Java/კლასის გამოცხადება

ყველა პროგრამა Java-ში იწერება კლასის შიგნით. კლასი წარმოადგენს შაბლონს ობიექტისთვის.

ასე, მაგალითად, თუ გვინდა პროგრამის დაწერა ზოოპარკისთვის, პირველი რაც მოგვდის თავში არის განვსაზღვროთ ის რაც უნდა წარმოადგენდეს ცხოველს. რადგან ცხოველები მეორეს მხრივ ბევრია, ამიტომ ჩვენ გვინდა გენერალური გეგმა რის მიხედვითაც შევქმნით ვირტუალურ ცხოველებს პროგრამაში. ასეთ გენერალურ გეგმად გამოდგებოდა კლასი Animal.

შექმენით დირექტორია /zoo და მასში ფაილი Animal.java და ჩაწერეთ:

package zoo;

public class Animal {
    private String name;

    public void setName(String name) {
        this.name = name;
    }

    @Override
    public String toString() {
        return name;
    }
}

პირველი ხაზი აცხადებს, რომ ეს კლასი მიეკუთვნება zoo სახელთა ჯგუფს (ჩვენ ის /zoo დირექტორიაშიც ჩავდეთ). მესამე ხაზიდან ხდება კლასის გამოცხადება. public class აღნიშნავს იმას, რომ ეს კლასია, თანაც ხელმისაწვდომი ყველასთვის. მეოთხე ხაზზე ხდება ეგზემპლარის ცვლადის განსაზღვრა, რომელიც არის String ტიპის და ხელმისაწვდომია კლასის შიგნით, რაზეც მიუთითებს private. ორი მეთოდი setName და toString ემსახურებიან ერთი სახელის დაყენბას, ხოლო მეორე მის მიღებას. და რადგანაც Animal არის java.lang.Object-ის გაფართოება, ამიტომ მას საწყისადვე აქვს toString მეთოდი და ჩვენ აქ მის გადასაზღვრას ვახდენთ, რაზეც მიუთითებს კიდევ @Override.