Graphisoft ArchiCAD/4.3. ელემენტების რედაქტირების მეთოდები

ელემენტების შეცვლა მათი პარამეტრების დიალოგური ფანჯრიდან რედაქტირება

ელემენტების პარამეტრების ფანჯარაში დაყენებული ყველა პარამეტრი, შესაძლებელია შეიცვალოს პროექტზე მუშაობის ნებისმიერ დროს. ამისათვის საკმარისია ავირჩიოთ ელემენტი, გავხსნათ მისი პარამეტრების დიალოგური ფანჯარა, შევიტანოთ საჭირო ცვლილებები, შემდეგ დავადასტუროთ შეტანილი ცვლილება OK ღილაკზე მოქმედებით.
არჩეული ელემენტების პარამეტრების დიალოგური ფანჯრის გახსნა ხდება, ერთ-ერთი საშუალებით შემდეგიდან:

  • ინფორმაციულ ცხრილზე ელემენტის პარამეტრების ღილაკზე მოქმედებით
  • ინსტრუმენტების პანელზე თაგუნათი ორჯერადი მოქმედებით
  • ბრძანების შესრულებით Edit (რედაქტირება) -> ...Selection Settings (მონიშნულის პარამეტრები), ან კონტექსტური მენიუს საშუალებით.

გადაადგილება რედაქტირება

პროექტის ნებისმიერი ელემენტი შესაძლებელია გადაადგილდეს ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერ მანძილზე(სურ. 118). ამისათვის აუცილებელია გავაკეთოთ შემდეგი:

  1. ავირჩიოთ ერთი, ან რამოდენიმე ელემენტი
  2. შევასრულოთ მენიუს ბრძანება Edit (რედაქტირება) -> Drag (გადაადგილება, სწრაფი ღილაკი - Ctrl + D, გადაადგილება კოპირებით - სწრაფი ღილაკი - Ctrl+Shift+D)
  3. დავაყენოთ გადაადგილების ვექტორი, თაგუნას დახმარებით მისი საწყისი და სასრული წერტილების მითითებით

 

გადაადგილების ვექტორის დასმა შესაძლებელია ეკრანის ნებისმიერ წერტილში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაადგილდება კედელში ჩასმული ფანჯარა ან კარები. აქ საწყისი წერტილად უნდა აირჩეს ფანჯრის ან კარების ერთ-ერთი კვანძური წერტილი.

მობრუნება რედაქტირება

ნებისმიერი ელემენტი შესაძლებელია მოვაბრუნოთ ნებისმიერი მიმართულებით და ნეისმიერი კუთხით(სურ. 119). ამისათვის უნდა გავაკეთოთ შემდეგი:

  1. ავირჩიოთ ერთი, ან რამოდენიმე ელემენტი
  2. შევასრულოთ მენიუს ბრძანება Edit (რედაქტირება) -> Rotate (მობრუნება, სწრაფი ღილაკი - Ctrl + E, მობრუნება კოპირებით სწრაფი ღილაკი - Ctrl+Shift+E)
  3. მივუთითოთ მობრუნების რკალი, მის განმსაზღვრელ სამ წერტილზე თაგუნათი მოქმედებით:
  • მობრუნების რკალის ცენტრი
  • მობრუნების რკალის საწყისი წერტილი
  • მობრუნების რკალის სასრული წერტილი

 

მობრუნების ვექტორი შესაძლებელია დაისვას ნებისმიერ ადგილზე. მობრუნების ოპერაცია არ გამოიყენეა ფანჯრებსა და კარებებზე.

სარკისებრი კოპირება რედაქტირება

სარკისებრი კოპირება ხდება ბრძანებით Mirror (სარკე) (სურ. 120). ეს ხდება შემდეგნაირად:

  1. ავირჩიოთ ერთი, ან მეტი ელემენტი
  2. შევასრულოთ მენიუს ბრძანება Edit (რედაქტირება) -> Mirror (სარკე)
  3. თაგუნას ღილაკით დავსვათ ღერძის საწყისი და სასრული წერტილები, რომლზე დაფუძვნებითაც მოხდება სარკისებრი კოპირება

 

ტირჟირება რედაქტირება

მენიუს ბრძანერბა Edit(რედაქტირება) - > Multiply (ტირაჟირება)ელემენტის 99 კოპიამდე შექმნის საშუალებას გვაძლევს. ამ ბრძანების შესრულებისას გამოვა დიალოგური ფანჯარა Multiply (ტირაჟირება)(სურ. 121), რომელშიც ვირჩევთ ტირაჟირების, კოპიების რაოდენობის და ვერტიკალური შერევის სიდიდის ერთ-ერთ ვარიანტს.

 

იმის მერე, რაც ტირაჟირების ყველა კონფიგურაცია მითითებული იქნება და დამოწმდება OK ღილაკზე მოქმედებით, თაგუნას მეშვეობით საჭიროა შევქმნათ გადაადგილების ვექტორი(სურ. 122, ა), ან მობრუნების რკალის ცენტრალური, საწყისი და სასრული წერტილები(სურ. 122, ბ), ან ერთმანეთის პერპენდიკულარული წრფეები(სურ 122, გ).

 

პროპორციის შეცვლა რედაქტირება

ელემენტების პროპორციების შეცვლა შესაძლებელია მათი მასშტაბირებით, Edit(რედაქტირება) -> Resize (პროპორციის შეცვლა) მენიუს ბრძანების შესრულებით. მასშტაბური კოეფიციენტი იქმნება დიალოგურ ფანჯარაში Resize (პროპორციის შეცვლა) (სურ. 123), შესაბამის ველებში საჭირო რიცხვების მითითებით, ან თუ მონიშნულია გადამრთველი Define graphically (გრაფიკულად განსაზღვრა), თაგუნას დახმარებით(სურ. 124). Resize (პროპორციის შეცვლა) დიალოგური დანჯრის დამატებითი პარამეტრები გვაძლევს ელემენტების ტიპების არჩევის საშუალებას, რომლებსაც ეხებათ პროპორციის შეცვლა.
დაჯგუფებული ელემენტების პროპორციის შეცვლისათვის აუცილებელია დაჯგუფების გაუქმება.

 

 

ზომის შეცვლა რედაქტირება

ელემენტების ზომის შეცვლა შესაძლებელია Edit(რედაქტირება)->Stretch(ზომის შეცვლა) მენიუს ბრძანების შესრულებით. ეს ბრძანება ასევე მდებარეობს ბრძანებების ცხრილზე. ის საშუალებას გვაძლევს გავწელოთ, ან შევკუმშოთ ელემენტი, მისი ერთ-ერთი წვეროს გადაადგილებით, იმ დროს, როცა საპირისპირო წვეროები რჩება შეუცვლელი(სურ. 125, ა).
ეს ოპერაცია ასევე გამოყენება რკალისებრ ელემენტებზე. თუ არჩეულია რკალი, წრე ან რკალისებრი კედელი, მაშინ მისი საზღვრის ”დაჭერით” შესაძლებელია შეიცვალოს წრის რადიუსი(სურ. 125, ბ), ხოლო კრალის სასრული წერტილის ”დაჭერით” კი შესაძლებელია მისი მეორე სასრულ წერტილთან სიახლოვის განსაზღვრა(სურ. 125, გ).

 

ბაზირება რედაქტირება

სწორი ხაზები და კედლები შესაძლოა წაიშალოს, ან გაიჭრას სხვა ელემენტების გადაკვეთაზე ბაზირების ოპერაციით. ამისათვის უნდა გავაკეთოთ შემდეგი :

  1. ავირჩიოთ ერთი, ან რამოდენიმე ელემენტი
  2. ბრძანებების ცხრილზე ვიმოქმედოთ ღილაკზე Adjust (ბაზირება), ან შევასრულოთ მენიუს ბრძანება Edit (რედაქტირება) -> Adjust (ბაზირება).
  3. თაგუნათი მივუთითოთ ის ელემენტი, რომელზეც მოხდება ბაზირება, ან თაგუნას დახმარებით შევქმნათ ბაზური ხაზი(სურ. 126).

 

ბაზირებული ელემენტები შესაძლებელია იყვნენ ხაზები, რკალები და წრეები, კედლების ბაზური ხაზები, მრავალკუთხედი ელემენტების საზღვრები.

დაყოფა რედაქტირება

ნებისმიერი კონსტრუქციული და ესკიზური ელემენტი შესაძლოა დაიყოს ბრძანებით Split (დაყოფა). ეს ხდება ასე:

  1. ავირჩიოთ ერთი, ან მეტი ელემენტი
  2. შევასრულოთ მენიუს ბრძანება Edit (რედაქტირება) -> Split (დაყოფა)
  3. მივუთითო, ან ავაწყოთ მკვეთი ხაზი და თაგუნაზე მოქმედებით მივუთითოთ, მკვეთი ხაზის რომელი მხრიდან უნდა შეინახოს გამოყოფილი ელემენტი(სურ. 127).

 

ვერტიკალით შერევა რედაქტირება

შესაძლებელია ნებისმიერი ელემენტის ვერტიკალით შერევა ნებისმიერ მანძილზე, მენიუს ბრძანებით Edit (რედაქტირება) -> Elevate (ვერტიკალით შერევა). ამ ბრძანების შესრულებით იხსნება დიალოგური ფანჯარა Elevate (ვერტიკალით შერევა)(სურ. 128), რომელშიც მიეთითება ვერტიკალით შერევის ზომა.

 

ელემენტების რედაქტირების პანელი რედაქტირება

თუ ავირჩევთ ელემენტს და შემდეგ თაგუნათი ვიმოქმედებთ მასზე, ეკრანზე გამოვა მოძრავი პანელი, რომელზეც განთავსებული იქნება ელემენტების რედაქტირებისათვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები. ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების კრებული დამოკიდებულია იმაზე, თუ ელემენტის რა ნაწილზე მოვახდინეთ თაგუნათი მოქმედება. იმ ელემენტებისათვის, რომელთა რედაქტირებაც შესაძლებელია მხოლოდ საერთო საშუალებებით, რედაქტირების პანელს აქვს ერთი სახე(სურ. 129, ა). იმ ელემენტებისათვის, რომელთა რედაქტირებაც შესაძლებელია, როგორც საერთო ასევე სპეციფიური საშუალებებით, რედაქტირების პანელს შესაძლოა ქონდეს ორიდან ერთ-ერთის სახე(სურ. 129, ბ).

 

ელემენტების რედაქტირების პანელის დახმარებით საერთო ოპერაციების შესრულება რედაქტირება

რედაქტირების პანელზე, რედაქტირების ოპერაციის შესაბამის ღილაკზე მოქმედებით, შესაძლებელია რედაქტირების საერთო ოპერაციების შესრულება. რედაქტირების პანელის ღილაკები ემსახურებიან შემდეგი ოპერაციების შესრულებას:
  - გადაადგილება
  - მობურება
  - სარკისებრი ანარეკლი
  - ვერტიკალით შერევა
  - ტირაჟირება
  - ზომის შეცვლა

სეგმენტებისა და მრავალკუთხედების საზღვრების რედაქტირება რედაქტირება

თუკი მრავალკუთხედის საზღვარზე და სეგმენტზე მოქმედებისას გამოვა რედაქტირების პანელი, ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი ინსტრუმენტები:
  - სეგმენტზე, ან საზღვარზე წვეროს ჩამატება(სურ. 130)
  - სეგმენტის, ან საზღვრის მომრგვალება(სურ. 131)
  - სეგმენტის, ან საზღვრის გადაადგილება(სურ. 132)
ცალკეული სეგმენტებისათვის, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სხვასთან, სეგმენტის გადაადგილების ოპერაცია ხელმიუწვდომელია.

 

 

 

სეგმენტებისა და მრავალკუთხედების წვეროების რედაქტირება რედაქტირება

თუ რედაქტირების პანელი გამოტანილ იქნა ეკრანზე, სეგმენტის, ან მრავალკუთხედის წვეროზე თაგუნას ღილაკის მოქმედებით, მაშინ ხელმისაწვდომია რედაქტირების შემდეგი ინსტრუმენტები:
  - წვეროების გადაადგილება(სურ. 133)
  - წვეროების მომრგვალება(სურ. 134)
  - კონტურის გაწელვა/შეკუმშვა(სურ. 135)

 


 


 


მრავალკუთხედების რედაქტირების ლოგიკური ოპერაციები რედაქტირება

მრავალკუთხედი ელემენტებისათვის - გადაფარვისთვის, სახურავისთვის, 3D-ბადისთვის, ზონებისა და ჩრდილებითსვის განხილულია ლოგიკური ოპერაციები. ეს ოპერაციები ხელმისაწვდიმოა იმისდა დამოუკიდელბლად, თუ ელემენტის რა ადგილას იქნა განხორციელებული თაგუნას ღილაკით მოქმედება. ლოგიკური ოპერაციების შესასრულებლად გამოიყენება შემდეგი ღილაკები:
  - კონტურების ლოგიკური დამატება(სურ. 136).
  - კონტურების ლოგიკური გამოკლება(სურ. 137).
ამას გარდა შესაძლებელია მრავალკუთხედში გავაკეთოთ სივრცე(სურ. 138). მრავალკუთხედში არსებული სივრცის კონტურები რედაქტირდება იმავე წესებით, რა წესებითაც რედაქტირდება მრავალკუთხედის კონტურები. სივრცის წაშლა შესაძლებელია მისი წვეროების ერთ წვეროდ გაერთიანებით.

 

 

 

მოძრავი ჩარჩოების გამოყენება ელემენტების რედაქტირებისათვის რედაქტირება

მოძრავი ჩარჩოთი შესაძლებელია პროექტის ელემენტების კუთხური წერტილების გადაადგილება:

  1. ინსტრუმენტების პანელზე ავირჩიოთ მოძრავი ჩარჩოს ინსტრუმენტი
  2. ინფორმაციულ ცხრილზე ავირჩიოთ მოძრავი ჩარჩოს მოწყობის საშუალება
  3. თაგუნას საშუალებით იმ კუთხურ წერტილებზე, რომელთა გადაადგილებაც გვსურს დავხატოთ მოძრავი ჩარჩო
  4. მივიტანოთ კურსორი, ელემენტის კუთხურ წერტილზე, ან საზღვარზე და ვიმოქმედოთ თაგუნას მარცხენა ღილაკით, შემდეგ გადავიტანოთ მოძრავი ჩარჩო სასურველ ადგილზე და ოპერაციის დასადასტურებლად კვლავ ვიმოქმედოთ თაგუნას მარცხენა ღილაკზე.

ჩარჩოს გადაადგილებისას გადაადგილდება მასში მოხვედრილი კუთხური წერტილებიც. იმ შემთხვევაში, თუ ჩარჩოში მოხვდება ელემენტის სასაზღვრო წერტილები, ხდება მისი ზომის შეცვლა(სურ. 139). თუ ჩარჩოში ხვდება ელემენტის ცენტრალური წერტილები, მაშინ ჩარჩოსთან ერთად გადაადგილდება მთლიანი ელემენტი.

 

ელემენტების წაშლა რედაქტირება

პროექტის ელემენტების წასაშლელად საჭიროა გაკეთდეს შემდეგი:

  1. ავირჩიოთ ერთი, ან რამოდენიმე ელემენტი
  2. შევასრულოთ მენიუს ბრძანება Edit(რედაქტირება) -> Clear(გასუფთავება), ან კონტექსტური მენიუს ბრძანება Delete(წაშლა).