Autodesk 3D Studio Max/დანართი/პროგრამა 3ds max 7-ში გამოყენებადი ღილაკების კომბინაციები
Windows-ში ნებისმიერ პროგრამასთან მუშაობისას გამოიყენება კლავიატურა და თაგუნა. ზოგიერთ პროგრამაში უფრო ხშირად გამოიყენება კლავიატურა, ზოგიერთში კი თაგუნა. იმისათვის რომ კლავიატურამ შეასრულოს ის ოპერაციები, რა ოპერაციებსაც ასრულებს თაგუნა, ამისათვის აუცილებელია ღილაკების კომბინაციების ცოდნა. თაგუნას გამოუყენებლად, მაქსში შესაძლებელია კლავიატურით შესრულდეს მრავალი ოპერაცია - პროექტირების ფანჯრის შეცვლა, ობიექტებზე სტანდარტული ოპერაციების შესრულება და ა.შ. ასეთი კომბინაციები 3ds max 7-ში მრავლადაა და მათი დამახსოვრების მხოლოდ ერთი გზა არსებობს - მათი გამოყენება. რაიმე ბრძანების შესრულებისას ყოველთვის გვახსოვდეს ღილაკების კომბინაციების არსებობს. ღილაკების კომბინაციებზე შეჩვევა საკმაოდ ადვილია, ამით სამუშაო ბევრად გაადვილდება. 3ds max 7-ში ღილაკების კომბინაციების სწავლა შესაძლებელია პროგრამის ჩატვირთვის დროსაც. პროგრამის გაშვების შემდეგ ეკრანზე გამოისახება ღილაკების კომბინაციის ფანჯარა(სურ. 161). ყოველ ახალ ჩატვირთვაზე გამოისახება ღილაკების სხვადასხვა კომბინაციები(პროგრამის მეხუთე ვერსიიდან მეშვიდე ვერსიის ჩათვლით).
რჩევა!
თუკი პროგრამის ჩატვირთვისას ვერ მოვასწარით ღილაკების კომბინაციის დათვარიელება და დამახსოვრება, შესაძლებელია ბრძანებით Help > Hotkey Map (დახმარება > სწრაფი ღილაკების რუკა) გამოვიძახოთ ფანჯარა, რომელზეც აღწერიალია ყველა ღილაკის კომბინაცია. სქემატურ კლავიატურაზე ნებისმიერ ღილაკზე თაგუნას მაჩვენებლის მიტანით გამოისახება მისი კომბინაციის აღწერილობა(სურ. 162).