Apache Velocity/ამოცანა
ჩვენი ამოცანა იქნება მარტივი ვებ მაღაზიის შექმნა. ეს არ იქნება სრული ფუნქციონალობის ვებ მაღაზია. ეს მოკლე სახელმძღვანელო განკუთვნილია პროგრამული ბიბლიოთეკა Velocity-ის გამოყენების შესწავლაზე, და ჩვენ შემოვიფარგლებით ზუსტად იმდენით, რამდენიც საჭირო იქნება ამ ბიბლიოთეკასთან მუშაობის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის.
ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ ორი ვებ-გვერდის გენერაცია:
- საწყისი გვერდი, რომელზეც გამოვიტანთ ვებ მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულ ჩამონათვალს
- რედაქტირების გვერდი, რომელზეც შეგვეძლება ახალი პროდუქციის დამატება და არსებული პროდუქციის თვისებების შეცვლა
საქმის გამარტივების მიზნით ჩვენ არ გამოვიყენებთ მონაცემთა ბაზას. მონაცემებს მხოლოდ კომპიუტერის მეხსიერებაში შევინახავთ.
ვებ გვერდების დასაგენერირებლად გამოვიყენებთ პროგრამული ბიბლიოთეკა Apache Velocity-ის.
ჩვენი მიდგომა ამ ამოცანისადმი იქნება ეტაპობრივი. ჩვენ დავიწყებთ ამოცანის განხორციელებას უმარტივესი გზით. შემდეგ შევეცდებით ფუნქციონალობის გაზრდას პროგრამული მოდელის შემდგომი დახვეწით. ამ დროს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება Velocity-ის შესაძლებლობა იყოს მოქნილი ყველაზე რთულ ამოცანებშიც კი.