Clojure-ში არის ორი ტიპის გამოსახულება: ატომები და სიები. ატომები ჰგავს პრიმიტიულ ტიპებს სხვა პროგრამირების ენებში. გამოვიყენოთ REPL ზოგიერთი ატომის განსახილველად.

რიცხვები

რედაქტირება
user=> 5
5

რიცხვი 5 ფასდება და შედეგი გამოდის ეკრანზე.

ბულის სიმბოლოები

რედაქტირება

აი სხვა ატომი:

user=> true
true

Clojure-ში მხარდაჭერილია ბულის "ჭეშმარიტი" და "მცდარი" მნიშვნელობები, რომლებიც შესაბამისად ჩაიწერება როგორც true და false.

აი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ატომი:

user=> nil
nil

ეს არის Clojure-ს სახელი ცარიელი მნიშვნელობისთვის. ის შეესაბამება ჯავას null-ს.

აი Clojure-ს ტექსტი:

user=> "Hello, world!" 
"Hello, world!"

Clojure ტექსტი იგივე წესებით განისაზღვრება, როგორც ჯავას ტექსტი, ასე მაგალითად "\t" წარმოადგენს ტაბულაციის სიმბოლოს. ჯავას API არის ძირითადი საშუალება ტექსტზე მოქმედებისა.

სიმბოლოები

რედაქტირება

სიმბოლოები არის სახელები რომლებიც ჩვეულებრივად ებმება მნიშვნელობას. თუმცა მნიშვნელობაზე მიბმა არაა აუცილებელი . სიმბოლოს აქვს შესაბამისი ობიექტი (არა მიბმული მნიშვნელობა), და ამ ობიექტის მისაღებად, სიმბოლოს სახელს წინ დაურთეთ ერთმაგი ბრჭყალი:

user=> 'x
x

თუ თავად მნიშვნელობის მიღება გინდათ, გამოიყენეთ უშუალოდ სიმბოლოს სახელი:

user=> x
1

თუ სიმბოლო არაა მნიშვნელობასთან მიბმული, თქვენ შეგიძლიათ ამ სიმბოლოს თავისთავად გამოყენება, მაგრამ შეცდომაა ამ სიმბოლოს მნიშვნელობის მიღების მცდელობა:

user=> foo
java.lang.Exception: Unable to resolve symbol: foo in this context
...

კვანძი სიტყვები

რედაქტირება

კვანძი სიტყვები ჰგვანან სიმბოლოებს, თუმცა ისინი არ ებმებიან მნიშვნელობებს და შეფასებისას საკუთარ თავს აბრუნებენ მნიშვნელობად. კვანძი სიტყვები ყოველთვის იწყებიან ორწერტილით (:). აი რამოდენიმე კვანძი სიტყვა:

user=> :a
:a
user=> :_123
:_123
user=> :KEY
:KEY

კვანძი სიტყვები განსაკუთრებით მოსახერხებელია გამოვიყენოთ რუკებში, მნიშვნელობის გასაღებად.