HTML/HTML-ის ელემენტები
HTML-ის ტეგები
რედაქტირება- HTML ტეგები გამოიყენებიან HTML ელემენტების მარკირებისათვის;
- HTML ტეგები გარშემორტყმულნი არიან ორი სიმბოლოთი - < და >;
- ტეგების გარშემომრტყმელ სიმბოლოებს ეწოდებათ კუთხური ფრჩხილები;
- HTML ტეგები წარმოადგენენ წყვილებს, მაგალითად, <b> და </b>;
- თითოუელი წყვილის პირველი ტეგი არის საწყისი ტეგი, ხოლო მეორე სასრული ტეგი;
- საწყის და სასრულ ტეგებს შორის მოთავსებულ ტექსტს ეწოდება ელემენტის შიგთავსი;
- HTML ტეგებში არ აქვს მნიშვნელობა ისინი პატარა ასოებით დაიწერებიან, თუ დიდით, მაგალითად <b> ტეგი იგევეა, რაც <B> ტეგი.
HTML-ის ელემენტები
რედაქტირებაგაიხსენეთ პირველი HTML მაგალითი:
<html> <head> <title>გვერდის სათაური</title> </head> <body> ეს არის ჩემი პირველი ვებ გვერდი <b>ეს ტექსტი არის მუქი</b> </body> </html>
ეს არის HTML-ის ელემენტი :
<b>ეს ტექსტი არის მუქი</b>
HTML-ის ელემენტი იწყება საწყისი ტეგით : <b>.
HTML-ის ელემენტის შიგთავსი არის : ეს ტექსტი არის მუქი.
HTML-ის ელემენტი მთავრდება სასრული ტეგით : </b>.
<b> ტეგის მიზანი არის ის, რომ განსაზღვროს HTML-ის ელემენტი, რომელიც გამოისახება მუქად.
ესეც არის აგრეთვე HTML-ის ელემენტი:
<body> ეს არის ჩემი პირველი ვებ გვერდი <b>ეს ტექსტი არის მუქი</b> </body>
ეს ელემენტი იწყება საწყისი ტეგით <body>, და სრულდება სასრული ტეგით </body>.
<body> ტეგის მიზანი არის ის, რომ განსაზღვროს HTML-ის ელემენტი, რომელიც შეიცავს HTML დოკუმენტის აგებულებას.
რატომ ვიყენებთ მხედრულ ტეგებს?
რედაქტირებაახლახანს ვთქვით რომ HTML ტეგებში განსხვავება არ იქნება მათ დიდი ასოებით დავწერთ თუ პატარათი. ვებ გვერდების უმრავლესობა შექმნილია დიდი ასოებით დაწერილი ტეგებით. ჩვენ ვიყენებთ პატარა ასოებით დაწერილ ტეგებს. რატომ?
თუ გსურთ მიყვეთ ბოლო ვებ სტანდარტებს, უნდა გამოიყენოთ პატარა ასოებით დაწერილი ტეგები. მსოფლიო აბლაბუდას/ქსელის კონსორციუმი (W3C) თავიანთ HTML რეკომენდაციებში, როკომენდაციას უწევს მხედრული ასოებით დაწერილ ტეგებს, ხოლო XHTML (HTML-ის შემდგომი გენერაცია) მოითხოვს ამას.
თარგი:გასწორებათარგი:უწყარო== ტეგების თვისებები ==
ტეგებს შეუძლიათ ქონდეთ თვისებები. ტეგების თვისებები უზრუნველყოფენ HTML-ის ელემენტების დამატებით ინფორმაციებს.
მიმდინარე ტეგი საზღვრავს HTML ცხრილს : <table>. დამატებული საზღვრების თვისებებით, თქვენ შეგიძლიათ ბრაუზერს გადასცეთ ინფორმაცია, რომ შექმნილ ცხრილს არ ექნება საზღვრები : <table border="0">.
თვისებები იწერებიან წყვილად, მაგალითად, name="value".
თვისებები ყოველთვის განისაზღვრებიან HTML-ის ელემენტის დაწყებით ტეგში.
თვისებების მნიშვნელობების ციტირება
რედაქტირებათვისებების მნიშვნელობები ყოველთვის ისმებიან ციტატაში. ბრჭყალებში ჩასმული მნიშვნელობები არიან უფრო მეტად საერთონი, მაგრამ აპოსტროფებში ჩასმული მნიშვნელობებიც აგრეთვე დასაშვებია.
ზოგიერთ იშვიათ სიტუაციებში, მაგალითად, როდესაც მნიშვნელობა თავისთავად შეიცავს ციტატას, აუცილებელია გამოვიყენოთ აპოსტროფები :
name='John "ShotGun" Nelson'