <expr> from destination


<destination> *= <expr> -- multiply destination by <expr>


<destination> /= <expr> -- divide destination by <expr>