Clojure/Clojure-ს დაყენება
Clojure-ს დასაყენების ორი გზა არსებობს: ოფიციალური რელიზიდან ან სუბვერსიის (Subversion) რეპოზიტორიუმიდან.
აქ იგულისხმება, რომ თქვენ უკვე დაყენებული გაქვს ჯავას ვირტუალური მანქანა, და იცით როგორ გამოიყენოთ თქვენი სისტემის შესაბამისი ტერმინალის პროგრამა.
დაყენება ოფიციალური რელიზიდან
რედაქტირება- შედით Clojure-ს საწყის გვერდზე, გაჰყევით Download ბმულს, და გადმოიწერეთ Clojure-ს პაკეტი. სავარაუდოდ ეს არქივირებული (ZIP) ფაილია.
- განაარქივეთ ZIP ფაილი, თუ თქვენი ბრაუზერი ამას ავტომატურად არ აკეთებს.
- შემდეგ თქვენი ტერმინალით შედით ('cd' ბრძანების გამოყენებით) Clojure-ს განარქივებულ საქაღალდეში.
- შეიყვანეთ ტერმინალში ბრძანება:
java -cp clojure.jar clojure.main
. - თქვენ უნდა დაინახოთ ბრძანების შეტყობინება:
user=>
დაყენება სუბვერსიის რეპოზიტორიუმიდან
რედაქტირებათუ თქვენ გაქვთ დაყენებული სუბვერსია (Subversion) და Ant, რეკომენდებულია, ნაცვლად რელიზის გადმოწერისა, თქვენით ამოიღოთ Clojure საწყისი კოდი რეპოზიტორიუმიდან. თქვენს სისტემაზე უკვე უნდა ეყენოს ჯავა 5, Ant და სუბვერსია. ასე შეგიძლიათ დაყენება ტერმინალის გამოყენებით:
- შეიყვანეთ ტერმინალში შემდეგი ბრძანებები:
svn co https://clojure.svn.sourceforge.net/svnroot/clojure/trunk clojure
cd clojure
ant
java -cp clojure.jar clojure.main
- თქვენ უნდა დაინახოთ ბრძანების შეტყობინება:
user=>
ბრძანების შეტყობინება ცნიბილია სახელით REPL (Read-Evaluate-Print-Loop). REPL კითხულობს (Read) გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ შეგყავთ, აფასებს (Evaluate) მათ, ბეჭდავს (Print) შედეგს და ბრუნდება უკან (Loop) ახალი ბრძანების მისაღებად.