Graphisoft ArchiCAD/2.1. ArchiCAD-ის ფანჯარა

(გადმომისამართდა Graphisoft Archicad/2.1. ArchiCAD-ის ფანჯარა-დან)

პროგრამის მრავალფანჯრიანი ინტერფეისი

რედაქტირება

ArchiCAD-ის სამუშაო გარემო იქმნებოდა სპეციალურად ავტომატიზირებული პროექტირების სპეციალიზირებულ სისტემაში არქიტექტორების საჭიროებების გათვლით, რომელსაც უნდა წარმოედგინა ყველა საჭირო ინსტრუმენტი და არ უნდა ყოფილიყო საჭირო პროექტირებისას მომხმარებლის ფსიქოლოგიის ტესტი. ამ პრინციპებმა იპოვეს თავიანთი ადგილი პროგრამის ინტერფეისში, რომლებიც თავიდანვე ორიენტირებულნი არიან არქიტექტურული პროექტირების სპეციფიკური დავალებების შესრულებისათვის და შეიცავენ ყველა ეფექტური მუშაობისათვის საჭირო ინსტრუმენტებს. პროგრამის ინტერფეისი წარმოადგენს სამუშაო ფანჯრების ჯამურ დინამიკურ კავშირს : სართულის გეგმის ფანჯარა, ჭრილის/ფასადის ფანჯარა, პროექტის მოცულობითი წარმოდგენის ფანჯარა(სურ. 4). ამას გარდა, პროექტში შესული ინფორმაციის ამოღებისას(სპეციფიკაციის შემადგენლობა, მატერიალების მარაგის გათვლა და ა.შ.), გამოიყენება დამხმარე ფანჯრები. სამუშაო ფანჯრები ემსახურებიან პროექტის შექმნას, რედაქტირებას და დათვარიელებას, ხოლო დამხმარეები კი მხოლოდ პროექტში შემავალი ინფორმაციის გამოსასახავად.

 

ArchiCAD-ში მუშაობა მიდის არა გამოყოფილ ესკიზებზე, არამედ შენობის ვირტუალურ მოდელზე. პროგრამაში არსებული ყველა სამუშაო ფანჯარა ყოველთვის ახლდება პროექტზე მუშაობისას, ამიტომ არქიტექტორი, რომელიც არედაქტირებს, მაგალითად, შენობის გეგმას, მასთან ერთად ხედავს შეტანილ ცვლილებებს ჭრილებში, სექციებში, ფასადებში და სპეციფიკაციებში.

სამუშაო ფანჯარა

რედაქტირება

ArchiCAD-ში ყველა ფანჯრის დაყოფა შესაძლებელია სამუშაო(რომელშიც მიმდინარეობს პროეტის შექმნა და რედაქტირება) და დამხმარე(ემსახურება სხვადასხვა ინფორმაციის გამოსახვას) ფანჯრებად. შესაძლებელია ყველა ფანჯარის ეკრანზე თავისუფლად გადაადგილება, ასევე თავისუფლად შეიძლება მათი ზომის შეცვლა. სართულის გეგმის ფანჯარა(სურ. 5) არის მთავარი ფანჯარა, რომელშიც მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. სართულის გეგმის ფანჯარაში მუშაობისას და არქიტექტურული ესკიზების შექმნისას, პროგრამაში რეალიზებული ვირტუალური შენების ტექნოლოგიით, შესაძლებელია ერთდროულად შეიქმნას მოცულობითი შენობის მოდელი, რომლიდანაც ნებისმიერ დროს შესაძლებელია მივიღოთ საჭირო ესკიზი(გეგმები, ჭრილები, ფასადები, სექციები, აქსონომეტრიული და პერსპექტიული გამოსახულება).

 

სართულის გეგმის ფანჯარა ყოველთვის პირველი იხსნება შექმნილი ფაილის გახსნისას და ახალი პროერქტის დაწყებისას. ამ ფანჯრის დახურვა ნიშნავს პროექტის დახურვას. სართულის გეგმის ფანჯარაში გამოისახებიან მხოლოდ მიმდინარე სართულის პროექტის ელემენტები. პროექტზე მუშაობისას შესაძლებელია დავამატოთ სართულების ნებისმიერი რაოდენობა. პროექტის სამგანზომილებიან სისტემაში მიმოხილვის ფანჯარა(3D ფანჯარა)(სურ. 6) გამოიყენება ისევე როგორც პროექტირების ნებისმიერ ეტაპზე მოცულობითი შენობის დასათვარიელებლად, ასევე სამუშაო ფანჯარად, რომელშიც შესაძლებელია პროექტის ელემენტების შექმნა და რედაქტირება.

 

პროექტირებული ობიექტის მოცულობითი მოდელი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას პერსპექტიულ და პარალელურ პროექტირების ფანჯრებში. პროექტის 3D ფანჯარაში შესაძლებელია ოთხი ტიპით ვიზუალიზაცია : მოცულობით-დაბლოკილი, კარკასული მოდელის ხედში, უჩინარი ხაზების წაშლით, ასევე ფერებითა და ჩრდილებით. ამ დროს სამგანზომილებიან მოდელებთან შესაძლებელია გამოყენებულ იქნან 3D - ჩრდილების ზედაპირები, ვექტორულად შექმნილი ჩრდილები, უხილავი ხაზების წაშლისას მატერიალების სიწმინდის გათვლები. ЗD ფანჯარაში შესაძლებელია პროექტირებადი შენობის სამგანზომილებიანი ჭრილების მიღება. ЗD ფანჯარაში დაყენებული ხედი, გამოიყენება საბოლოო ვიზუალიზაციისას, ფოტორეალისტური გამოსახულების მისაღებად. შესაძლებელია, ყოველი ელენეტის, რომლებიც წარმოდგენილ არიან ЗD ფანჯარაში, სრულად რედაქტირება. ამ დროს ЗD ფანჯარაში შეტანილი ყოველი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოისახება სართულის გეგმაში და ჭრილებში(ფასადებში). ჭრილის/ფასადის ფანჯარა(სურ. 7) დაკავშირებულია პროექტზე სამუშაო დანარჩენ ფანჯრებთან. შესაძლებელია ამ ფანჯარაში გამოსახული ყოველი ელემენტის რედაქტირება. ჭრილის ან ფასადის ფანჯარაში, პროექტის ელემენტებში შეტანილი ყოველი ცვლილება, ანტერაქტიულად აისახება ყველა დანარჩენ სამუშაო ფანჯრებში.

 

ამას გარდა 2D ესკიზის რედაქტირების რეჟიმში დასარედაქტირებლად შესაძლებელია გამოსახულების პროექტისგან გამოყოფა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყოფილი ობიექტის პროექტთან შეერთება. ინსტრუმენტების პანელზე არსებული ინსტრუმენტით ჭრილი/ფასადი, შესაძლებელია შევქმნათ ჭრილებისა და ფასადების შეუზღუდავი რაოდენობა. დეტალების გამოსახვის ფანჯარა(სურ. 8) - ამ ფანჯარაში გამოისახება ფრაგმენტი, რომელიც დეტალის ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნულია გეგმაზე, ან ჭრილზე/ფასადზე.

 

ეს ფანჯარა ემსახურება სხვადასხვა კვანძებისა და დეტალების შექმნას, როგორც გამოყოფილი ესკიზი. შესაძლებელია ამ ფანჯარაში გამოსახული ელემენტების რედაქტირება.


დამხმარე ფანჯრები

რედაქტირება

პროექტის შეფასების ფანჯარა(სურ. 9) - ეს არის ფანჯარა, რომელიც გამოსახავს დავალებასთან დაკავშირებული ხარჯების გათვლების რეზულტატებს. ეს ფანჯარა შეიძლება შეიცავდეს, როგორც უბრალო ტექსტს, ასევე სტანდარტული ცხრილების ავტომატური ფორმირების სპეციალური შბლონის დახმარებით განსაკუთრებული წესით გაფორმებულ ტექტს. პირველ შემთხვევაში პროექტის ხარჯების ფანჯარა წარმოადგენს ტექსტურ ფანჯარას, ხოლო მეორეში კი 2D გრაფიკულ ფანჯარას.

 

ფოტოგამოსახულების ფანჯარა(სურ. 10) - ეს არის ფანჯარა, რომელიც შეიცავს კონსტრუქციის ფოტოგამოსახულების რეზულტატებს. ის წარმოადგენს ArchiCAD-ში არარედაქტირებად სურათს, რომელიც შესაძლებელია შევინახოთ, როგორც ფაილი, ან დავაკოპიროთ მთლიანი სურათი, ან მისი რაიმე ნაწილი.

 

ანგარიშის ფანჯარა(სურ. 11) - ეს არის ტექსტური ფანჯარა, რომელშიც მიმდინარეობს სისტემის მიმდინარე მდგომარეობის, ან ოპერაციის შესრულების რეზულტატის გაანგარიშება.

 

ჩანაწერების ფანჯარა(სურ. 12) - ეს არის ტექსტური ფანჯარა, რომელშიც პროექტზე მუშაობისას მომხმარებელს შეუძლია შეიტანოს ნებისმიერი შენიშვნა.

 

პროექტის წინასწარი დათვარიელების ფანჯარა(სურ. 13) - ეს არის ფანჯარა, რომელშიც შესაძლებელია ჩავსვათ მიმდინარე პროექტის დამახასიათებელი რაიმე სურათის გამოსახულება (მაგალითად, პროექტირებადი ობიექტის ფოტოგამოსახულება). ამ ფანჯრის შემადგენლობა გამოისახება პროექტის გახსნისთანავე, რომელიც აადვილებს საჭირო დოკუმენტისა და მისი იდენტიფიკაციის ძებნას(სურ. 14).