მიბმული ტეგები და Href თვისებები
რედაქტირება
HTML იყენებს (მიბმა) ტეგს, სხვა დოკუმენტის ბმულის გასაკეთებლად.
მიბმას აქვს წვდომა ნებისმიერ რესურსზე ინტერნეტში: HTML გვერდი, სურათი, მუსიკა, ფილმი და აშ.
მიბმის გაკეთების სინტაქსი:
ეკრანზე გამოსატანი ტექსტი
ტეგი გამოყენებულია მიბმის ბმულის გასაკეთებლად, href თვისება გამოყენებულია მისამართის მითითებისთვის, მიბმის საწყის და სასრულ ტეგებს შორის განთავსებული სიტყვები ეკრანზე გამოისახება, როგორც ჰიპერბმული.
ეს მიბმა აღწერს ვიკიწიგნების მისამართს:
ვიკიწიგნები
ბრაუზერში მას ექნება სახე :
ვიკიწიგნები
სამიზნე ატრიბუტები
რედაქტირება
სამიზმე ატრიბუტებით თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ სად გაიხსნება ბმული.
ეს ბმული გაიხსნება ბრაუზერის ახალ ფანჯარაში:
ვიკიპედია
მიბმული ტეგი და სახელის ატრიბუტი
რედაქტირება
სახელის ატრიბუტი გამოიყენება დასახელებული მიბმისათვის. როდესაც იყენებთ დასახელებულ მიბმას, თქვენ ქმნით ბმულს რომელიც გადახტება გვერდის რომელიმე ნაწილში. მორბენალების გამოყენების ნაცვლად საკმარისია იქმოქმედოთ ამ ბმულზე და თქვენ მოხვდებით გვერდის სასურველ ნაწილში.
დასახელებული მიბმის სინტაქსი :
Text to be displayed
მიბმის სახელი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ტექსტი.
დასახელებული მიბმის ქვემოთ განსაზღვრის სინტაქსი:
Useful Tips Section
შეამჩნევდით რომ დასახელებული მიბმა არ გამოისახება განსხვავებული გზით.
ბმულის დირექტორიაში ჩაამატეთ სიმბოლო #, ხოლო შემდეგ მიბმის სახელი. ასე, მაგალითად:
ბაზური ჩანაწერები - გამოყენებადი წვრილმანები
რედაქტირება
ყოველთვის დაამატეთ სლეში ბმულის ბოლოში. თუკი თქვენი ბმული ასეთია: href="http://ka.wikipedia.org/wiki/HTML", სერვერზე შეიქმნება ორი HTTP მოთხოვნა, იმიტომ რომ, სერვერი ავტომატურად დაამატებს ბმულის ბოლოში სლეშს და შექმნის ახალ მოთხოვნას:
href=”http://ka.wikipedia.org/wiki/HTML/ ”.
დასახელებული მიბმები ხშირად გამოიყენებიან დიდი დოკუმენტის ცხრილებში. დოკუმენტის შიგნით თითოეული სიმბოლო გადაცემულია დასახელებულ მიბმაზე და ამ მიბმის თითოეულ ბმულს გადაყავხარ დოკუმენტის თავში.
თუ ბრაუზერი ვერ პოულობს დასახელებულ მიბმას, მაშინ ის ზუსტად განისაზღვრა და გადავიდა დოკუმენტის თავში. შეცდომები არ ხდება.