სურათის ტეგი და Src ატრიბუტი

რედაქტირება

HTML-ში სურათები განისაზღვრებიან <img> ტეგით. <img> ტეგი არის ცარიელი, რაც იმას ნიშნავს რომ ის შეიცავს ატრიბუტებს და არ გააჩნია სასრული ტეგი. იმსათვის რომ გვერდზე გამოისახოს სურათი, უნდა გამოიყენოთ src ატრიბუტი. Src ნიშნავს "source"(წყარო)-ს. Src ატრიბუტის მნიშვნელობა არის გვერდზე გამოსასახავი სურათის URL. სურათის განსაზღვრის სინტაქსია:

<img src="url">

URL ნიშნავს ადგილს, სადაც სურათია შენახული. სურათი სახელად “Hyper Text Markup Language” მდებარეობს wikibooks/ka/thumb/e/ee დირექტორიაში საიტზე http://ka.wikibooks.org/ და მისი მისამართია : http://upload.wikimedia.org/wikibooks/ka/thumb/e/ee/Hyper_Text_Markup_Language.png/250px-Hyper_Text_Markup_Language.png
ბრაუზერი სურათს დებს იქ, სადაც ტეგია მითითებული. თუ თქვენ ჩადებთ სურათის ტეგს ორ პარამეტრეს შორის, მაშინ ბრაუზერი აჩვენებს ჯერ პირველ ტეგს, მერე სურათს და ბოლოს მეორე ტეგს.

Alt ატრიბუტი

რედაქტირება

Alt ატრიბუტი გამოიყენება სურათის "alternate text"(ალტერნატიული ტექსტი)-სათვის. Alt ატრიბუტის მნიშვნელობა არის ავტორისადმი დაწერილი ტექსტი :

<img src="boat.gif" alt="Big Boat">

Alt ატრიბუტში შეყვანილი ტექსტი გამოჩნდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი ვერ გახსნის სურათს. Alt ატრიბუტის ჩასმა მოსახერხებელია, რადგან ზოგ მომხმარებელს აქვს text-only ბრაუზერი.

ბაზური ჩანაწერები - სასარგებლო წვრილმანები

რედაქტირება

თუ HTML ფაილი შეიცავს 10 სურათს, 11 ფაილი მოთხოვნილია გვერდის სწორად გამოსახვისათვის. სურათების ჩამოტვირთვას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ ერთ ფაილში ბევრი სურათის არსებობა არ არის რეკომენდირებული.

სურათის ტეგები

რედაქტირება
სურათის ტეგები
ტეგი აღწერა
<img> განსაზღვრავს სურათს
<map> განსაზღვრავს სურათის რუკას
<area> განსაზღვრავს მოქმედების შესაძლებლობის სურათს სურათის რუკაზე