Graphisoft ArchiCAD/2.4. ინტერფეისის სხვა ელემენტები

საწყისი დიალოგი

რედაქტირება

ArchiCAD-ის გაშვებისას ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა Start ArchiCAD (ArchiCAD-ის გაშვება) (სურ. 42). ამ ფანჯრის დახმარებით შესაძლებელია ავირჩიოთ პროგრამის გაშვების ერთ-ერთი ვარიანტი :

  • ახალი პროექტის დაწყება ბოლოს გამოყენებული პარამეტრებით, შაბლონებით, ან თავდაპირველი პარამეტრებით.
  • არსებული ფაილის გახსნა;
  • ჯგუფურ პროექტში ჩართვა;

არსებული ფაილის ArchiCAD-ში თაგუნას ღილაკზე ორჯერადი მოქმედეით გახსნისას საწყისი დიალოგი, არ გამოდის.

 


ელემენტების პარამეტრების დასაყენებელი დიალოგური ფანჯარა

რედაქტირება

ArchiCAD-ში პროექტის ყველა ელემენტს გააჩნია პარამეტრები, რომელიც აღწერილია პარამეტრების კრებულის მეშვეობით და რომლის საშუალებითც ნებისმიერი ელემენტის პარამეტრების შეცვლა შესაძლებელია პროექტზე მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე. ელემენტების პარამეტრების შეცვლა შესაძლებელია მათი დიალოგური ფანჯრებიდან(სურ. 43).

 

პარამეტრების სხვადასხვა ჯგუფები დაჯგუფებულნი არიან დიალოგური ფანჯრის რგოლებში. ელემენტის ტიპიდან გამომდინარე ფანჯარას შეისაძლოა გააჩნდეს ერთიდან, ათამდე ელემენტების დამახასიათებელი პარამეტრების შემცველი რგოლი(ელემენტის შექმნის საშუალებები, მისი ზომები, გეგმაზე, ჭრილებზე, ფასადებზე, ЗD ფანჯრებზე და პროექტის ადგილებზე წარმოდგენა). რგოლების დახურვა/გახსნა ხდება რგოლის სათაურზე თაგუნას მარცხენა ღილაკზე მოქმედებით. თუ გახსნილია რომელიმე რგოლი, მეორე რგოლის გახსნისას, რომელიც ფანჯრის ზომაზე დიდია, პირველი რგოლი ავტომატურად იხურება. ბიბლიოთეკური ელემენტების პარამეტრების დიალოგური ფანჯარა, ასევე შეიცავს ბიბლიოთეკის ელემენტების ნავიგაციებს და ბიბლიოთეკის შემცველობის დასათვარიელებელ ფანჯარას(სურ. 44). ელემენტების ნავიგაციისა და დასათვარიელებელი ფანჯრის ფორმის მართვა შესაძლებელია თაგუნას დახმარებით ჩამოსაშლელ მენიუში, რომელიც მდებარეობს დიალოგური ფანჯრის მარცხენა ზედა კუთხეში(სურ. 45).

 

 

ინტელექტუალური კურსორი

რედაქტირება

ArchiCAD-ის მომხმარებლის საქმის გასაადვილებლად არსებობს ინტელექტუალური კურსორი. მისი ”ინტელექტუალობა” გამომდინარეოს იქიდან, რომ მას შეუძლია შეიცვალოს ფორმა სხვადასხვა სიტუაციებში. ის განსაზღვრავს პროექტის მიმდინარე მდგომარეობას და ეხმარება კონსტრუქორს ორიენტირებაში.
ქვემოთ მოცემულია ყველა შესაძლო ფორმა, რომელსაც კურსორი იღებს სხვადასხვა სიტუაციებში :

 - მიზანი - ჩნდება სამუშაო ფანჯრის ცარიელ ადგილზე კურსორის ყოფნისას;
 - ნიშანი - მიუთითებს პროექტის ელემენტების ღერძთან მდებარეობას;
 - მუქი ნიშანი - მიუთითებს პროექტის ელემენტების ღერძების წვეროებთან მდებარეობას;
 - მერსედესი - მიუთითებს ელემენტის ბადესთან მდებარეობას;
 - მუქი მერსედესი - მიუთითებს კედლის მთავარ ღერძთან და კოჭის ღერძულ ხაზთან მდებარეობას;
 - გადაკვეთა - მიუთითებს ელემენტების გადაკვეთის მდებარეობას;
 - ისარი - მიმთითებლის გააქტიურების შემდეგ ჩნდება სამუშაო ფანჯრის ცარიელ ადგილზე ყოფნისას;
 - ისარი ნიშნით - მიმთითებლის გააქტიურების შემდეგ მიუთითებს ობიექტის მთავარი წერტილის მდებარეობას;
 - ისარი მუქი ნიშნით - მიმთითებლის გააქტიურების შემდეგ მიუთითებს კედლის მთავარი ღერძის წვეროების და კოჭის ღერძულ ხაზთან მდებარეობას;
 - კურსორი მერსედესით - მიმთითებლის გააქტიურების შემდეგ მიუთითებს ელემენტის ბადესთან მდებარეობას;
 - კურსორი მუქი მერსედესით - მიმთითებლის გააქტიურების შემდეგ მიუთითებს კედლის მთავარ ღერძთან და კოჭის ღერძულ ხაზთან მდებარეობას;
 - კურსორი გადაკვეთით - მიმთითებლის გააქტიურების შემდეგ მიუთითებს ელემენტების გადაკვეთის მდებარეობას;
 - კურსორი პერპენდიკულარობის ნიშნით - მიუთითებს ბადესთან, ან თაღთან პერპენდიკულარულად მიერთებას ელემენტის გადაადგილებისას;
 - კურსორი მხების ნიშნით - მიუთითებს თაღთან მხებით მიერთებას ელემენტის გადაადგილებისას;
 - ღრუბელი - ჩნდება ჰორიზონტალური და პერსპექტიული ЗD პროექტირების ფანჯარაში ცარიელ ადგილას ყოფნისას;
 - თეთრი ფანქარი - ჩნდება ცარიელ ადგილას ყოფნისას, ელემენტის შექმნის ან რედაქტირების დროს;
 - შავი ფანქარი თეთრი სათავით - მიუთითებს მთავარი წერტილის მიერთებას ელემენტის შექმნისას, ან რედაქტირებისას;
 - შავი ფანქარი - მიუთითებს კედლის მთავარი ღერძის წვეროებთან, ან თაღის ღეძულ ხაზებთან მიერთებას ელემენტის შექმნისას ან რედაქტირებისას;
 - წახნაგა ფანქარი - მიუთითებს ელემენტის ბადესთან მიერთებას ელემენტების შექმნისას, ან რედაქტირებისას;
 - წახნაგა ფანქარი შავი სათავით - მიუთითებს კედლის მთავარ ღერძთან, ან თაღის ღერძულ ხაზთან მიერთებას ელემენტის შექმნისას, ან რედაქტირებისას;
 - მახვილი ფანქარი გადაკვეთით - მიუთითებს ელემენტების ბადეების გადაკვეთის წერტილების მდებარეობას ელემენტის შექმნისას, ან რედაქტირებისას;
 - მახვილი ფანქარი პერპენდიკულარობის ნიშნით - მიუთითებს ბადესთან, ან თაღთან პერპენდიკულარულად მიერთებას ელემენტის შექმნისას, ან რედაქტირებისას;
 - მახვილი ფანქარი მხებით - მიუთითებს საზღვრებთან მიერთებას;
 - ჯადოსნური ჯოხი - ჩნდება არსებული ელემენტების ავტომატური კონტურის ნაკვალევის დატოვებისას, ახალი ელემენტების შესაქმნელად;
 - ცარიელი პიპეტი - ელემენტის პარამეტრების დიალოგურ ფანჯარაში გადაცემისას ჩნდება ესკიზის ცარიელ ადგილას;
 - ცარიელი შპრიცი - დიალოგურ ფანჯარიდან ელემენტზე პარამეტრების გადაცემისას ჩნდება ესკიზის ცარიელ ადგილას;
 - სავსე პიპეტი - ელემენტის პარამეტრების დიალოგურ ფანჯარაში გადაცემისას ჩნდება ელემენტზე კურსორის ყოფნისას;
 - სავსე შპრიცი - დიალოგურ ფანჯარიდან ელემენტზე პარამეტრების გადაცემისას ჩნდება ელემენტზე კურსორის ყოფნისას;
 - მაკრატელი - ჩნდება ელემენტების ამოჭრისას;
 - თვალი - პროგრამის მოთხოვნაზე პასუხად ჩნდება მიმართულების მითითებისას (მაგალითად, სახურავის დახრილობის მიმართულება);
 - ორმაგი თვალი - ჩნდება ფანჯრებისა და კარებების კედელში საჭირო მხარეს ჩასმის განსასაზღვრავად;
 - ჩაქუჩი - ჩნდება განზომილებიანი ხაზის, კუთხური ზომის, აღნიშვნის დონის, ზონის მასშტაბის და დაშტრიხული არის განთავსების ადგლის მითითების დროს;
 - სამთითა - ჩნდება მონიშვნის მოძრავი ჩარჩოს გადაადგილებისას და ბუფერის შემცველობის პროექტში ჩასმისას;
 - გადიდება - ჩნდება გამოსახულების გადიდების დროს;
 - დაპატარავება - ჩნდება გამოსახულების დაპატარავების დროს;
 - ხელი - ჩნდება პანორამის შეცვლის დროს;
 - პატარა ხელი - ჩნდება გამოსახულებაზე მონიშვნის ჩარჩოს გადაადგილებისას;
 - ბულდოზერი - გამოდის ფაილის ავტომატური დამახსოვრების დროს.

კონტექსტური მენიუ

რედაქტირება

კონტექსტური მენიუ იხსნება თაგუნას მარჯვენა ღილაკზე პროექტის მთავარ და დამხმარე ფანჯრების ნებისმიერ ადგილზე მოქმედებით. კონტექსტური მენიუ შეიცავს ბრძანებეს, რომელიც შესაძლია შესრულდეს მიმდინარე მომენტში, მიმდინარე ფანჯარაში. თუკი სართულის გეგმის ფანჯარაში მონიშნულია რაიმე ელემენტი მაშინ კონტექსტური მენიუ შეიცავს მისი რედაქტირების ბრძანებებს, ხოლო თუ არცერთი ელემენტი მონიშნული არაა, მაშინ კონტექსტური მენიუ შეიცავს გამოსახულების მართვის ბრძანებებს(სურ. 46).