Autodesk 3D Studio Max/ლოგიკური ოპერაციები

სცენაში ობიექტის შექმნისას, აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი გეომეტრიული განსაკუთრებულობა. მიუხედავად იმისა რომ ერთი და იგივე ობიექტის მოდელირება შესაძლებელია რამოდენიმე საშუალებით, როგორც წესი, მათ შორის არსებობს ერთი, რომელიც ყველაზე მოსახერხერბელია. გამოცდილი ანიმატორი მომავლის ესკიზზე ერთი შეხედვის მერე განსაზღვრავს მისი მოდელირები მეთოდს, დამწყებ ანიმატორებს კი ეს ყოველთვის არ გამოსდით. მაგალითად, თუ ორი ობიექტი ერთმანეთს კვეთს, მათზე დაფუძვნებით შესაძლებელია შეიქმნას მესამე ობიექტი, რომელიც წარმოადგენს ამ კვეთის რეზულტატს. სამგანზომილებიან გრაფიკაში შექმნილი მოდელები, შესაძლებელია დაიყოს ორ ჯგუფად - ორგანული და არაორგანული. პირველ კატეგორიაში შედიან ობიექტები ცოცხალი ბუნებიდან, ისეთები როგორიცაა მცენარეები, ცხოველები, ადამიანები... მეორე კატეგორიაში კი არქიტექტურული ელემენტები, ასევე ადამიანის მიერ შექმნილი საგნები. პირველი და მეორე ჯგუფის ობიექტების მოდელირებას შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ რაიმე კონკრეტული დავალებისგან დამოკიდებულად, პროექტის რეალიზაციისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, სამგანზომილებიან გრაფიკასთან მუშაობის სხვადასხვა პაკეტები. 3ds max-ში რამდენადაც დიდი აქცენტი უკეთდება არაორგანული ობიექტების მოდელირებას, იმდენად გამოყენებადი და საჭიროა ლოგიკური ოპერაციები - ეს შეუცვლელი ინსტრუმენტია ნებისმიერ 3ds max-ში მომუშავესათვის. მეორეს მხრივ, ლოგიკური ოპერაციები საერთოდ არ გამოდგებიან ორგანული ობიექტების მოდელირებისათვის. მაგალითად, ადამიანის სახის მოდელირება ლოგიკური ოპერაციების მეშვეობით პრაქტიკულად შეუძლებელია. განვიხილოთ ლოგიკური ოპერაციები. 82-ე სურათზე წარმოდგენილია საწყისი გამოსახულება. 3ds max 7-ში არსებობს ლოგიკური ოპერაციების 4 ტიპი.

  • Union (კავშირი) - ორი ობიექტის ლოგიკური კავშირის რეზულტატები მოემსახურება ზედაპირს, ობიექტებზე წარმოშობილ ობიექტებს, რომლებიც მონაწილეობენ მიმდინარე ოპერაციაში(სურ. 83);
  • Intersection (გადაკვეთა) - ორი ობიექტის ლოგიკური გადაკვეთის რეზულტატი იქნება ამ ორი ობიექტის ნაწილებისაგან შემდგარი ზედაპირი(სურ. 84);
  • Subtraction ორი ობიექტის ლოგიკური გამოკლების რეზულტატი იქნება პირველი და მეორე ობიექტებისაგან შემდგარი ზედაპირი, მხოლოდ ის არ მოიცავს ამ ორი ობიექტის საერთო ნაწილებს(სურ. 85);
  • Cut (ამოჭრა) - ორი ობიექტის ლოგიკური ამოჭრის რეზულტატები მოემსახურება ზედაპირს, რომელიც შედგება, ერთ-ერთ ობიექტზე მეორის გამოკლებით(სურ. 86).

ლოგიკური ოპერაციები სრულდება შემდეგი წესით :

1.გამოყავით ობიექტი, რომელიც იმონაწილევებს საბოლოო მოდელის გამოსახვაში;
2.ბრძანებების პანელზე, გადადით ჩანართ Create (შექმნა)-ზე, კატეგორია Geometry (გეომეტრია)-ში აირჩიეთ Compound Objects (ჯგუფური ობიექტები)-ი და დააჭირეთ ღილაკს Boolean (ლოგიკური ოპერაციები)(სურ. 87);
3.დააყენეთ ლოგიკური ოპერაციების პარამეტრები;
4.გამოიყენეთ ღილაკი Pick Operand В (ოპერანდის არჩევა), იმისათვის რომ აირჩიოთ მეორე ობიექტი, რომელიც იმონაწილევებს ოპერაციაში.

შენიშვნა!
მიუხედავად იმისა რომ ლოგიკური ოპერაციები 3ds max-ში ფართოდ გამოიყენება სამგანზომილებიანი პროექტების შესაქმნელად, მათ გააჩნიათ ნაკლი და მოდელის გარსების შენებისას არც თუ ისე იშვიათია შეცდომები. ამიტომ სამგანზომილებიან გრაფიკაზე მომუშავენი თავიანთ პროექტებში იყენებენ დამატებით მოდულს - Power Booleans. ის საშუალებას იძლევა შეიქმნას მოდელები ბევრად ზუსტი გეომეტრიით, ვიდრე სტანდარტული საშუალებებით მუშაობისას, ასევე, იგი სწრაფად ქმნის პოლიგონურ ბადეს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია იმ ობიექტებთან მუშაობისას, რომლებსაც გააჩნიათ დიდი რაოდენობის პოლიგონები.