Graphisoft ArchiCAD/4.4. ფასადებისა და ჭრილების ფანჯრებში მუშაობა

ფასადების/ჭრილების შექმნა

რედაქტირება

ფასადებისა და ჭრილების შესაქმნელად ArchiCAD-ში არსებობს ერთი საერთო ინსტრუმენტი. ამ ინსტრუმენტის საშუალებით გეგმაზე ისმება ფასადისა და ჭრილის მახასიათებელი სიბრტყის მდებარეობა და ხედვის მიმართულება. გეგმაზე შესაძლებელია დაისვას ფასადებისა და ჭრილების ნებისმიერი რაოდენობა. თითოეული ჭრილი და ფასადი გაიხსნება ინდივიდუალურ რედაქტირების ფანჯარაში. ფასადებისა და ჭრილების პარამეტრების დაყენების დიალოგური ფანჯარა(სურ. 140) იხსნება   ღილაკზე ორჯერ მოქმედებით. ამ დიალოგურ ფანაჯრას გააჩნია 7 ჩანართი.

 

ჩანართი General(საერთო)(სურ. 141), ემსახურება ჭრილის სახელის, სიმაღლის და სიღრმის პარამეტრების მითითებას.

 

ჩანართი Floor Plan (სართულის გეგმა) (სურ. 142) გვაძლევს წვდომას ჭრილების/ფასადების სართულის გეგმაზე წარმოდგენის პარამეტრებზე.

 

ჩანართი Marker (მარკერი)(სურ. 143) საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ ჭრილისა და ფასადის გეგმაზე გამოჩენის მარკერი და მივუთითოთ მისი პარამეტრები.

 

ჩანართი Marker Custom Settings (მარკერის სპეციალური პარამეტრები)(სურ. 144) შეიცავს ჭრილის და ფასადის მარკერის სამომხმარებლო ინტერფეისს.

 

ჩანართი Cut Elements (ელემენტების გაკვეთა)(სურ. 145) აყენებს ელემენტების ფერს გადაკვეტის სიბრტყეზე.

 

ჩანართი Model Effects (მოდელის ეფექტები)(სურ. 146) გვაძლევს წვდომას შენობის მოდელების ეფექტებზე ჭრილზე და ფასადზე.

 

ჩანართი Distant Area Options (წაშლილი არის პარამეტრები)(სურ. 147), ხელმისაწვდომია, როდესაც General ჩანართში ჩართულია პარამეტრი Marked Distant Area (წაშლილი არის ჩათვლა). მართავს გადაკვეთის სიბრტყეზე არსებულ ელემენტების წარმოდგენის პარამეტრებს.

 

ჭრილებისა და ფასადების პარამეტრების რიგი ხელმისაწვდომია ასევე ინფორმაციულ ცხრილზე(სურ. 148).

 

ფასადებისა და ჭრილების ტიპები

რედაქტირება

ფასადები და ჭრილები შესაძლოა იყოს ორი ტიპის:

  1. მოდელები, ინტერაქტიულად დაკავშირებულნი არიან სხვა სამუშაო ფანჯრებთან
  2. ესკიზები, პროექტის სხვა სამუშაო ფანჯრებისგან დამოუკიდებელნი არიან და წარმოადგენენ ესკიზური ელემენტების კრებულს.

ფასადისა და ჭრილის მოდელების ფანჯრის ესკიზურ ფანჯარაში გარდაქმნა ხდება მენიუს ბრძანებით Display (გამოსახულება) -> Sections/Elevations (ჭრილები/ფასადები) -> Unlink from Model (მოდელთან კავშირის გაწყვეტა). უკუოპერაცია შეუძლებელია, მაგრამ შენობის მოდელის ცვლილება შესაძლებელია გამოისახოს ფასადისა და ჭრილი ესკიზურ ფანაჯრაში მენიუს Display (გამოსახულება) -> Sections/Elevations (ჭრილები/ფასადები) ერთ-ერთი ბრძანებით(სურ. 149). ამით ახლდებიან ჭრილისა და ფასადის მხოლოდ ის ელემენტები, რომლებიც მიღებულ იქნენ პროექტის კონსტრუქციული ელემენტებისაგან.