MAXScript/კოდის წყაროს ფენა
MAXScript-ის კოდის ფენის წესები არ ჰგავს სხვა პროგრამირების ენებს. MAXScript გვაძლევს თავისუფალი ფორმის ენების უპირატესობას, ფართო პუნქტუაციის გარეშე, როგორიცაა C და C++ .
სკრიფტის მაგალითი:
a + b * c / d - e + f * g / h
შესაძლებელია ამ ხაზის გაწყვეტა, MAXScript მაინც გააგრძელებს კითხვას(ანუ გადავა მეორე ხაზზე), რადგან მას სჭირდება უფრო მეტი არგუმენტი.
მაგალითისთვის :
a + b * c / d - e + f * g / h
არასწორი სინტაქსი :
a + b * c / d - e + f * g / h
ჩვენ არ გვაქვს უფლება ხაზი გავწყვიტოთ ამდაგვარად, რადგან პირველი ხაზი უკვე შეიცავს ოპერატორების სასრულ არგუმენტებს. შესრულდება პირველი ხაზის ოპერატორები, ხოლო მეორე ხაზზე გადასვლისას მოხდება შეცდომა. თუკი გვსურს ხაზი გავწყვიტოთ ისე როგორც ”არასწორ სინტაქსშია” გაწყვეტილი, მაშინ პირველი ხაზის ბოლოში უნდა ჩავამატოთ სიმბოლო ’\’.
მაგალითისთვის :
a + b * c / d - e \ + f * g / h
როდესაც მაქსსკრიფტი აღმოაჩენს ’\’ სიმბოლოს, ხაზის ბოლოში, ის მაშინვე გააგრძელებს კითხვას მეორე ხაზიდან. ამ სიმბოლოს გამოყენება მოსახერხებელია, მაშინ, როდესაც გვაქვს ძალიან გრძელი ოპერატორები. ის გაგვიადვილებს მათ წაკითხვას.
MAXScript ასევე საშუალებას გვაძლევს ერთ ხაზზე დავწეროთ რამოდენიმე ოპერატორი. ისინი ერთმანეთისაგან გამოიყოფა ’;’ სიმბოლოთი.
მაგალითისთვის :
ზოგჯერ მოსახერხებელია, სკრფტებს მივუწეროთ შენიშვნები. შენიშვნები იწერება ’--’ სიმბოლოების შემდგომ. მაშინ როდესაც MAXScript მიაღწევს ამ სიმბოლოებს, ის შეწყვიტავს ამ ოპერატორის კითხვას, და გადავა შემდეგზე.
მაგალითისთვის :