უწესრიგო სიები

რედაქტირება

უწესრიგო სიები არის ელემენტების სიები. ელემენტების სია მარკირებულია ნიშნულებით (ტიპიურად პატარა შავი წრეებით).
უწესრიგო სია იწყება <ul> ტეგით. თითოეული სიის ელემენტი იწყება <li> ტეგით.

<ul>
<li>Coffee</li>
<li>Milk</li>
</ul>

სია ბრაუზერში გამოისახება ასე:
• Coffee
• Milk
სიის ელემენტებში შეგიძლიათ ჩადოთ პარამეტრები, ხაზის წყვეტები, სურათები, ბმულები, სხვა სიები და ა.შ.

წესრიგიანი სიები

რედაქტირება

წესრიგიანი სიები აგრეთვე არიან ელემენტების სიები. ელემენტების სიები მარკირებულია რიცხვებით.
წესრიგიანი სია იწყება <ol> ტეგით. სიის ყოველი ელემენტი იწყება <li> ტეგით.

<ol>
<li>Coffee</li>
<li>Milk</li>
</ol>

სიას ბრაუზერში ექნება ასეთი სახე :
1.Coffee
2.Milk
წესრიგიან სიებში შეგიძლიათ ჩადოთ პარაგრაფები, ხაზის წყვეტები, სურათები, ბმულები, სხვა სიები და ა.შ.

განმარტებული სიები

რედაქტირება

განმარტებული სიები არ არიან ელემენტების სიები. ეს არის ელემენტების და ტერმინის ახსნის სია.
განმარტებული სიები იწყება <dl> ტეგით. სიის თითოეული ელემენტი იწყება <dt> ტეგით. სიის თითოეული ტერმინის ახსნა იწყება <dd> ტეგით.

<dl>
<dt>Coffee</dt>
<dd>Black hot drink</dd>
<dt>Milk</dt>
<dd>White cold drink</dd>
</dl>

სიას ბრაუზერში ექნება ასეთი სახე :
Coffee
....Black hot drink
Milk
....White cold drink

განმარტებულ სიებში შეგიძლიათ ჩადოთ პარაგრაფები, ხაზის წყვეტები, სურათები, ბმულები, სხვა სიები და ა.შ.

სიის ტეგები

რედაქტირება
სიის ტეგები
ტეგი აღწერა
<ol> განსაზღვრავს წესრიგიან სიას
<ul> განსაზღვრავს უწესრიგო სიას
<li> განსაზღვრავს სიის ელემენტს
<dl> განსაზღვრავს განმარტებულ სიას
<dt> განსაზღვრავს ახსნილ ტერმინს
<dd> განსაზღვრავს განმარტების აღწერას
<dir> უარყოფითი. გამოიყენება
    -ის ნაცვლად
<menu> უარყოფითი. გამოიყენება
    -ის ნაცვლად