ვიდრე უშუალოდ საწყისი კოდის წერას შეუდგებოდეთ, მოდით ავაწყოთ სამუშაო გარემო.

Java-ს დაყენება

რედაქტირება

ეს განყოფილება შეგიძლიათ გამოტოვოთ Mac OS X-ის მფლობელებმა, რადგან Java თავიდანვე დაყენებულია თქვენს სისტემაზე. Linux-ის და Windows-ის მფლობებლებმა კი შეასრულეთ შემდეგი თანმიმდევრობა ნაბიჯების:

  1. ეწვიეთ ვებ მისამართს http://java.sun.com/javase/downloads. გადმოიწერეთ თქვენი პლატფორმის შესაბამისი Java Development Kit პროგრამული პაკეტი (შემოკლებით JDK, არ აგერიოთ JRE-ში).
  2. დააყენეთ ახლად გადმოწერილი JDK პროგრამული პაკეტი და გახადეთ ის საწყისი თქვენი სისტემისთვის.

Eclipse-ის დაყენება

რედაქტირება

Eclipse არის მძლავრი ინტეგრირებული გარემო Java პროგრამისტებისთვის. ჩვენ გამოვიყენებთ მას ჩვენი საწყისი კოდის დაწერისთვის და კომპილირებისთვის.

თუ თქვენ გამოცდილი ხართ სხვა პოპულარულ ინტეგრირებულ გარემოსთან მუშაობაში, როგორიცაა, მაგალითად, Netbeans, შეგიძლიათ არ უღალატოთ ჩვევას. ჩვენი მაგალითები საკმაოდ იოლად ადაპტირებადია სხვა გარემოზეც.

  1. Eclipse-ის გადმოსაწერად ეწვიეთ ვებ მისამართს http://www.eclipse.org/downloads.
  2. დისტრიბუტივების ჩამონათვალიდან აარჩიეთ Eclipse IDE for Java EE Developers. გადმოწერეთ ეს დისტრიბუტივი.
  3. გადმოწერილი ფაილეი არის არქივირებული. თქვენ სისტემაში ხელმისაწვდომი ხერხით მოახდინეთ ამ არქივის განარქივება.
  4. მიღებული საქაღალდე /eclipse შეიცავს გამშვებ ფაილს Eclipse.app (Linux-ზე ამ ფაილს ქვია eclipse.sh, ხოლო Windows-ზე eclipse.exe).
  5. გაუშვით გამშვები ფაილი, რათა დარწმუნდეთ რომ სისტემა მუშაობს. დახურეთ შიგა ფანჯარა წარწერით Welcome.
  6. შეასრულეთ მენიუდან ბრძანება: Window > Show Perspective > Other.... გამოსულ ფანჯარაში წარწერით Open Perspective აარჩიეთ სიიდან Java და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს OK.

სამუშაო გარემოს მომზადება

რედაქტირება

გახსენით Tomcat და Velocity-ის გადმოწერილი არქივირებული ფაილები თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას თქვენს კომპიუტერზე.

Velocity-ის ძირითად დირექტორიაში უნდა იყოს ორი .jar გაფართოების ფაილი. ორივე მათგანი დააკოპირეთ Tomcat-ის ძირითადი დირექტორიის /lib ქვედირექტორიაში. იქვე მიუჩინეთ ადგილი ყველა ფაილს Velocity-ის ძირითადი დირექტორიის /lib ქვედირექტორიიდან. ამითი Tomcat-ზე დავაყენებთ ყველა საჭირო ბიბლიოთეკას, რომელიც Velocity-ის გასაშვებადაა აუცილებელი.

ახლა გახსენით პროგრამა Eclipse. სანამ უშუალოდ პროექტის შექმნაზე გადავალთ, მოდით წინასწარი სამუშაოები ჩავატაროთ.

თავიდან დავარეგისტრიროთ Tomcat სერვერი Eclipse-ში. ამისთვის შეასრულეთ ბრძანება Eclipse-ის მენიუდან Eclipse > Preferences (ან Window > Preferences, თუ Mac OS X-ზე არ მუშაობთ). გამოსულ ფანჯარაში Preferences, მარცხენა ნაწილში განლაგებული ხიდან აარჩიეთ Server > Runtime Environment.