Java/შესავალი Java-ში/სწრაფად დაწყება

Java-ს დაყენება

რედაქტირება

TODO: ეს დასაწერია

ინტეგრირებული გარემო Eclipse

რედაქტირება

თუმცა თეორიულად ეს არ არის აუცილებელი, მაინც სასურველია ინტეგრირებული გარემოს დაყენება. ინტეგრირებული გარემო საშუალებას უფრო მალე წეროთ პროგრამები. ის მოგაცილებთ ბევრ მომაბეზრებელ დეტალს, რაც უშუალოდ არაა დაკავშირებული პროგრამის წერასთან.

Java-ზე ორი ძირითადი უფასო ინტეგრირებული გარემო არსებობს. ესენია Eclipse და Netbeans.

ჩვენ ამ წიგნში გამოვიყენებთ Eclipse-ს.

Eclipse-ის დასაყენებლად ეწვიეთ თქვენი ვებ-ბრაუზერიდან გადმოტვირთვის გვერდს http://www.eclipse.org/downloads/. დისტრიბუტივების ჩამონათვალიდან აარჩიეთ Eclipse IDE for Java Developers (Eclipse ინტეგრირებული გარემო Java პროგრამისტებისთვის). შეგიძლიათ სხვა დისტრიბუტივის არჩევაც, თუმცა აღნიშნული დისტრიბუტივი ყველაზე პატარაა ზომით და უფრო მალე გადმოიტვირთება.

დისტრიბუტივის არჩევის შემდეგ გამოგივათ სარკული სერვერების ჩამონათვალი. სარკული სერვერებზე აისახება ძირითად სერვერზე მომხდარი ყველა ცვლილება. ასე რომ ნებისმიერ ფაილს ძირითად სერვერზე მოეძებნება შესაბამისი სარკულ სერვერზე. აარჩიეთ სერვერი იმ ქვეყნიდან, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენთან, ეს უზრუნველყოფს ფაილის უფრო მალე გადმოქაჩვას.

გადმოტვირთული ფაილი არქივირებული საქაღალდეა (როგორც წესი მისი სახელია eclipse). Mac-ის და Linux-ის შემთხვევაში ეს .tag.gz გაფართოების არქივია. თუ თქვენი ოპერაციული სისტემა Windows-ია, მაშინ ფაილს ექნება გაფართოება .zip.

მოახდინეთ არქივიდან საქაღალდის ამოღება (extract ბრძანების მეშეობით) და თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას განთავსება (მე ვათავსებ ხოლმე /Users/dimitri/Application დირექტორიაში. Windows-სი რომ მქონდეს ალბათ C:\utils-ში ჩავაგდებდი).

ჩვენს მიერ არქივიდან ამოღებულ საქაღალდეში, გარდა სხვა ფაილებისა და საქაღალდისა, უნდა იყოს გამყვები ფაილი სახელად eclipse (eclipse.exe). ამ ფაილზე ორმაგი წკაპით უშვებთ Eclipse-ს.

ჩვენ მოგვიანებით დაუბრუნდებით Eclipse-თან მუშაობას. შემდეგი განყოფილებაში ჩვენ

პირველი პროგრამა

რედაქტირება

მას შემდეგ რაც წარმატებით დააყენეთ თქვენს კომპიუტერზე Java და ინტეგრირებული გარემო Eclipse, მოვიდა დრო ხელები გავისვაროთ და დავწეროთ ჩვენი პირველი პროგრამა.

პირველი პროგრამა არ იქნება რთული, თუმცა მიუჩვევლობისაგან ის მაინც შეიძლება მეტად გაუგებრად მოგეჩვენოთ. მაგრამ ნუ იდარდებთ! წიგნის მომდევნო თავებში ყოველივე ამას უფრო დეტალურად გავარჩევთ.

ახლა კი გვენდეთ სიტყვაზე, რომ ეს ამ პროგრამის დაწერა ყველაზე აუცილებელი დავალებაა ამ წიგნში ყველა დავალებას შორის. ამიტომ აუცილებლად შეასრულეთ ის!

იმისათვის რომ დავალება უფრო ადვილი შესასრულებელი იყოს ჩვენ დავყავით ის თანმიმდევრულ ნაბიჯებად. ნუ გადახვალთ შემდეგ ნაბიჯზე, სანამ წინას ბოლომდე არ მორჩებით. ნუ იჩქარებთ! აქ დახარჯული ყოველი წუთი შემდგომში ათმაგად აგინაზღაურდებათ.

ნაბიჯი 1

გახსენით საქაღალდე, სადაც იმუშავებთ. საქაღალდის მდებარეობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. პირადად მე გამიხსენი საქაღალდე მისამართზე /Users/dimitri/Projects/wiki/first_program. მე რომ Windows-ის მომხარებელი ვიყო, საქაღალდეს ალბათ C:\Projects\wiki\first_program მისამართზე შევქმნიდი.

ნაბიჯი 2

შექმნილ საქაღალდეში დაამატეთ ფაილი HelloWorld.java. მიაქციეთ ყურადღება ფაილის გაფართოებას .java. ყველა Java-ზე დაწერილი პროგრამა ამ გაფართოების მქონე ფაილებში უნდა იყოს განთავსებული. ფაილის სახელი ზუსტად ისე უნდა იყოს ცაწერილი, როგორცაა მოყვანილი. მნიშვნელოვანია იყოს დაცული სიმბოლოების რეგისტრი. არ შეიძლება, მაგალითად, ფაილს დავარქვათ helloworld.java.

ნაბიჯი 3

ფაილში HelloWorld.java ჩაწერეთ შემდეგი ტექსტი:

public class HelloWorld {
    public static void main(String[] args) {
        System.out.println("Hello, World!");
    }
}

სწორედ ესაა Java-ზე დაწერილი პროგრამის საწყისი კოდი. შესაძლოა ეს არ იყოს თქვენთვის ცხადი, მაგრამ ეს პროგრამული კოდი შეიცავს ერთადერთ ბრძანებას, რომელის შესრულებისას ეკრანზე დაინეჭდება მოსალმება "Hello, Wordl!".

რეკომენდირებულია, რომ კოდი თქვენ თვითონ აკრიფოთ ტექსტურ რედაქტორში და არ ისარგებლოთ copy/paste ბრძანებით. ასე უფრო მალე მიეჩვევით კოდის აგებულებას.

მართალია, წინა განყოფილებაში ჩვენ დავაყენეთ Eclipse, მაგრამ ნუ იჩქარებთ ამ შემთხვევაში მის გამოყენებას. Eclipse მძლავრი ინსტრუმენტია და ბევრად გიადვილებთ ცხოვრებას, მაგრამ ამ შემთხვევაში სასარგებლოა ცხოვრება ცოტათი გავირთულოთ.

ტექსტის აკრეფისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ასოების რეგისტრს. ნუ დაწერთ System-ის ნაცვლად, მაგალიტად system ან SYSTEM. რეგისტრი ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორც მოყვანილ მაგალითშია. დაიცავით ყველა სიმბოლო ისე როგორც ის არის წარმოდგენილი, რაგინდ უცნაური არ უნდა ჩანდეს ეს.

ნაბიჯი 4

ახლა თქვენს სამუშაო საქაღალდეში ერთი ფაილია, HelloWorld.java. ესაა მთელი ჩვენი საწყისი კოდი ამ პროექტში. ჩვენ უკვე მზადვართ, რომ დავაკომპილიროთ ის.

გამიოძახეთ თქვენი სისტემის ტერმინალი და შემდეგ გადადით სამუშაო დირექტორიაში. ამისათვის გამოიყენეთ ბრძანება cd, რომლის შემდეგ მიუთითეთ დირექტორია, რომელშიც გინდათ გადასვლა. ასე მაგალითად მე ჩემ სისტემაზე ვიყენებ ბრძანებას cd /Users/dimitri/Projects/wiki/first_program.

დაათავალიერეთ სამუშაო დირექტორია. დარწმუნდით, რომ მასში მართლაც ერთადერთი ფაილია. დირექტორიის დასათვალიერებლად გამოიყენეთ ls ბრძანება (dir, თუ Windows-ია).

ნაბიჯი 5

კომპილირებისთვის აკრიფეთ ტეემინალში:

javac HelloWorld.java

javac არის Java-ს კომპილატორი. ჩვენ გამოვიძახეთ ის და გადავეცით იმ ფაილების სია (ამ შემთხვევაში ერთი ფაილია), რომელიც ექვემდებარება კომპილირებას. თუ აქამდე ყველა ნაბიჯი სწორად გაიარეთ, მაშინ ეკრანზე არაფერი ახალი არ დაიწერება. თუკი კომპილატორმა პრობლემა აღმოაჩინა ის ეკრანზე გამოიტანს შეცდომის მოკლე აღწერილობას. თუკი ეს ასე მოხდა კიდევ ერთხელ გადახედეთ, რამდენად სწორად დაიცავით ნაბიჯები 1 - 4.

თუკი კომპილატორმა შეცდომა არ გამოაგდო, კიდევ ერთხელ გამოიძახეთ დირექტორიის დათვალიერების ბრძანება ls (ან dir). ახლა წესით, გარდა საწტისი ფაილისა, უნდა დაინახოთ კიდევ ერთი ფაილი, სახელად HelloWorld.class. ეს ჩვენი პროგრამის კომპილირებული ვერსიაა. .class გაფართოების მქონე ფაილები არის Java-ს კომპილირებული ფაილები, მათი შესრულება უკვე შეუძლია Java ვირტუალურ მანქანას.

ნაბიჯი 6

მოდით შევასრულოთ პროგრამა!

აკრიფეთ კონსოლზე:

java HelloWorld

თუ ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული, კონსოლზე უნდა გამოვიდეს ტექსტი

Hello, World!

შეჯამება

რედაქტირება

ჩვენ დავწერეთ ჩვენი პირველი პროგრამა. შესაძლოა ის ჯერ ბუნდოვანია თქვენთვის, მაგრამ მიჩვევა დროის ამბავია. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების. თამამად სცადეთ რაიმე შეცვალოთ პროგრამაში, მაგალითად, გამოატანინოთ Hello, Java!.