Graphisoft ArchiCAD/2.3. მოძრავი პანელები
ინსტრუმენტების პანელი
რედაქტირებაინსტრუმენტების პანელი(სურ. 28) შეიცავს პროექტზე მუშაობისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს.
ამ პანელში შედიან შემდეგი ინსტრუმენტები :
1.კურსორი - ემსახურება ობიექტების გამოყოფას;
2.მოძრავი ჩარჩო - გამოიყენება ობიექტების მოსანიშნად;
3.კედელი - ქმნის შენობის კედლებს;
4.სვეტი - ქმნის შენობის სვეტებს;
5.კოჭი - ქმნის კოჭებს;
6.ფანჯარა - კედლებში დგამს ფანჯრებს;
7.კარები - კედლებში დგამს კარებებს;
8.კუთხური ფანჯარა - კედლებში დგამს კუთხურ ფანჯრებს;
9.სინათლის ლუკი - სახურავზე დგამს სინათლის ლუკებს და მანსანდურ ფანჯრებს;
10.ობიექტი - პროექტში ბიბლიოთეკიდან დგამს 2D და ЗD ობიექტებს;
11.სინათლის წყარო - ალაგებს სინათლის წყაროებს;
12.კიბე - დგამს კიბეს;
13.გადახურვა - ქმნის გადახურვას;
14.სახურავი - ქმნის დახრილ სახურავებს;
15.ЗD ბადე - ქმნის ЗD ზედაპირს;
16.მოცულობითი ჯაჭვი - ადგენს ხაზობრივ ზომებს და შენიშვნებს;
17.რადიანული ზომა - ადგენს რადიანულ ზომას;
18.დონის აღნიშვნა - ადგენს დონის აღნიშვნას(გეგმაზე);
19.კუთხური ზომა - ადგენს კუთხურ ზომას;
20.ტექსტი - ესკიზზე ქმნის წარწერას
21.დაშორებული წარწერა - ესკიზზე დგამს დაშორებულ წარწერას;
22.ზონა - განსაზღვრავს ზონირებულ შენობებს;
23.ჩრდილი - ქმნის დაჩრდილულ არეებს;
24.ხაზი - ქმნის სწორ ხაზებს;
25.თაღი/წრე - ქმნის თაღებს და წრეებს;
26.ტეხილი ხაზი - ქმნის სწორი და თაღური ხაზებით შემდგარ ტეხილ ხაზებს;
27.მოხრილი ხაზი - ქმნის ხაზებს;
28.ნახატი - პროექტში ათავსებს ნახატს;
29.კუთხური წერტილი - ქმნის წერტილის კუთხეებს;
30.ჭრილი/ფასადი - გეგმაზე ათავსებს მკვეთრ სიბრტყეებს, ჭრილებისა და ფასადების ასაშენებლად;
31.დეტალი - განსაზღვრავს გეგმაზე ან ფასადზე/ ჭრილზე გამოსახულებს ფრაგმენტს დეტალების ფანჯარაში დეტალური გადამუშავებისათვის;
32.კამერა - ЗD ფანჯარაში ქმნის ვირტუალურ კამერას;
ინფორმაციული ცხრილი
რედაქტირებაინფორმაციული ცხრილი(სურ. 29) საშუალებას გვაძლევს დავაყენოთ ელემენტების მთავარი პარამეტრები(შექმნისას, ან რედაქტირებისას), ასევე გვიშვებს ელემენტების დიალოგურ ფანჯრებთან. ინფორმაციული ცხრილის ზომის შეცვლა შესაძლებელია, მისი საზღვრების თაგუნას დახმარებით გამოძრავებით(სურ. 30). ასევე შესაძლებელია მისი შემადგენლობის კონფიგურირება.
ნავიგატორი
რედაქტირებანავიგატორი(სურ. 31) - სპეციალური მოძრავი პანელი, რომელიც თვალსაჩინოდ გამოსახავს პროექტის სტრუქტურას, მის ყველა ხედს(გეგმები, ჭრილები, ფასადები, დეტალები, 3D ხედები, ფოტოგამოსახულებები და ა.შ.) და დოკუმეტებს(შენიშვნები, სპეციფიკაციები).
ნავიგატორი ამცირებს პროექტის ელემენტებთან მისასვლელ გზას. ისევე როგორც ნებისმიერი დოკუმენტის, ნავიგატორში დოკუმენტის გახსნა შესაძლებელია თაგუნას ღილაკზე ორჯერადი მოქმედებით. ამას გარდა ნავიგატორი ასრულებს გამოსახულებების ფუნქციებს და საშუალებას გვაძლევს სწრაფად გადავაადგილდეთ მათ შორის. ნავიგატორის ზომის შეცვლა შესაძლებელია მისი საზღვრების თაგუნას ღილაკით გამოძრავებით(სურ. 32).
წინასწარი დათვარიელების ნავიგატორი
რედაქტირებაწინასწარი დათვარიელების ნავიგატორი(სურ. 33) გამოსახავს ნავიგატორში არჩეული ხედის შემცირებულ გამოსახულებას, ასევე მართავს გამოსახულებას 2D, ან 3D ფანჯრებში.
წინასწარი დათვარიელების ნავიგატორის ზომების შეცვლა ასევე შესაძლებელია თაგუნას ღილაკის დახმარებით.
საკოორდინატო პანელი
რედაქტირებასაკოორდინატო პანელი(სურ. 34) გამოსახავს ინფორმაციას კურსორის მიმდინარე კოორდინატებზე(აბსოლუტური, ან შედარებითი), მართავს საკოორდინატო ბადის პარამეტრებს (ჩართვა და გამორთვა, გადაადგილება და მობრუნება), განსაზღვრავს კურსორის ადგილმდებარეობის რეჟიმებს, გრავიტაციას(ელემენტების ავტომატური შეერთება სახურავებთან და სხვა სიბრტყეებთან), საშუალებას გვაძლევს შევიყვანოთ კურსორის ადგილმდებარეობის რიცხობრივი მნიშვნელობა ელემენტების შექმნისას და რედაქტირებისას.
მართვის პანელი
რედაქტირებამართვის პანელი(სურ. 35) საშუალებას გვაძლევს პროექტის ელემენტების შექმნისას, ან რედაქტირებისას ვმართოთ კურორის გადაადგილება : ვუზრუნველყოთ მისი გადაადგილება დანიშნული კუთხით, ან სივრცით, ვმართოთ კურსორის მიბმა არსებულ ელემენტთან. ამას გარდა მართვის პანელი საშუალებას გვაძლევს დროებით დავაჯგუფოთ შეგროვებული ელემენტები, უკვე არსებულ ობიექტებზე დაფუძვნებით ავტომატურად შევქმნათ ობიექტები, დავადასტუროთ ან გავაუქმოთ მიმდინარე ქმედება.
რჩეული ელემენტების პანელი
რედაქტირებაპანელი Favorites (რეჩეულები) (სურ. 36) საშუალებას გვაძლევს მყარ დისკზე ფაილის სახით დავიმახსოვროთ ესკიზური და ბიბლიოთეკური კონსტრუქციული პარამეტრები. რის შემდეგადაც შესაძლებელი იქნება პანლზე ელემენტების სიაში საჭირო ელემენტის სახელზე თაგუნას ღილაკით მოქმედებისას მისი გამოძახება.
არჩევის პანელი
რედაქტირებაპანელი Selections (არჩევები) (სურ. 37) საშუალებას გვაძლევს დავიმახსოვროთ არჩეული ელემენტების კრებული, იმისათვის რომ შემდგომში ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იყოს სწრაფად დავბრუნდეთ ადრე მონიშნულ ელემენტებთან.
პროექტის ბიბლიოთეკის სტატუსის პანელი
რედაქტირებაპროექტის ბიბლიოთეკის სტატუსის პანელი(სურ. 38) ჩნდება ფაილის გახსნისას ბიბლიოთეკის ჩატვირთვაში პრობლემის პრობლემის აღმოჩენისას. ეს პანელი გამოსახავს ჩატვირთული ბიბლიოთეკის შემცველ ელემენტების სიას, ასევე ერთი და იგევე სახელის მქონე ელემენტების სიას. ღილაკი Library Manager (ბიბლიოთეკის მენეჯერი) ხსნის დიალოგურ ფანჯარას ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი პრობლემების გადასაჭრელად.
ფენების სწრაფი მართვის პანელი
რედაქტირებაფენების სწრაფი მართვის პანელი(სურ. 39) დანიშნულია ფენების ხედვადობის და წვდომადობის სწრაფად მართვისათვის, დიალოგური ფანჯრების გახსნის გარეშე.
ელემენტების ინფორმაციის პანელი
რედაქტირებაელემენტების ინფორმაციის პანელი (სურ. 40) გამოსახავს პანელზე, ან ჭრილზე/ფასადზე მონიშნული პროექტის ელემენტების სხვადასხვა ინფორმაციას. ამ პანელზე არსებული ღილაკების დანიშნულებაა გამოტანილი ინფორმაციის არჩევა მისი ტიპის მიხედვით(აღწერილობითი ინფორმაცია, ხაზობრივი ზომები, მოედნები და ა.შ.).
მოძრავი პანელების ხედვადობის მართვა
რედაქტირებამოძრავი პანელების ხედვადობის სამართვად უნდა შევასრულოთ შემდეგი მენიუს ბრძანება Window (ფანჯარა)/Floating Palettes (მოძრავი პანელები). თითოეული ბრძანება მართავს თითოეული მოძრავი პანელის ეკრანზე გამოტანა-გათიშვას(სურ. 41).